ჩავა თუ არა ბაშარ ასადი მოსკოვში: კრემლის კომენტარი

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიბაშარ ასადი
ბაშარ ასადი - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2023
გამოწერა
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მოსკოვში სავარაუდო ვიზიტის თაობაზე დადგენილ ვადებში გაცნობებთ, განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
მანამდე გამოცემა „ვედომოსტიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასადი მოსკოვს მარტში ეწვევა.
პესკოვის თქმით, ამ დროისათვის მუშავდება რამდენიმე ოფიციალური ვიზიტი, და ეს მუდმივი პროცესია, რაზეც საერთაშორისო საკითხების სპეციალისტები მუშაობენ.

„თქვენ იცით, რომ საერთაშორისო ვიზიტებს დადგენილ ვადებში ვაანონსებთ. უფრო ადრე ამას არ გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ვიზიტების განხორციელებაში არსებობს უსაფრთხოების გარკვეული წესები, ამიტომ არ ვჩქარობთ. თავის დროზე ყველაფერს გაცნობებთ“, — განუმარტა პესკოვმა მედიის წარმომადგენლებს.

„ვედომოსტის“ წყაროების ცნობით, ბაშარ ასადი მოსკოვში მარტის შუა რიცხვებში აპირებს ჩასვლას ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. სავარაუდოდ, სირიის პრეზიდენტის ვიზიტის მიზანი ფინანსური და ენერგეტიკული დახმარების მიღება იქნება. ბაშარ ალ-ასადი მოსკოვს ბოლოს 2021 წლის სექტემბერში ეწვია.
ყველა ახალი ამბავი
0