https://sputnik-georgia.com/20230306/mamukelasvili-nba--ganagrzobs-tamass-275484514.html
სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში განაგრძობს თამაშს
სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში განაგრძობს თამაშს
მანამდე ქართველი კალათბურთელი „მილუოკი ბაქსში“ თამაშობდა. 06.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-06T15:01+0400
2023-03-06T15:01+0400
2023-03-06T18:07+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/06/275483327_0:0:961:540_1920x0_80_0_0_b1cafbd307c33b8ef15b638c129143f5.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში რჩება და კარიერას „სან-ანტონიო სპურსში“ გააგრძელებს.მას შემდეგ, რაც 23 წლის ქართველზე „მილუოკი ბაქსმა“ უარი თქვა, მამუკელაშვილმა ახალი გუნდი იპოვა. კონტრაქტის დეტალები უცნობია.NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი წელს მოკრძალებულად გამოდის. ლეგენდარული მწვრთნელის გრეგ პოპოვიჩის ხელმძღვანელობით გუნდის ანგარიშზე 16 მოგება და 47 მარცხია. ის ბოლო, მე-14 ადგილს იკავებს. ტეხასელები ამ სეზონში პლეი-ოფში არ მოხვდებიან.მამუკელაშვილი „სან-ანტონიოს“ ოფიციალურ პრეს-რელიზში ნახსენებია როგორც ცენტრში მოთამაშე, თუმცა აქამდე ის მძიმე ფორვარდის სახით თამაშობდა. არაა გამორიცხული, რომ ტეხასელებს მისი ცენტრის პოზიციაზე „გადაწყობა“ უნდათ - გუნდში ამ ამპლუაში მოთამაშე სახელოვანი კალათბურთელები არ არიან.მამუკელაშვილი „სან-ანტონიოში“ 54-ე ნომრით ითამაშებს.იმის შესახებ, რომ NBA-ს 2021 წლის ჩემპიონმა „მილუოკი ბაქსმა“ საქართველოს ნაკრების ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი გუნდიდან გაუშვა, 2 მარტს გახდა ცნობილი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/06/275483327_47:0:900:640_1920x0_80_0_0_05e02684434ba9998da818a74e80a313.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში განაგრძობს თამაშს
15:01 06.03.2023 (განახლებულია: 18:07 06.03.2023) მანამდე ქართველი კალათბურთელი „მილუოკი ბაქსში“ თამაშობდა.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში რჩება და კარიერას „სან-ანტონიო სპურსში“ გააგრძელებს.
მას შემდეგ, რაც 23 წლის ქართველზე „მილუოკი ბაქსმა“ უარი თქვა, მამუკელაშვილმა ახალი გუნდი იპოვა. კონტრაქტის დეტალები უცნობია.
NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი წელს მოკრძალებულად გამოდის. ლეგენდარული მწვრთნელის გრეგ პოპოვიჩის ხელმძღვანელობით გუნდის ანგარიშზე 16 მოგება და 47 მარცხია. ის ბოლო, მე-14 ადგილს იკავებს. ტეხასელები ამ სეზონში პლეი-ოფში არ მოხვდებიან.
მამუკელაშვილი „სან-ანტონიოს“ ოფიციალურ პრეს-რელიზში ნახსენებია როგორც ცენტრში მოთამაშე, თუმცა აქამდე ის მძიმე ფორვარდის სახით თამაშობდა. არაა გამორიცხული, რომ ტეხასელებს მისი ცენტრის პოზიციაზე „გადაწყობა“ უნდათ - გუნდში ამ ამპლუაში მოთამაშე სახელოვანი კალათბურთელები არ არიან.
მამუკელაშვილი „სან-ანტონიოში“ 54-ე ნომრით ითამაშებს.
იმის შესახებ, რომ NBA-ს 2021 წლის ჩემპიონმა „მილუოკი ბაქსმა“ საქართველოს ნაკრების ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი გუნდიდან გაუშვა, 2 მარტს გახდა ცნობილი.