https://sputnik-georgia.com/20230306/saqartvelo-da-somxeti-samcxe-javaxetis-seismorejims-ertad-seiswavlian-275489351.html
საქართველო და სომხეთი სამცხე-ჯავახეთის სეისმორეჟიმს ერთად შეისწავლიან
საქართველო და სომხეთი სამცხე-ჯავახეთის სეისმორეჟიმს ერთად შეისწავლიან
Sputnik საქართველო
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი სომხეთსა და თურქეთს ესაზღვრება. 06.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-06T17:03+0400
2023-03-06T17:03+0400
2023-03-06T20:09+0400
საქართველო
სომხეთი
მიწისძვრები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/06/275486375_0:62:600:400_1920x0_80_0_0_d11601a31d494bbeacc66ab7532227f6.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველო და სომხეთი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტერიტორიაზე სეისმური რეჟიმის კვლევის ერთად ჩატარებას აპირებენ, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით.შეთანხმება შედგა სომხეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრ არმენ პამბუხჩიანსა და სომხეთში საქართველოს ელჩ გიორგი შარვაშიძეს შორის.„მხარეები შეთანხმდნენ, გაააქტიურონ თანამშრომლობა სეისმური უსაფრთხოების სფეროში – საპილოტო პროექტის სახით სეისმური რეჟიმის კვლევები ჩატარდება სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე, ასევე იქნება ანალიზის და მონაცემების გაცვლა“, – ნათქვამია სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.გარდა ამისა, შეხვედრაზე პამბუხჩიანი შეეხო სომხურ-ქართულ თანამშრომლობას საგანგებო სიტუაციების სფეროში. მან გაწეულ მუშაობას მაღალი შეფასება მისცა.საქართველო-სომხეთის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა>>ელჩმა გიორგი შარვაშიძემ მინისტრს მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და გამოთქვა მზადყოფნა, თანამშრომლობას ყველა მიმართულებით შეუწყოს ხელი.საქართველო საშუალო სეისმური აქტივობის ქვეყანაა. ყველაზე ძლიერი, 7 მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭასა და იმერეთში დაფიქსირდა. ინტენსივობა ეპიცენტრში 9 ბალი იყო. ამ მიწისძვრამ 200-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/06/275486375_34:0:567:400_1920x0_80_0_0_6a169f8eab9dfffcbac25f0a03068e06.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, მიწისძვრები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, მიწისძვრები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო და სომხეთი სამცხე-ჯავახეთის სეისმორეჟიმს ერთად შეისწავლიან
17:03 06.03.2023 (განახლებულია: 20:09 06.03.2023) სამცხე-ჯავახეთის რეგიონი სომხეთსა და თურქეთს ესაზღვრება.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველო და სომხეთი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტერიტორიაზე სეისმური რეჟიმის კვლევის ერთად ჩატარებას აპირებენ,
იუწყება „Sputnik-სომხეთი“ საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით.
შეთანხმება შედგა სომხეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრ არმენ პამბუხჩიანსა და სომხეთში საქართველოს ელჩ გიორგი შარვაშიძეს შორის.
„მხარეები შეთანხმდნენ, გაააქტიურონ თანამშრომლობა სეისმური უსაფრთხოების სფეროში – საპილოტო პროექტის სახით სეისმური რეჟიმის კვლევები ჩატარდება სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე, ასევე იქნება ანალიზის და მონაცემების გაცვლა“, – ნათქვამია სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
გარდა ამისა, შეხვედრაზე პამბუხჩიანი შეეხო სომხურ-ქართულ თანამშრომლობას საგანგებო სიტუაციების სფეროში. მან გაწეულ მუშაობას მაღალი შეფასება მისცა.
ელჩმა გიორგი შარვაშიძემ მინისტრს მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და გამოთქვა მზადყოფნა, თანამშრომლობას ყველა მიმართულებით შეუწყოს ხელი.
საქართველო საშუალო სეისმური აქტივობის ქვეყანაა. ყველაზე ძლიერი, 7 მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭასა და იმერეთში დაფიქსირდა. ინტენსივობა ეპიცენტრში 9 ბალი იყო. ამ მიწისძვრამ 200-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.