მიმოხილვა: რუსული ჯავშანმატარებელი სსო-ს მთავარ ლიანდაგზე

© photo: Sputnik / Evgeni Biyatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2023
გამოწერა
რუსეთის სარკინიგზო ჯარების ისტორია 1851 წლის აგვისტოში დაიწყო, მაგრამ ჯავშანმატარებელი არ არის სტუმარი წარსულიდან. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დაჯავშნულმა „მონსტრებმა“ სსო-ს დროს დაამტკიცეს მაღალი ეფექტურობა და საიმედოობა საბრძოლო მისიების ფართო სპექტრში — დაზვერვაში, შეტევაში, თავდაცვაში, საინჟინრო ფეროში. რუსეთის ჯარებს აქვთ ჯავშანმატარებლები: "ამური", "ბაიკალი", "ვოლგა", "დონი" და "თერგი".
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში „ვოლგის“ მოქმედებებზე ისაბრეს სსო-ში. ვიდეოსიუჟეტში აჩვენეს რკინიგზის აღდგენის თავისებურებები ლიანდაგისა და მიმდებარე ტერიტორიების ტექნიკური დაზვერვისა და განაღმვის შემდეგ. რკინიგზის ლიანდაგების დაცვა სპეციალური მატარებლის მთავარი დანიშნულებაა. ასევე ცნობილია, რომ 2022 წლის მარტში ჯავშანმატარებელმა უზრუნველყო 300-მდე მშვიდობიანი უცხოელის წარმატებული ევაკუაცია საბრძოლო ზონიდან ყირიმში.
შეიარაღების კომპლექსი, უახლესი ტექნოლოგია, თავშესაფრები დაჯავშნულ პლატფორმებზე სროლისთვის — ეს ყველაფერი ეკიპაჟს საშუალებას აძლევს ეფექტურად იმუშაოს ურთულეს პირობებში, საიმედოდ გააკონტროლოს საჰაერო და სახმელეთო სიტუაცია დიდ ტერიტორიაზე, გაანადგუროს მტერი შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციებისას, და ცეცხლით დაუჭიროს მხარი ახლო მოქმედ რუსეთის ჯარებს.
სსო-ს დროს ციმბირში აგებული „ენისეი“ ეფექტურად წყვეტდა საბრძოლო და ჰუმანიტარულ ამოცანებს, აწვდიდა საკვებს და სამშენებლო მასალებს გათავისუფლებულ დასახლებებს.
ჯავშანმატარებელი არ არის დამოკიდებული სეზონზე, მდგრადია იარაღის ფართო სპექტრის დაბომბვის მიმართ — ვაგონები პერსონალით დაცულია 20 მმ-იანი ფოლადით, აქვს ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან დაცვის საშუალებები და გამოირჩევა მობილობით. რკინიგზის განვითარებული ქსელის საშუალებით, მას შეუძლია განახორციელოს პატრულირება, ბრძოლა მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების წინააღმდეგ და სწრაფად მიაღწიოს საბრძოლო პოზიციას სსო-ს ნებისმიერ რაიონში.
დიზელის ლოკომოტივი განლაგებულია სპეციალური მატარებლის ცენტრში, თავში და კუდში კი არის ჯავშნიანი კაფსულები საცეცხლე წერტილებით. კბილებამდე შეიარაღებული ეს „ურჩხული“ დღედაღამ მზადაა სახმელეთო და საჰაერო სამიზნეების მძიმე ტყვიამფრქვევებით, 23 მმ-იანი საზენიტო ქვემეხებით გასანადგურებლად. აღჭურვილია უპილოტო საფრენი აპარატებით. გარდა ამისა, ჯავშამატარებელს შეუძლია ქვეითი საბრძოლო მანქანების გადაყვანაც.

„მოჩვენებების“ ახალი შემოსევა

1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში კავკასიაში სამხედრო კონფლიქტების დროს რამდენიმე რუსული ჯავშანმატარებელი აქტიურად მუშაობდა. კონტრტერორისტული ოპერაციის დასრულების შემდეგ სპეციალური მატარებლები რეგულარულად მონაწილეობდნენ სამხედრო წვრთნებში. ამ სარკინიგზო „მონსტრებს“ გააჩნიათ მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის პოტენციალი და წარმოადგენენ საიმედო პლატფორმას დარტყმის ძალის გასაზრდელად. სპეციალური შემადგენლობა შეიძლება აღჭურვილი იყოს საზენიტო-სარაკეტო სისტემებითა და ტანკებით — დახურული საცეცხლე პოზიციებიდან სროლისთვის.
უახლოეს წლებში რუსეთის რკინიგზის „მონსტრების“ ძალა სტრატეგიულად გაიზრდება. სტრატეგიული სარაკეტო ძალების მეთაურ სერგეი კარაკაევის თქმით, 2014 წელს რუსმა კონსტრუქტორებმა სამხედრო სარკინიგზო სარაკეტო სისტემა „ბარგუზინის“ შემუშავება დაიწყეს, რომელსაც შეუძლია ატაროს ექვსი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „იარსი“ და იარსი-M“. ასეთი მატარებელი სტრატეგიული სარაკეტო ძალების პოლკს უტოლდება. "ბარგუზინის" დივიზიონულ კომპლექტს სავარაუდოდ ხუთი პოლკი ექნება. აღვნიშნავთ, რომ START-3 ხელშეკრულება არ კრძალავს ასეთი იარაღის შექმნას.
კომპლექსი „ბარგუზინი“ „მოლოდეცის“ ტექნოლოგიური ტრადიციების განვითარება და გაგრძელება, რომელიც 1987-2005 წლებში მუშაობდა. გარეგნულად, „მოლოდეცი" არაფრით განსხვავდებოდა ჩვეულებრივი მატარებლისგან, მაგრამ მის შვიდ ვაგონში განთავსებული იყო სამეთაურო პუნქტი, საკომუნიკაციო ცენტრი, დიზელის ელექტროსადგური, ჰოსტელი და სასადილო სამხედრო პერსონალისთვის, ხოლო ცხრა ვაგონში — გაშვების მოდულები (სარდლობის პუნქტი, სარაკეტო დანადგარი, ტექნოლოგიური აღჭურვილობა). ერთ "მოლოდეცს" მტრის 10000 კმ-მდე მანძილზე განადგურება შეეძლოა ათი 430 კილოტონიანი საბრძოლო ბლოკით. რა თქმა უნდა, მტერს არ შეუძლია გაარკვიოს ასეთი მატარებლის ადგილმდებარეობა რუსეთის უკიდეგანო სივრცეზე.
რუსეთის რკინიგზის „სარაკეტო აჩრდილების" ახალი მოსვლა და "ახალი ტიპის სამხედრო ოპერაციები ბირთვული იარაღის გამოყენებით შეერთებული შტატების შესაძლო აგრესიისგან დასაცავად", რომელიც სტრატეგიული სარაკეტო ძალების სარდლობამ წარმოადგინა, კოლექტიურ დასავლეთს არც კომფორტულ „ჰეგემონიას“ ჰპირდება და არც ჩვეულ დაუსჯელობას.
ჯერჯერობით კი მულტიპოლარულ სამყაროსა და თანასწორი, განუყოფელი უსაფრთხოების სისტემას რუსული ჯავშანმატარებელი „ვოლგა“ და სსო-ს სხვა „მონსტრები“ აყალიბებენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0