https://sputnik-georgia.com/20230306/jil-baideni-interviu-275474524.html
ჯილ ბაიდენმა მეუღლის კოგნიტიურ უნარებზე კომენტარი გააკეთა
ჯილ ბაიდენმა მეუღლის კოგნიტიურ უნარებზე კომენტარი გააკეთა
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ასაკთან დაკავშირებული შფოთვების საფუძველი არ არსებობს, მიაჩნია შეერთებული შტატების პირველ ქალბატონ ჯილ... 06.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-06T12:58+0400
2023-03-06T12:58+0400
2023-03-06T17:05+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში
საერთაშორისო პანორამა
აშშ
ჯო ბაიდენი
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/16/250683341_64:0:2552:1400_1920x0_80_0_0_ae45b959dcc8c041f4d87921f3b00930.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ასაკთან დაკავშირებული შფოთვების საფუძველი არ არსებობს, მიაჩნია შეერთებული შტატების პირველ ქალბატონ ჯილ ბაიდენს.მისი თქმით, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის ნიკი ჰეილის წინადადება, ჩაუტარდეთ 75 წელზე უფროსი ასაკის პოლიტიკოსებს კოგნიტიური უნარების ტესტი, „სასაცილოა“.ამ საკითხზე ჯილ ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრული ვერსიაც ეთერში დღეს, ორშაბათს გავა, თუმცა აღნიშნული მონაკვეთი უკვე გადაიცა ტელევიზიით.შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა პრეზიდენტი, რომელიც საარჩევნოდ უკვე 82 წლის იქნება, ამგვარი ტესტის გავლას, ჯილ ბაიდენმა უპასუხა: „ჩვენ არასოდეს განგვიხილავს რაიმე ამის მსგავსი“.მანამდე რესპუბლიკელი სენატორების 37-კაციანმა ჯგუფმა პრეზიდენტ ბაიდენს წერილი გაუგზავნა და კოგნიტიური უნარების ტესტის გავლისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, 51 წლის ნიკი ჰეილიმ წამოაყენა წინადადება, რომლის თანახმად, მსგავსი ტესტი 75 წელზე უფროსი ასაკის ყველა პოლიტიკოსს უნდა ჩაუტარდეს.16 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევა გაიარა, რის შემდეგაც პოლიტიკოსის პირადმა ექიმმა კევინ ო’კონორმა საზოგადოებას დასკვნა წარუდგინა. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, ჯო ბაიდენი საკმაოდ ენერგიულია და მზადაა განაგრძოს მოვალეობის შესრულება.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/16/250683341_181:0:2621:1830_1920x0_80_0_0_7a43ce2f6dd90cb4827aa97612a1de6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, აშშ , ჯო ბაიდენი, ახალი ამბები
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, აშშ , ჯო ბაიდენი, ახალი ამბები
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ასაკთან დაკავშირებული შფოთვების საფუძველი არ არსებობს, მიაჩნია შეერთებული შტატების პირველ ქალბატონ ჯილ ბაიდენს.
მისი თქმით, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის ნიკი ჰეილის წინადადება, ჩაუტარდეთ 75 წელზე უფროსი ასაკის პოლიტიკოსებს კოგნიტიური უნარების ტესტი, „სასაცილოა“.
ამ საკითხზე ჯილ ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრული ვერსიაც ეთერში დღეს, ორშაბათს გავა, თუმცა აღნიშნული მონაკვეთი უკვე გადაიცა ტელევიზიით.
შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა პრეზიდენტი, რომელიც საარჩევნოდ უკვე 82 წლის იქნება, ამგვარი ტესტის გავლას, ჯილ ბაიდენმა უპასუხა: „ჩვენ არასოდეს განგვიხილავს რაიმე ამის მსგავსი“.
„რამდენი 30 წლის ადამიანი შეძლებდა პოლონეთში მატარებლით წასვლას? მერე კიდევ ცხრასაათიან მგზავრობას, უკრაინაში ჩასვლას, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას? შეხედეთ ადამიანს, შეხედეთ რას აკეთებს ის ყოველდღე“, — აღნიშნა ჯილ ბაიდენმა.
მანამდე რესპუბლიკელი სენატორების 37-კაციანმა ჯგუფმა პრეზიდენტ ბაიდენს წერილი გაუგზავნა და კოგნიტიური უნარების ტესტის გავლისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, 51 წლის ნიკი ჰეილიმ წამოაყენა წინადადება, რომლის თანახმად, მსგავსი ტესტი 75 წელზე უფროსი ასაკის ყველა პოლიტიკოსს უნდა ჩაუტარდეს.
16 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევა გაიარა, რის შემდეგაც პოლიტიკოსის პირადმა ექიმმა კევინ ო’კონორმა საზოგადოებას დასკვნა წარუდგინა. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, ჯო ბაიდენი საკმაოდ ენერგიულია და მზადაა განაგრძოს მოვალეობის შესრულება.