https://sputnik-georgia.com/20230306/saqartvelosi-kontrabanduli-sigaretis-didi-partia-amoires-275505020.html
საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის დიდი პარტია ამოიღეს
საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის დიდი პარტია ამოიღეს
Sputnik საქართველო
საქონელი აღმოჩენილია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების დათვალიერების შედეგად. 06.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-06T21:17+0400
2023-03-06T21:17+0400
2023-03-06T23:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249187344_0:13:2049:1165_1920x0_80_0_0_b092d440d8aed830451788cff0bb8a0c.jpg
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. ქართველმა მესაზღვრეებმა არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.უწყების მონაცემებით, 6-28 თებერვალს ამოღებულია ჯამში 61.203 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი.არადეკლარირებული სიგარეტი აღმოჩენილია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების დეტალური დათვალიერების შედეგად.კანონდარღვევის ფაქტები დაფიქსირდა საბაჟო გამშვებ პუნქტებში - „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“, „ლაგოდეხი“ და „ფოთის პორტი“.საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს ათას-ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრა.საქართველოში სიგარეტის კონტრაბანდის მასშტაბები გაიზრდა 2019 წლის შემდეგ, როცა თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო ქვეყანაში სიგარეტისა და თამბაქოს ფასები მკვეთრად გაიზარდა. მას შემდეგ შემოსავლების სამსახურმა განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ მოაქცია ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა და რეალიზაცია.წყარო - შემოსავლების სამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249187344_238:0:1809:1178_1920x0_80_0_0_fcb63df73eb573fd18da6325c4d278b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის დიდი პარტია ამოიღეს
21:17 06.03.2023 (განახლებულია: 23:11 06.03.2023) საქონელი აღმოჩენილია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების დათვალიერების შედეგად.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. ქართველმა მესაზღვრეებმა არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების მონაცემებით, 6-28 თებერვალს ამოღებულია ჯამში 61.203 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი.
არადეკლარირებული სიგარეტი აღმოჩენილია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების დეტალური დათვალიერების შედეგად.
კანონდარღვევის ფაქტები დაფიქსირდა საბაჟო გამშვებ პუნქტებში - „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“, „ლაგოდეხი“ და „ფოთის პორტი“.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს ათას-ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრა.
საქართველოში სიგარეტის კონტრაბანდის მასშტაბები გაიზრდა 2019 წლის შემდეგ, როცა თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო ქვეყანაში სიგარეტისა და თამბაქოს ფასები მკვეთრად გაიზარდა. მას შემდეგ შემოსავლების სამსახურმა განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ მოაქცია ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა და რეალიზაცია.