https://sputnik-georgia.com/20230306/ra-mdgomareobaa-svanetis-gzebze-bolo-cnobebi-275505605.html
რა მდგომარეობაა სვანეთის გზებზე - ბოლო ცნობები
რა მდგომარეობაა სვანეთის გზებზე - ბოლო ცნობები
Sputnik საქართველო
უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა. 06.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-06T21:40+0400
2023-03-06T21:40+0400
2023-03-06T23:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
სვანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/06/250816212_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_ac83306fde56a8eeb826aa895b1ad802.jpg
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ხაიში–მესტიის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოიხსნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.კერძოდ, ხაიში–მესტიის მონაკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 70-138 კმ) მოხსნილია მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.ასევე კალა–უშგულის მონაკვეთზე (აღნიშნული გზის 170-186 კმ) მონაკვეთზე თოვლის და ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.რაც შეეხება ხაიში–კალას მონაკვეთს (ამავე საავტომობილო გზის 70-169 კმ), აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო მესტია–კალას მონაკვეთზე (138-169 კმ) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.რაც შეეხება ზუგდიდი–ხაიშის მონაკვეთს (საავტომობილო გზის 1-70 კმ) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/06/250816212_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_524edd150d05ebd23c1a69f975b32f43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში, სვანეთი
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში, სვანეთი
რა მდგომარეობაა სვანეთის გზებზე - ბოლო ცნობები
21:40 06.03.2023 (განახლებულია: 23:13 06.03.2023) უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ხაიში–მესტიის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოიხსნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, ხაიში–მესტიის მონაკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 70-138 კმ) მოხსნილია მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ასევე კალა–უშგულის მონაკვეთზე (აღნიშნული გზის 170-186 კმ) მონაკვეთზე თოვლის და ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
რაც შეეხება ხაიში–კალას მონაკვეთს (ამავე საავტომობილო გზის 70-169 კმ), აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო მესტია–კალას მონაკვეთზე (138-169 კმ) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
რაც შეეხება ზუგდიდი–ხაიშის მონაკვეთს (საავტომობილო გზის 1-70 კმ) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.