https://sputnik-georgia.com/20230305/5-marts-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-275447182.html
5 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
5 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 5 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები... 05.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-05T00:15+0400
2023-03-05T00:15+0400
2023-03-05T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24526/01/245260161_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_5c83ae09f0db3d70fdf6e919815ad987.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ1-10 მარტი1-10 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.ამ პერიოდში დაბადებულებს იუპიტერი მართავს და მათ მგრძნობიარობასა და განსაკუთრებულ მაგნეტიზმს ანიჭებს. ისინი ძალზე კარგი, პატიოსანი ადამიანები არიან, თუმცა არც ქედმაღლობა აკლიათ.მნიშვნელოვანი წლებია: 25, 36, 52, 60,72, 75.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ყაყაჩო.როგორც წესი, ამ დეკადაში დაბადებულებს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია, თუ საკუთარი ძალების რწმენა, ამტანობა და მიზანსწრაფულობა შეემატებათ. თუ ამ თვისებებს გამოიმუშავებენ, ბევრის მიღწევას შეძლებენ.5 მარტს დაბადებულები5 მარტს კეთილი, დამყოლი, რბილი ხასიათის ადამიანები იბადებიან, ისინი ადვილად იძენენ მეგობრებს, რომლებსაც ძალიან უყვართ ეს ადამიანები და მზად არიან, მათ დასახმარებლად დაუყოვნებლივ გაეშურონ. ამ დღეს დაბადებულები პოზიტიური ენერგიის მატარებელი, ნიჭიერი, იღბლიანი ადამიანები არიან. შეუძლიათ სირთულეებისა და ბარიერების გადალახვა და მწვერვალების დაპყრობა. ვის როგორ უმართლებს სიყვარულში>>ოჯახური ცხოვრება არცთუ ბედნიერი აქვთ, მაგრამ ურთიერთობების გაწყვეტას ერიდებიან. ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული ადამიანები არიან. ნიჭს იჩენენ სამეცნიერო - ბიოლოგიისა და მედიცინის მიმართულებებით.5 მარტს დაბადებულები შინაგანად წინააღმდეგობებით სავსე ადამიანები არიან. გარეგნულად რბილი, კეთილი, ჭკვიანი, ტაქტიანი პიროვნებები ჩანან, მაგრამ არავინ იცის, რად უღირთ მათ ეს. ისინი თითქოს მუდმივად ებრძვიან შინაგან დემონებს, არიან გულდახურული და გრძნობების ღიად გამოხატვა არ უყვართ. მათი სახე ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებს აუღელვებლობისა და სიმშვიდის ნიღაბს, რაც ჭეშმარიტ ემოციებს ფარავს.5 მარტს დაბადებულები შემოქმედებითი, მუშაობაში ძალზე პროდუქტიული ადამიანები არიან. თავისი საქმის პროფესიონალები დგებიან და ყველაზე კრიტიკულ ვითარებაშიც კი ახდენენ ძალების კონცენტრირებას, შეუძლიათ გამბედავი გადაწყვეტილებების მიღება, არ უშინდებიან კრიტიკასა და გაკიცხვას. პირადი ცხოვრება შეიძლება მძიმე ჰქონდეთ. გამჭრიახობის წყალობით სხვა ადამიანების ღირსებებსაც ხედავენ და მანკიერ მხარეებსაც, თუმცა მათი ნაკლოვანებები გამოსწორებას არ ფიქრობენ, თუნდაც ეს მათი ძალზე ახლობელი ადამიანი იყოს; ისინი, უბრალოდ, ამას მდუმარედ იტანენ და ითმენენ, მაგრამ უპრინციპობის გამო საკუთარ თავსაც კიცხავენ.ზოდიაქოს ნიშნები და მათი მავნე ჩვევები>>მათი მარტოობის შეგრძნების ერთ-ერთი მიზეზია ის მაღალი მოთხოვნები, რასაც გარშემომყოფებს უყენებენ, ამიტომ ხშირად უჭირთ მათთვის შესაფერისი კანდიდატურის მოძებნა, რომელიც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მათ, ვინც გააცნობიერებს ცხოვრებით უკმაყოფილების შინაგან მიზეზებს და ამაში მთელ სამყაროს არ დაადანაშაულებს, შეცვლის შესაძლებლობას მიიღებს. მათ სულიერი ცხოვრების კრიტერიუმების შეცვლით უნდა დაიწყონ. ამ დღეს დაბადებულების გარე სამყაროსთან კონფლიქტების წყარო, შესაძლოა, ძალიან ღრმად არის მათში ჩამალული და შინაგან ბრძოლასა და შემოქმედებით "ძრავს" უკავშირდება. მათთვის მნიშვნელოვანია სხვათა შეფასება, მოსაზრება. ისინი უნდა მიჰყვნენ სულიერ ძალას, იყვნენ კეთილნი ყოველდღიურობაში და არ გაურთულონ ცხოვრება არც საკუთარ თავსა და არც სხვებს.ჯანმრთელობა5 მარტს დაბადებულების ფსიქოლოგიური არასტაბილურობა განწყობის დრამატულ ცვლილებებსა და ემოციურ აფეთქებებში ვლინდება. მათ ორგანიზმს ძალიან დაეხმარება ნებისყოფის განვითარება და ემოციების გაკონტროლება. ჯანმრთელობის საკითხებზე ხშირად რჩევისთვის მიმართავენ და აქ მთავარია, პროფესიონალი ექიმისგან ხარისხიანი სამედიცინო დახმარება მიიღონ. ამ დღეს დაბადებულები სუფრასთან და საწოლში, შეიძლება ითქვას, "მარათონელები" არიან. მათ უნდა შეაკავონ ენერგია, რომ პარტნიორები მათ არ ჩამორჩნენ. ურიგო არ იქნება, თუ შეზღუდავენ ან საერთოდ უარს იტყვიან ალკოჰოლზე, ნიკოტინსა და ტკბილეულზე.რჩევა:მართეთ საკუთარი ენერგია, რომ მან არ გმართოთ. პატივი ეცით არჩეულ პრიორიტეტებს და ხშირად იყავით მიმტევებელი საკუთარი თავის მიმართ.
https://sputnik-georgia.com/20210220/Tevzebi-zogadi-daxasiaTeba-250948657.html
https://sputnik-georgia.com/20190117/astroreitingi-zodiaqos-yvelaze-keTili-niSnebi-243923451.html
https://sputnik-georgia.com/20210818/zodiaqos-zarmaci-niSnebi-252613671.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24526/01/245260161_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_3e41b21bd57e5e2df5c8bb1b7bfb9473.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
5 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 5 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
1-10 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულებს იუპიტერი მართავს და მათ მგრძნობიარობასა და განსაკუთრებულ მაგნეტიზმს ანიჭებს. ისინი ძალზე კარგი, პატიოსანი ადამიანები არიან, თუმცა არც ქედმაღლობა აკლიათ.
მნიშვნელოვანი წლებია: 25, 36, 52, 60,72, 75.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ყაყაჩო.
როგორც წესი, ამ დეკადაში დაბადებულებს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია, თუ საკუთარი ძალების რწმენა, ამტანობა და მიზანსწრაფულობა შეემატებათ. თუ ამ თვისებებს გამოიმუშავებენ, ბევრის მიღწევას შეძლებენ.
5 მარტს კეთილი, დამყოლი, რბილი ხასიათის ადამიანები იბადებიან, ისინი ადვილად იძენენ მეგობრებს, რომლებსაც ძალიან უყვართ ეს ადამიანები და მზად არიან, მათ დასახმარებლად დაუყოვნებლივ გაეშურონ. ამ დღეს დაბადებულები პოზიტიური ენერგიის მატარებელი, ნიჭიერი, იღბლიანი ადამიანები არიან. შეუძლიათ სირთულეებისა და ბარიერების გადალახვა და მწვერვალების დაპყრობა.
ოჯახური ცხოვრება არცთუ ბედნიერი აქვთ, მაგრამ ურთიერთობების გაწყვეტას ერიდებიან. ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული ადამიანები არიან. ნიჭს იჩენენ სამეცნიერო - ბიოლოგიისა და მედიცინის მიმართულებებით.
5 მარტს დაბადებულები შინაგანად წინააღმდეგობებით სავსე ადამიანები არიან. გარეგნულად რბილი, კეთილი, ჭკვიანი, ტაქტიანი პიროვნებები ჩანან, მაგრამ არავინ იცის, რად უღირთ მათ ეს. ისინი თითქოს მუდმივად ებრძვიან შინაგან დემონებს, არიან გულდახურული და გრძნობების ღიად გამოხატვა არ უყვართ. მათი სახე ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებს აუღელვებლობისა და სიმშვიდის ნიღაბს, რაც ჭეშმარიტ ემოციებს ფარავს.
5 მარტს დაბადებულები შემოქმედებითი, მუშაობაში ძალზე პროდუქტიული ადამიანები არიან. თავისი საქმის პროფესიონალები დგებიან და ყველაზე კრიტიკულ ვითარებაშიც კი ახდენენ ძალების კონცენტრირებას, შეუძლიათ გამბედავი გადაწყვეტილებების მიღება, არ უშინდებიან კრიტიკასა და გაკიცხვას.
პირადი ცხოვრება შეიძლება მძიმე ჰქონდეთ. გამჭრიახობის წყალობით სხვა ადამიანების ღირსებებსაც ხედავენ და მანკიერ მხარეებსაც, თუმცა მათი ნაკლოვანებები გამოსწორებას არ ფიქრობენ, თუნდაც ეს მათი ძალზე ახლობელი ადამიანი იყოს; ისინი, უბრალოდ, ამას მდუმარედ იტანენ და ითმენენ, მაგრამ უპრინციპობის გამო საკუთარ თავსაც კიცხავენ.
მათი მარტოობის შეგრძნების ერთ-ერთი მიზეზია ის მაღალი მოთხოვნები, რასაც გარშემომყოფებს უყენებენ, ამიტომ ხშირად უჭირთ მათთვის შესაფერისი კანდიდატურის მოძებნა, რომელიც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მათ, ვინც გააცნობიერებს ცხოვრებით უკმაყოფილების შინაგან მიზეზებს და ამაში მთელ სამყაროს არ დაადანაშაულებს, შეცვლის შესაძლებლობას მიიღებს. მათ სულიერი ცხოვრების კრიტერიუმების შეცვლით უნდა დაიწყონ.
ამ დღეს დაბადებულების გარე სამყაროსთან კონფლიქტების წყარო, შესაძლოა, ძალიან ღრმად არის მათში ჩამალული და შინაგან ბრძოლასა და შემოქმედებით "ძრავს" უკავშირდება. მათთვის მნიშვნელოვანია სხვათა შეფასება, მოსაზრება. ისინი უნდა მიჰყვნენ სულიერ ძალას, იყვნენ კეთილნი ყოველდღიურობაში და არ გაურთულონ ცხოვრება არც საკუთარ თავსა და არც სხვებს.
5 მარტს დაბადებულების ფსიქოლოგიური არასტაბილურობა განწყობის დრამატულ ცვლილებებსა და ემოციურ აფეთქებებში ვლინდება. მათ ორგანიზმს ძალიან დაეხმარება ნებისყოფის განვითარება და ემოციების გაკონტროლება. ჯანმრთელობის საკითხებზე ხშირად რჩევისთვის მიმართავენ და აქ მთავარია, პროფესიონალი ექიმისგან ხარისხიანი სამედიცინო დახმარება მიიღონ. ამ დღეს დაბადებულები სუფრასთან და საწოლში, შეიძლება ითქვას, "მარათონელები" არიან. მათ უნდა შეაკავონ ენერგია, რომ პარტნიორები მათ არ ჩამორჩნენ. ურიგო არ იქნება, თუ შეზღუდავენ ან საერთოდ უარს იტყვიან ალკოჰოლზე, ნიკოტინსა და ტკბილეულზე.
მართეთ საკუთარი ენერგია, რომ მან არ გმართოთ. პატივი ეცით არჩეულ პრიორიტეტებს და ხშირად იყავით მიმტევებელი საკუთარი თავის მიმართ.