https://sputnik-georgia.com/20230304/saqartvelosi-11-eqims-licenziebi-seuceres-275446773.html
საქართველოში 11 ექიმს ლიცენზიები შეუჩერეს
საქართველოში 11 ექიმს ლიცენზიები შეუჩერეს
Sputnik საქართველო
ხშირად ექიმები არ მიდიან დავაზე, ურჩევნიათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიარონ, ამბობს ექსპერტი 04.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-04T12:42+0400
2023-03-04T12:42+0400
2023-08-17T10:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/42/248164267_0:5:1728:977_1920x0_80_0_0_09d6ddf0691785f4640a8107761dbbd7.jpg
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს პროფესიული განვითარების საბჭომ 14 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილა, საიდანაც 11 ექიმს ლიცენზია შეუჩერდა, განაცხადა „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ.მისივე თქმით, იყო ერთი სამედიცინო შემთხვევა, რომელიც სიკვდილით დასრულდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოში ხუთ ექიმს ლიცენზია სამუდამოდ ჩამოერთვა. ერთ-ერთი მათგანია ანესთეზიოლოგი. მას ელოდება სასამართლო პროცესს, რომელიც თითქმის ერთი წელი გაგრძელდება.ლოლუამ აღნიშნა, რომ ხშირად ექიმები არ მიდიან დავაზე, ურჩევნიათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიარონ. ლოლუას მიაჩნია, რომ ეს კურსები ექიმებს არანაირ უნარ-ჩვევებს არ აძლევს და არაეფექტურია, ეს არის ტყუილად გადაყრილი ფული.საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტო არის სამედიცინო მომსახურების ხარისხის მაკონტროლებელი ორგანო. სააგენტო ა საკითხებს ქვეყნის მოქალაქეების განცხადებებისა და საჩივრების საფუძველზე სწავლობს.სააგენტო ასევე აკვირდება კლინიკებში სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების პირობებს და განხორციელებას. უწყება გასცემს სამედიცინო დაწესებულებებს ლიცენზიებს, ატარებს ექიმებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდებს და ასევე გასცემს სერთიფიკატებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/42/248164267_347:123:1605:1066_1920x0_80_0_0_ebe42e9db2e622f2686154971a3f9cfe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ექიმის რჩევები
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ექიმის რჩევები
საქართველოში 11 ექიმს ლიცენზიები შეუჩერეს
12:42 04.03.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) ხშირად ექიმები არ მიდიან დავაზე, ურჩევნიათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიარონ, ამბობს ექსპერტი
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს პროფესიული განვითარების საბჭომ 14 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილა, საიდანაც 11 ექიმს ლიცენზია შეუჩერდა, განაცხადა „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ.
„ერთი წლის მანძილზე გერმანიაში 14 საჩივარი დაფიქსირდა, მაშინ როცა მხოლოდ წინა თვეში საქართველოში, პროფესიული განვითარების საბჭოზე 14 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. ამ 14 ექიმიდან, 11 შეუჩერეს სერთიფიკატები“, - განაცხადა ლოლუამ მედია-ცენტრ „მთავარში“.
მისივე თქმით, იყო ერთი სამედიცინო შემთხვევა, რომელიც სიკვდილით დასრულდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოში ხუთ ექიმს ლიცენზია სამუდამოდ ჩამოერთვა. ერთ-ერთი მათგანია ანესთეზიოლოგი. მას ელოდება სასამართლო პროცესს, რომელიც თითქმის ერთი წელი გაგრძელდება.
ლოლუამ აღნიშნა, რომ ხშირად ექიმები არ მიდიან დავაზე, ურჩევნიათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიარონ. ლოლუას მიაჩნია, რომ ეს კურსები ექიმებს არანაირ უნარ-ჩვევებს არ აძლევს და არაეფექტურია, ეს არის ტყუილად გადაყრილი ფული.
„ფურცელზე დაწერილია, რომ ვითომდა ექიმმა გაიარა გარკვეული კურსი. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არ ხდება კონტროლი, თუ რა ისწავლეს ამ კურსებზე“, - განაცხადა სალომე ლოლუამ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტო არის სამედიცინო მომსახურების ხარისხის მაკონტროლებელი ორგანო. სააგენტო ა საკითხებს ქვეყნის მოქალაქეების განცხადებებისა და საჩივრების საფუძველზე სწავლობს.
სააგენტო ასევე აკვირდება კლინიკებში სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების პირობებს და განხორციელებას. უწყება გასცემს სამედიცინო დაწესებულებებს ლიცენზიებს, ატარებს ექიმებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდებს და ასევე გასცემს სერთიფიკატებს.