https://sputnik-georgia.com/20230304/qartuli-fexburtis-varskvlavebi-glazgosi-legendebis-matcsi-itamaseben-275451208.html
ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები გლაზგოში ლეგენდების მატჩში ითამაშებენ
ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები გლაზგოში ლეგენდების მატჩში ითამაშებენ
Sputnik საქართველო
მეორე ტაიმში „რეინჯერსის“ ლეგენდების კაპიტანი შოთა არველაძე იქნება 04.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-04T18:48+0400
2023-03-04T18:48+0400
2023-03-04T18:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს სიამაყე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23992/22/239922224_0:74:2000:1199_1920x0_80_0_0_3e134b6426ea81e966cd8787857843a8.jpg
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. 2000-იანი წლების ქართული ფეხბურთის ლეგენდები შოთა არველაძე და გეორგი ქინქლაძე გლაზგოში საქველმოქმედო მატჩზე მიიწვიეს, სადაც 26 მარტს „რეინჯერსის“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები შეხვდებიან.„აიბროქსის“ სტადიონზე ლეგენდების გუნდში ლუიშ ფიგუ, რობინ ვან პერსი, იაპ სტამი, ჯო კოული, პოლ სქოულზი, გიორგი ქინქლაძე და ახლო წარსულის სხვა ვარსკვლავები ითამაშებენ. რაც შეეხება „რეინჯერსს“, მოედანზე ჯერმეინ დეფო, კრის ბოიდი, მაიკლ მოულსი, საშა პაპაკი, იორგ ალბერტცი, რონალდ დე ბური და შოთა არველაძე გამოვლენ.როგორც გამოცემა Rangersnews-ი იუწყება, მეორე ტაიმში „რეინჯერსის“ ლეგენდების კაპიტანი შოთა არველაძე იქნება.შოთა არველაძე ლეგენდების მატჩზე გლაზგოში მეორედ მიიწვიეს - პირველად ეს მოხდა 2022 წელს, „რეინჯერსის“ 150 წლის იუბილეზე, მაშინ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებმა ლუიშ ფიგუს მეთაურობით „რეინჯერსის“ ლეგენდები ანგარიშით 3:2 დაამარცხეს. იმ მატჩში შოთა არველაძემ ულამაზესი გოლი გაიტანა.„რეინჯერსის“ შემადგენლობაში ქართველმა თავდამსხმელმა ორჯერ მოიგო შოტლანდიის ჩემპიონატი და გახდა შოტლანდიის თასის მფლობელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23992/22/239922224_335:80:1720:1119_1920x0_80_0_0_1e733328c77f7ddddb3c92e14fd41063.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს სიამაყე
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს სიამაყე
ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები გლაზგოში ლეგენდების მატჩში ითამაშებენ
მეორე ტაიმში „რეინჯერსის“ ლეგენდების კაპიტანი შოთა არველაძე იქნება
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. 2000-იანი წლების ქართული ფეხბურთის ლეგენდები შოთა არველაძე და გეორგი ქინქლაძე გლაზგოში საქველმოქმედო მატჩზე მიიწვიეს, სადაც 26 მარტს „რეინჯერსის“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები შეხვდებიან.
„აიბროქსის“ სტადიონზე ლეგენდების გუნდში ლუიშ ფიგუ, რობინ ვან პერსი, იაპ სტამი, ჯო კოული, პოლ სქოულზი, გიორგი ქინქლაძე და ახლო წარსულის სხვა ვარსკვლავები ითამაშებენ. რაც შეეხება „რეინჯერსს“, მოედანზე ჯერმეინ დეფო, კრის ბოიდი, მაიკლ მოულსი, საშა პაპაკი, იორგ ალბერტცი, რონალდ დე ბური და შოთა არველაძე გამოვლენ.
როგორც გამოცემა Rangersnews-ი იუწყება, მეორე ტაიმში „რეინჯერსის“ ლეგენდების კაპიტანი შოთა არველაძე იქნება.
შოთა არველაძე ლეგენდების მატჩზე გლაზგოში მეორედ მიიწვიეს - პირველად ეს მოხდა 2022 წელს, „რეინჯერსის“ 150 წლის იუბილეზე, მაშინ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებმა ლუიშ ფიგუს მეთაურობით „რეინჯერსის“ ლეგენდები ანგარიშით 3:2 დაამარცხეს. იმ მატჩში შოთა არველაძემ ულამაზესი გოლი გაიტანა.
„რეინჯერსის“ შემადგენლობაში ქართველმა თავდამსხმელმა ორჯერ მოიგო შოტლანდიის ჩემპიონატი და გახდა შოტლანდიის თასის მფლობელი.