აქრობს შიშებსა და პანიკას: ოსმანი მკურნალების საუკუნოვანი გამოცდილება
13:34 06.03.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023)
CC BY 2.0 / Hasan Basri AKIRMAK / IMG_0274სამკურნალო ნაყენი

გამოწერა
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. არსებობს ადამიანის ჯანმრთელობისთვის წარმოუდგენლად სასარგებლო და მარტივი პროდუქტი, რომელსაც შიშისა და პანიკის დათრგუნვა შეუძლია და რომელსაც ჯერ კიდევ ოსმანი მკურნალები იყენებდნენ, წერს გამოცემა Ensonhaber.
საუბარია ძირტკბილას შარბათზე, რომელსაც ოსმანთა იმპერიაში ძნელბედობის ჟამს — სტიქიური უბედურებებისა თუ ომების პერიოდში ქუჩებში არიგებდნენ, რათა მოსახლეობისთვის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა შეენარჩუნებინათ.
სპეციალისტების თქმით, ძირტკბილას სამკურნალო თვისებებს ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების უნიკალური შემადგენლობა განსაზღვრავს. მცენარე შეიცავს ისეთ ნაერთებს, როგორიცაა ასპარაგინი, გლიცირიზინის, ასკორბინის, გლიცირეტინისა და სხვა მჟავებს, რომლებიც ახდენენ სწორედ ძირითად ეფექტს ორგანიზმზე.
გარდა ამისა, მცენარის შემადგენლობაში შედის: კუმარინები, ტერპენის ნაერთები (საპონინები), სტეროლები და ბიოფლავონოიდები. ის ასევე მდიდარია რკინით, სპილენძით, ალუმინით, სელენით, თუთიით, მანგანუმით, კალიუმით და სხვ.
ძირტკბილა ასევე შეიცავს ეთერზეთებს, პიგმენტებს, ტანინებსა და პოლისაქარიდებს.
ძირტკბილას შარბათის სასარგებლო თვისებები
თრგუნავს პანიკისა და შიშის შეგრძნებას;
კურნავს სასუნთქი გზების ინფექციებს;
სწრაფად ამოაქვს ნახველი ფილტვებიდან;
ეხმარება ორგანიზმს ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლაში;
ააქტიურებს ადრენალინის გამომყოფ ჯირკვლებს და აღადგენს სისხლის შემადგენლობას;
ხელს უწყობს ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებას;
მინიმუმამდე დაჰყავს ჰეპატიტით გამოწვეული საშიში პრობლემები;
აძლიერებს საჭმლის მომნელებელ სისტემას;
აკონტროლებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აქტიურობას;
აქვს მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
ამასთან, გლიცირიზინის მჟავის გამო ძირტკბილას აქვს:
ანტისკლეროზული მოქმედება,
ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული ეფექტი,
ხელს უწყობს თირკმელზედა ჯირკვლის აქტივობის სტიმულირებას.
საპონინი ხელს უწყობს:
ლორწოს წარმოქმნას საჭმლის მომნელებელ და სასუნთქ სისტემებში,
იცავს ქსოვილებს აგრესიული წამლების გავლენისგან, ვირუსებისა და მიკრობების ზემოქმედებისგან, ახდენს ლორწოს დეზინფექციას.
ძირტკბილაში შემავალი ფლავონოიდები ხელს უწყობს:
სპაზმებისა და ანთებითი პროცესების შემცირებას,
გლუვი კუნთების მოდუნებას ბრონქებსა და ნაწლავების კედლებში;
კაპილარების გამტარიანობის ნორმალიზებას სისხლის თხევადი ნაწილისთვის.
როდის იკრძალება ძირტკბილას მიღება
ექიმების თქმით, მიუხედავად უამრავი სასარგებლო თვისებისა, ძირტკბილას არაერთი უკუჩვენებაც აქვს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ მის მიღებას გადაწყვეტთ.
ძირტკბილას მიღება იკრძალება:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მწვავე პათოლოგიებისას;
გულის უკმარისობის ნებისმიერი ფორმისას;
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპერრეაქტიულობისას;
ჰიპერტონიისას;
თრომბებისადმი მიდრეკილებისას;
გამოხატული შეშუპებებისას;
თირკმელების პრობლემებისას, განსაკუთრებით, როდესაც ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნა გაძნელებულია.
შესაბამისად, ძირტკბილას მიღებამდე აუცილებელია, რომ კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.
წყარო: Ensonhaber