https://sputnik-georgia.com/20230305/saqartvelos-przidenti-ass-s-ewveva-275457751.html
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა
Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში საჯარო ლექციას წაიკითხავს. 05.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-05T12:00+0400
2023-03-05T12:00+0400
2023-03-05T12:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273592040_0:49:869:538_1920x0_80_0_0_a70387d3981413e908c55f7d6fcfbf24.jpg
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 მარტს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრება.ზურაბიშვილი 6 მარტს სიტყვით მიმართავს გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ სესიის ფარგლებში ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ, ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ციფრულ ეპოქაში განათლების საკითხებზე იმსჯელებენ.სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, ამინა მოჰამედს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორ, სიმა სამი ბაჰუსს, ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორს, აჰიმ შტაინერს.უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ფორუმში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებთან და ნიუ-იორკის მერთან, ერიკ ადამსთანაც.ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებს ესტუმრება, სადაც ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში საჯარო ლექციას წაიკითხავს.ასევე, სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში ჰარვარდის კლუბსაც ეწვევა, სადაც კლუბის წევრებთან რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ.აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. ყველაზე აქტიური ის გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს საპარტნიორო კავშირების და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უშიშროების, ეკონომიკის და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის და კულტურის სფეროებში.წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273592040_0:0:869:653_1920x0_80_0_0_1a6e8e5d0ec529c08cf6b9f03d917b27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში საჯარო ლექციას წაიკითხავს.
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 მარტს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრება.
ზურაბიშვილი 6 მარტს სიტყვით მიმართავს გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ სესიის ფარგლებში ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ, ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ციფრულ ეპოქაში განათლების საკითხებზე იმსჯელებენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, ამინა მოჰამედს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორ, სიმა სამი ბაჰუსს, ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორს, აჰიმ შტაინერს.
უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ფორუმში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებთან და ნიუ-იორკის მერთან, ერიკ ადამსთანაც.
ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებს ესტუმრება, სადაც ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში საჯარო ლექციას წაიკითხავს.
ასევე, სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში ჰარვარდის კლუბსაც ეწვევა, სადაც კლუბის წევრებთან რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ.
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. ყველაზე აქტიური ის გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს საპარტნიორო კავშირების და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უშიშროების, ეკონომიკის და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის და კულტურის სფეროებში.