https://sputnik-georgia.com/20230304/nucubizis-platoze-sasuliero-piri-dawres-275451065.html
ნუცუბიძის პლატოზე სასულიერო პირი დაჭრეს
ნუცუბიძის პლატოზე სასულიერო პირი დაჭრეს
Sputnik საქართველო
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები აქვს 04.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-04T18:37+0400
2023-03-04T18:37+0400
2023-03-09T14:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269810093_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_9537756217966b74b05bc41f359b199d.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოს მეოთხე მიკრორაიონში სასულიერო პირი დაჭრეს, მისი მდგომარეობა მძიმეს, იუწყება „ტვ პირველი“.დაჭრილი 64 წლის ცოტნე თვარაძეა. შემთხვევა 13 ასურელი მამის ტაძრის ეზოში, დილის საათებში მოხდა. ტაძრის წინამძღვარი ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ზურგიდან 42 წლის მამაკაცი თავს დაესხა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.ბოროტმოქმედი უკვე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი ტაძართან მდებარე საწყობის დარაჯად მუშაობდა და ეკლესიაშიც ხშირად დადიოდა.თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელს სასულიერო პირთან დაპირისპირება არ ჰქონია, მას ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა.დაჭრილი კავკასიის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269810093_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_0994bf7986ade3b9682d6197987673dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
ნუცუბიძის პლატოზე სასულიერო პირი დაჭრეს
18:37 04.03.2023 (განახლებულია: 14:54 09.03.2023) თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები აქვს
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოს მეოთხე მიკრორაიონში სასულიერო პირი დაჭრეს, მისი მდგომარეობა მძიმეს, იუწყება „ტვ პირველი“.
დაჭრილი 64 წლის ცოტნე თვარაძეა. შემთხვევა 13 ასურელი მამის ტაძრის ეზოში, დილის საათებში მოხდა. ტაძრის წინამძღვარი ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ზურგიდან 42 წლის მამაკაცი თავს დაესხა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
ბოროტმოქმედი უკვე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი ტაძართან მდებარე საწყობის დარაჯად მუშაობდა და ეკლესიაშიც ხშირად დადიოდა.
თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელს სასულიერო პირთან დაპირისპირება არ ჰქონია, მას ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა.
დაჭრილი კავკასიის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.