ქართველი მსახიობი ლუკა ჩიქოვანი დევიდ ბოუის როლს შეასრულებს

© courtesy of Luka Chikovaniლუკა ჩიქოვანი
ლუკა ჩიქოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2023
გამოწერა
მსახიობმა უკვე გააზიარა პირველი კადრები, სადაც ბოუის როლში წარდგა
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. იტალიაში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი მსახიობი ლუკა ჩიქოვანი მოკლემეტრაჟიან ფილმში სახელწოდებით Ground Control ლეგენდარული ბრიტანელი როკ მომღერლის, დევიდ ბოუის როლს შეასრულებს.
ახალგაზრდა მსახიობმა სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გააზიარა, სადაც აღნიშნა, რომ ფილმი ბოუის „მასკულინური და ფემინური მხარეების გაერთიანებაზე მოგვითხრობს”
„ჩემთვის პატივია, რომ ამ მაგიური როკვარსკვლავის და გენიოსის ინტერპრეტაციის საშუალება მომეცა, რადგან ძალიან მიჯაჭვული ვარ დევიდ ბოუის ფიგურასთან, ის ყოველთვის შთამაგონებდა თავისი ახალი საკომუნიკაციო ენით და თავისი მენტალური გახსნილობით“, - წერს ჩიქოვანი.
ფილმის გამოსვლის თარიღის შესახებ დეტალები ჯერ არ ვრცელდება, თუმცა მსახიობმა უკვე გააზიარა პირველი კადრები, სადაც ბოუის როლში გამოჩნდა.
ლუკა ჩიქოვანი თბილისში დაიბადა, ექვსი წლის ასაკში დედასთან ერთად იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დღემდე ცხოვრობს და მუშაობს. ჩიქოვანი საკმაოდ მრავალმხრივი პიროვნებაა, პერიოდულად ჩნდება მოდელის, მსახიობისა და მომღერლის ამპლუაში.
ყველა ახალი ამბავი
0