https://sputnik-georgia.com/20230306/teona-amaglobeli-275487902.html
ავსტრიაში მცხოვრები პოლიტოლოგი და მისი ქართული საქმიანობა
ავსტრიაში მცხოვრები პოლიტოლოგი და მისი ქართული საქმიანობა
Sputnik საქართველო
„საკუთარ თავთან დარჩენის დროს ადამიანურია მომენტი, როცა ხარ ის, რაც ხარ, და ამ ყველაფერში თავისუფლად ცურვა უნდა ისწავლო“ - გვითხრა თეონა ამაღლობელმა, რომელიც... 06.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-06T16:22+0400
2023-03-06T16:22+0400
2023-03-06T19:49+0400
ინტერვიუ
ქართველები უცხოეთში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1d/262458919_0:201:1200:876_1920x0_80_0_0_dc85fb7e1776d16cb284d37fbbdd2f35.jpg
საქართველოში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ რადგან საერთაშორისო ურთიერთობების სფერო ყოველთვის აინტერესებდა, 2016 წელს ჩავიდა ავსტრიაში, სადაც ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც საერთაშორისო ურთიერთობების განხრით სწავლა მაგისტრატურის პროგრამით გააგრძელა.- ქალბატონო თეონა, თავდაჯერებულ, დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებაში ვინ დაგეხმარათ?- ამაში მშობლები დამეხმარნენ. მამა ბავშვობიდან როგორც ზრდასრულს ისე მექცეოდა. საკუთარი თავი ოჯახის სრულფასოვან წევრად ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკიდან მიმაჩნდა, რადგან მამა ხშირად მეკითხებოდა, სწორი იყო თუ არა ოჯახის ესა თუ ის გადაწყვეტილება. მეც მჯეროდა, რომ ჩემი აზრი მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, ამან გამხადა თავდაჯერებული და წარმატებაზე ორიენტირებული. ამავე დროს დედას ქება და კრიტიკაც ყოველთვის ობიექტური იყო.- საერთაშორისო ურთიერთობების სფერომ რატომ დაგაინტერესათ?- იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, საერთაშორისო ურთიერთობები ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ გლობალური საკითხების შესახებ სიღრმისეული ცოდნა დააგროვო. ესაა დისციპლინა, რომელიც სახელმწიფოების ქცევის შესახებ ყველა კითხვაზე პასუხს იძლევა. სწორედ ამიტომ 2016 წელს სასწავლებლად ავსტრიაში ჩამოვედი და ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე.- პარალელურად არასამთავრობო სექტორშიც ხართ დასაქმებული...- დიახ, პოლიტოლოგიაზე სწავლის პარალელურად ვიყავი დასაქმებული არასამთავრობო ორგანიზაციაში SWAF, რომელიც მიგრანტებს განვითარებასა და ინტეგრაციაში ეხმარება. თუმცა ძალიან მალე ერთ-ერთი ავსტრიული გამოცემისგან საინტერესო შემოთავაზება მივიღე. ჟურნალ Cover-ში, რომლის ნომერი წელიწადში ორჯერ გამოდის და ავსტრიას, გერმანიასა და შვეიცარიას მიეწოდება, ჯერ მარკეტინგში ვმუშაობდი, შემდეგ კრეატიული დირექტორის პოსტი დავიკავე.- ქართულ-ავსტრიული ურთიერთობების გასაღრმავებლად რას საქმიანობთ?- ამ მიმართულებით საქმიანობას ვახერხებ „ქართულ-ავსტრიული კულტურის ცენტრის“ საშუალებით, რომელშიც დაარსების დღიდან ვარ. მისი დირექტორი და დამფუძნებელი ავსტრიაში მოღვაწე უნიჭიერესი მუსიკოსი ია ღვინიაშვილია, რომელმაც ამ ორგანიზაციაში დიდი შრომა და ენერგია ჩადო, რაც შედეგზეც აისახა. თავიდანვე გვინდოდა, რომ ავსტრიელებს ქართული ენის მიმართ ინტერესი გაღვივებოდათ. ენის შემსწავლელ ჩვენს უფასო კურსებზე უკვე ბევრმა ადგილობრივმა შეისწავლა ქართული, ქართველებმა კი გერმანული აითვისეს. ამ გზით ვცდილობთ ორ ქვეყანას შორის კულტურულ კავშირებს ჩაეყაროს საფუძველი.- ასევე ხართ ორგანიზაციის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" ავსტრიის წარმომადგენელი…- ამ ორგანიზაციის ბაზაზე დაარსებულმა ფონდმა საქართველოსთვის ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეძლო. მისი დამფუძნებელი და დირექტორი ჩვენი ქვეყნის პატრიოტი თიკა სვანიძე-ვენკოა. ორგანიზაციამ მოახერხა და ავსტრიაში მყოფ ბევრ სტუდენტს და არა მარტო სტუდენტს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარა. ამის გამო დღემდე გამოხატავენ მადლიერებას.ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1d/262458919_0:88:1200:988_1920x0_80_0_0_154d2d3f1667d08bb79d5302f9f4ea9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, ქართველები უცხოეთში
ინტერვიუ, ქართველები უცხოეთში
ავსტრიაში მცხოვრები პოლიტოლოგი და მისი ქართული საქმიანობა
16:22 06.03.2023 (განახლებულია: 19:49 06.03.2023) „საკუთარ თავთან დარჩენის დროს ადამიანურია მომენტი, როცა ხარ ის, რაც ხარ, და ამ ყველაფერში თავისუფლად ცურვა უნდა ისწავლო“ - გვითხრა თეონა ამაღლობელმა, რომელიც ვენაში ცხოვრობს.
საქართველოში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ რადგან საერთაშორისო ურთიერთობების სფერო ყოველთვის აინტერესებდა, 2016 წელს ჩავიდა ავსტრიაში, სადაც ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც საერთაშორისო ურთიერთობების განხრით სწავლა მაგისტრატურის პროგრამით გააგრძელა.
- ქალბატონო თეონა, თავდაჯერებულ, დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებაში ვინ დაგეხმარათ?
- ამაში მშობლები დამეხმარნენ. მამა ბავშვობიდან როგორც ზრდასრულს ისე მექცეოდა. საკუთარი თავი ოჯახის სრულფასოვან წევრად ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკიდან მიმაჩნდა, რადგან მამა ხშირად მეკითხებოდა, სწორი იყო თუ არა ოჯახის ესა თუ ის გადაწყვეტილება. მეც მჯეროდა, რომ ჩემი აზრი მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, ამან გამხადა თავდაჯერებული და წარმატებაზე ორიენტირებული. ამავე დროს დედას ქება და კრიტიკაც ყოველთვის ობიექტური იყო.
- საერთაშორისო ურთიერთობების სფერომ რატომ დაგაინტერესათ?
- იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, საერთაშორისო ურთიერთობები ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ გლობალური საკითხების შესახებ სიღრმისეული ცოდნა დააგროვო. ესაა დისციპლინა, რომელიც სახელმწიფოების ქცევის შესახებ ყველა კითხვაზე პასუხს იძლევა. სწორედ ამიტომ 2016 წელს სასწავლებლად ავსტრიაში ჩამოვედი და ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე.
- პარალელურად არასამთავრობო სექტორშიც ხართ დასაქმებული...
- დიახ, პოლიტოლოგიაზე სწავლის პარალელურად ვიყავი დასაქმებული არასამთავრობო ორგანიზაციაში SWAF, რომელიც მიგრანტებს განვითარებასა და ინტეგრაციაში ეხმარება. თუმცა ძალიან მალე ერთ-ერთი ავსტრიული გამოცემისგან საინტერესო შემოთავაზება მივიღე. ჟურნალ Cover-ში, რომლის ნომერი წელიწადში ორჯერ გამოდის და ავსტრიას, გერმანიასა და შვეიცარიას მიეწოდება, ჯერ მარკეტინგში ვმუშაობდი, შემდეგ კრეატიული დირექტორის პოსტი დავიკავე.
- ქართულ-ავსტრიული ურთიერთობების გასაღრმავებლად რას საქმიანობთ?
- ამ მიმართულებით საქმიანობას ვახერხებ „ქართულ-ავსტრიული კულტურის ცენტრის“ საშუალებით, რომელშიც დაარსების დღიდან ვარ. მისი დირექტორი და დამფუძნებელი ავსტრიაში მოღვაწე უნიჭიერესი მუსიკოსი ია ღვინიაშვილია, რომელმაც ამ ორგანიზაციაში დიდი შრომა და ენერგია ჩადო, რაც შედეგზეც აისახა. თავიდანვე გვინდოდა, რომ ავსტრიელებს ქართული ენის მიმართ ინტერესი გაღვივებოდათ. ენის შემსწავლელ ჩვენს უფასო კურსებზე უკვე ბევრმა ადგილობრივმა შეისწავლა ქართული, ქართველებმა კი გერმანული აითვისეს. ამ გზით ვცდილობთ ორ ქვეყანას შორის კულტურულ კავშირებს ჩაეყაროს საფუძველი.
- ასევე ხართ ორგანიზაციის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" ავსტრიის წარმომადგენელი…
- ამ ორგანიზაციის ბაზაზე დაარსებულმა ფონდმა საქართველოსთვის ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეძლო. მისი დამფუძნებელი და დირექტორი ჩვენი ქვეყნის პატრიოტი თიკა სვანიძე-ვენკოა. ორგანიზაციამ მოახერხა და ავსტრიაში მყოფ ბევრ სტუდენტს და არა მარტო სტუდენტს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარა. ამის გამო დღემდე გამოხატავენ მადლიერებას.