https://sputnik-georgia.com/20230306/erti-ramit-uziloba-tvins-ramdenime-wlit-aberebs-275482780.html
ერთი ღამით უძილობა ტვინს რამდენიმე წლით აბერებს: ახალი კვლევა
ერთი ღამით უძილობა ტვინს რამდენიმე წლით აბერებს: ახალი კვლევა
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ჩვენს დროში უძილობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ადამიანის თავის ტვინის დაბერებას აჩქარებს, ნათქვამია ახალ კვლევაში... 06.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-06T14:20+0400
2023-03-06T14:20+0400
2023-03-06T17:42+0400
მსოფლიო დღეს
მეცნიერული კვლევები
მსოფლიო და მეცნიერება
ჯანმრთელობა
მედიცინა
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24765/74/247657402_0:49:1920:1129_1920x0_80_0_0_1c6a95a8d623ac9566c782f2bea909d8.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ჩვენს დროში უძილობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ადამიანის თავის ტვინის დაბერებას აჩქარებს, ნათქვამია ახალ კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Journal of Neuroscience.გერმანიის, შვეიცარიისა და დანიის სხვადასხვა ინსტიტუტების მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ უძილობა თავის ტვინის სტრუქტურაში მნიშვნელოვან მორფოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. როგორც კვლევამ აჩვენა, მხოლოდ ერთმა უძილო ღამემ შეიძლება ადამიანის ტვინი რამდენიმე წლით დააბეროს.კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 19-დან 39 წლამდე ასაკის 134 მოხალისის MRI-მონაცემები გააანალიზეს, რომელთაც ძილის სხვადასხვა რეჟიმი ჰქონდათ. საუბარია:გარდა ამისა, იყო მეოთხე, საკონტროლო ჯგუფიც, რომლის წევრებსაც ღამით რვა საათის განმავლობაში ეძინათ.ამასთან ყველა მოხალისეს ჰქონდა მინიმუმ ერთი ღამე — ერთგვარი „ათვლის წერტილი“, როდესაც მათ რვა საათის განმავლობაში ეძინათ.მეცნიერები ყოველი ღამის შემდეგ აფასებდნენ მონაწილეთა ტვინის მდგომარეობას, მათ შორის, ითვლიდნენ ტვინის ასაკს.ამასთან მეორე და მესამე ჯგუფის წევრების ტვინის ასაკი, ანუ მათი, ვისაც ღამით მხოლოდ სამი საათი ან ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში მხოლოდ ხუთი საათი ეძინა, მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა.რაც საინტერესოა, ნაშრომის ავტორების დასკვნით, 24-საათიანი სიფხიზლით მიყენებული ნეგატიური შედეგის, ანუ ტვინის ერთ-ორი წლით დაბერების გამოსწორება სრულფასოვანი აღდგენითი ძილის დახმარებით არის შესაძლებელი.წყარო: Journal of Neuroscience
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24765/74/247657402_212:0:1920:1281_1920x0_80_0_0_b94c23de22666a2ef41febea90736dc5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მეცნიერული კვლევები, მსოფლიო და მეცნიერება, ჯანმრთელობა , მედიცინა, ახალი ამბები
მეცნიერული კვლევები, მსოფლიო და მეცნიერება, ჯანმრთელობა , მედიცინა, ახალი ამბები
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ჩვენს დროში უძილობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ადამიანის თავის ტვინის დაბერებას აჩქარებს, ნათქვამია ახალ კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Journal of Neuroscience.
გერმანიის, შვეიცარიისა და დანიის სხვადასხვა ინსტიტუტების მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ უძილობა თავის ტვინის სტრუქტურაში მნიშვნელოვან მორფოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. როგორც კვლევამ აჩვენა, მხოლოდ ერთმა უძილო ღამემ შეიძლება ადამიანის ტვინი რამდენიმე წლით დააბეროს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 19-დან 39 წლამდე ასაკის 134 მოხალისის MRI-მონაცემები გააანალიზეს, რომელთაც ძილის სხვადასხვა რეჟიმი ჰქონდათ. საუბარია:
1.
სრულ უძილობაზე 24 საათის განმავლობაში,
2.
ნაწილობრივ უძილობაზე — როდესაც ადამიანებს მხოლოდ სამი საათი ეძინათ ღამით,
3.
ქრონიკულ უძილობაზე — როდესაც ადამიანებს ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში მხოლოდ ხუთ-ხუთი საათი ეძინათ.
გარდა ამისა, იყო მეოთხე, საკონტროლო ჯგუფიც, რომლის წევრებსაც ღამით რვა საათის განმავლობაში ეძინათ.
ამასთან ყველა მოხალისეს ჰქონდა მინიმუმ ერთი ღამე — ერთგვარი „ათვლის წერტილი“, როდესაც მათ რვა საათის განმავლობაში ეძინათ.
მეცნიერები ყოველი ღამის შემდეგ აფასებდნენ მონაწილეთა ტვინის მდგომარეობას, მათ შორის, ითვლიდნენ ტვინის ასაკს.
როგორც ანალიზმა აჩვენა, პირველი ჯგუფის წევრებს, ანუ მათ, ვისაც 24 საათის განმავლობაში საერთოდ არ ეძინა, ტვინი ერთიდან ორ წლამდე ჰქონდათ დაბერებული.
ამასთან მეორე და მესამე ჯგუფის წევრების ტვინის ასაკი, ანუ მათი, ვისაც ღამით მხოლოდ სამი საათი ან ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში მხოლოდ ხუთი საათი ეძინა, მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა.
რაც საინტერესოა, ნაშრომის ავტორების დასკვნით, 24-საათიანი სიფხიზლით მიყენებული ნეგატიური შედეგის, ანუ ტვინის ერთ-ორი წლით დაბერების გამოსწორება სრულფასოვანი აღდგენითი ძილის დახმარებით არის შესაძლებელი.