https://sputnik-georgia.com/20230304/4-marts-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-275425588.html
4 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
4 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 4 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები... 04.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-04T00:15+0400
2023-03-04T00:15+0400
2023-03-04T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/08/265057579_0:309:3092:2048_1920x0_80_0_0_311750af5e4f87adf64610eec970de20.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.1-10 მარტი1-10 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.ამ პერიოდში დაბადებულებს იუპიტერი მართავს და მათ მგრძნობიარობასა და განსაკუთრებულ მაგნეტიზმს ანიჭებს. ისინი ძალზე კარგი, პატიოსანი ადამიანები არიან, თუმცა არც ქედმაღლობა აკლიათ.მნიშვნელოვანი წლებია: 25, 36, 52, 60,72, 75.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ყაყაჩო.როგორც წესი, ამ დეკადაში დაბადებულებს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია, თუ საკუთარი ძალების რწმენა, ამტანობა და მიზანსწრაფულობა შეემატებათ. თუ ამ თვისებებს გამოიმუშავებენ, ბევრის მიღწევას შეძლებენ.4 მარტს დაბადებულები4 მარტს მტკიცე ხასიათის, ნებისყოფიანი, თავდაჯერებული ადამიანები იბადებიან. ეს ადამიანები წარმატებული არიან, ტიპური გამარჯვებულები, თამამი; წარმატებებს იოლად აღწევენ, თუმცა ეს მათ ხანდახან დათვურ სამსახურს უწევს - რწმუნდებიან, რომ ყველაფერს იოლად მიაღწევენ ცხოვრებაში, ეს კი შემდგომ შეცდომებს იწვევს. ამიტომ მათ ყურადღება არ უნდა მოადუნონ, მეტი სიბრძნე და პასუხისმგებლობა მართებთ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.მთავარი რომანტიკოსი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებში - რეიტინგი>>4 მარტს დაბადებულები იზოლირებულ ცხოვრებას ირჩევენ, ურჩევნიათ გარშემო სამყაროსგან მოწყვეტილი იყვნენ, განმარტოებით იმუშაონ. უმეტესად ასეთ ცხოვრებას ქვეცნობიერად ირჩევენ, რადგან მათი უმეტესობა ნაყოფიერი მუშაობისთვის სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. შეუძლიათ უარი თქვან მეგობრების კამპანიაზე, გასეირნებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ დარწმუნებული არიან, სახლში თავს ბევრად მყუდროდ და კომფორტულად იგრძნობენ. არიან შემოქმედებითი ადამიანები და შედარებითი იზოლაცია შრომაში მეტი ეფექტურობისთვის სჭირდებათ. მათი გულმოდგინება ნებისმიერი ამოცანის გადაჭრაში ეხმარება.მათ მეგობრების ვიწრო წრე ჰყავთ. ინტიმურობა ამ დღეს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ისინი ბედნიერებას მყუდრო, უსაფრთხო ადგილებში, სასიამოვნო ადამიანებისა და ესთეტიკური ტკბობის მომნიჭებელი ნივთების გარემოცვაში პოულობენ. ბევრ ხალხში ისინი შფოთავენ, თუმცა, მეგობრული ხასიათიდან გამომდინარე, მასობრივ ღონისძიებებშიც შეუძლიათ მონაწილეობა. მუდამ რამის შეცვლა უნდათ როგორც სახლში, ისე სამსახურში - ამ თვისებაში მათი სრულყოფილებისკენ სწრაფვა ჩანს.4 მარტს დაბადებულებს შინაგანი ალღო აქვთ, რომლითაც ელეგანტურობასა და უბრალოებას შეიცნობენ. მათთვის ეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე საჩვენებლად წარმოდგენილი ფუფუნება. ეს, შესაძლოა, იმით არის გამოწვეული, რომ მატერიალური მდგომარეობა მათ მოკრძალებულად ცხოვრებას აიძულებს; მათთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს პომპეზურობა და ადამიანების მხრიდან თავიანთი მნიშვნელოვნების წარმოჩინება. ამ დღეს დაბადებულებს ის უფრო ახარებთ, როდესაც მათი ქმნილებით ვინმე აღფრთოვანდება, ვიდრე თაყვანისმცემლების წრეში მოწყობილი საზეიმო მიღება - ამ დროს ისინი ძალზე მორცხვი არიან. მათ უნდა განივითარონ მეტი თავდაჯერებულობა, უნდა იყვნენ მეტად ენერგიული, რომ იბრძოლონ და სასურველს მიაღწიონ.ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება>>ჯანმრთელობა4 მარტს დაბადებულებისთვის სასარგებლო იქნება სხვადასხვა სახის გართობა, გატაცება, სპორტის მხრივ წაადგებათ სირბილი, სიარული, ცეკვა. ისინი არასდროს იტყვიან უარს ტელევიზორის წინ ჭამაზე, თუმცა, უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებს იმა ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად ვახშამი, ვისთან საუბარი კმაყოფილებას ანიჭებს.რჩევა:გამოიმუშავეთ კომუნიკაციის უნარები, იმუშავეთ საკუთარ თავზე, მეტი ძალისხმევა გამოიჩინეთ. გახსოვდეთ, განმარტოება გადარჩენის სინონიმი არ არის.
https://sputnik-georgia.com/20210220/Tevzebi-zogadi-daxasiaTeba-250948657.html
https://sputnik-georgia.com/20180627/medlis-ori-mxare-zodiaqos-niSnebis-daxasiaTeba-241013735.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/08/265057579_361:0:3092:2048_1920x0_80_0_0_b99d3af8ea762bd97d471e9fd877008d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
4 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 4 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
1-10 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულებს იუპიტერი მართავს და მათ მგრძნობიარობასა და განსაკუთრებულ მაგნეტიზმს ანიჭებს. ისინი ძალზე კარგი, პატიოსანი ადამიანები არიან, თუმცა არც ქედმაღლობა აკლიათ.
მნიშვნელოვანი წლებია: 25, 36, 52, 60,72, 75.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ყაყაჩო.
როგორც წესი, ამ დეკადაში დაბადებულებს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია, თუ საკუთარი ძალების რწმენა, ამტანობა და მიზანსწრაფულობა შეემატებათ. თუ ამ თვისებებს გამოიმუშავებენ, ბევრის მიღწევას შეძლებენ.
4 მარტს მტკიცე ხასიათის, ნებისყოფიანი, თავდაჯერებული ადამიანები იბადებიან. ეს ადამიანები წარმატებული არიან, ტიპური გამარჯვებულები, თამამი; წარმატებებს იოლად აღწევენ, თუმცა ეს მათ ხანდახან დათვურ სამსახურს უწევს - რწმუნდებიან, რომ ყველაფერს იოლად მიაღწევენ ცხოვრებაში, ეს კი შემდგომ შეცდომებს იწვევს. ამიტომ მათ ყურადღება არ უნდა მოადუნონ, მეტი სიბრძნე და პასუხისმგებლობა მართებთ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
4 მარტს დაბადებულები იზოლირებულ ცხოვრებას ირჩევენ, ურჩევნიათ გარშემო სამყაროსგან მოწყვეტილი იყვნენ, განმარტოებით იმუშაონ. უმეტესად ასეთ ცხოვრებას ქვეცნობიერად ირჩევენ, რადგან მათი უმეტესობა ნაყოფიერი მუშაობისთვის სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. შეუძლიათ უარი თქვან მეგობრების კამპანიაზე, გასეირნებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ დარწმუნებული არიან, სახლში თავს ბევრად მყუდროდ და კომფორტულად იგრძნობენ. არიან შემოქმედებითი ადამიანები და შედარებითი იზოლაცია შრომაში მეტი ეფექტურობისთვის სჭირდებათ. მათი გულმოდგინება ნებისმიერი ამოცანის გადაჭრაში ეხმარება.
მათ მეგობრების ვიწრო წრე ჰყავთ. ინტიმურობა ამ დღეს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ისინი ბედნიერებას მყუდრო, უსაფრთხო ადგილებში, სასიამოვნო ადამიანებისა და ესთეტიკური ტკბობის მომნიჭებელი ნივთების გარემოცვაში პოულობენ. ბევრ ხალხში ისინი შფოთავენ, თუმცა, მეგობრული ხასიათიდან გამომდინარე, მასობრივ ღონისძიებებშიც შეუძლიათ მონაწილეობა. მუდამ რამის შეცვლა უნდათ როგორც სახლში, ისე სამსახურში - ამ თვისებაში მათი სრულყოფილებისკენ სწრაფვა ჩანს.
4 მარტს დაბადებულებს შინაგანი ალღო აქვთ, რომლითაც ელეგანტურობასა და უბრალოებას შეიცნობენ. მათთვის ეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე საჩვენებლად წარმოდგენილი ფუფუნება. ეს, შესაძლოა, იმით არის გამოწვეული, რომ მატერიალური მდგომარეობა მათ მოკრძალებულად ცხოვრებას აიძულებს; მათთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს პომპეზურობა და ადამიანების მხრიდან თავიანთი მნიშვნელოვნების წარმოჩინება.
ამ დღეს დაბადებულებს ის უფრო ახარებთ, როდესაც მათი ქმნილებით ვინმე აღფრთოვანდება, ვიდრე თაყვანისმცემლების წრეში მოწყობილი საზეიმო მიღება - ამ დროს ისინი ძალზე მორცხვი არიან. მათ უნდა განივითარონ მეტი თავდაჯერებულობა, უნდა იყვნენ მეტად ენერგიული, რომ იბრძოლონ და სასურველს მიაღწიონ.
4 მარტს დაბადებულებისთვის სასარგებლო იქნება სხვადასხვა სახის გართობა, გატაცება, სპორტის მხრივ წაადგებათ სირბილი, სიარული, ცეკვა. ისინი არასდროს იტყვიან უარს ტელევიზორის წინ ჭამაზე, თუმცა, უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებს იმა ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად ვახშამი, ვისთან საუბარი კმაყოფილებას ანიჭებს.
გამოიმუშავეთ კომუნიკაციის უნარები, იმუშავეთ საკუთარ თავზე, მეტი ძალისხმევა გამოიჩინეთ. გახსოვდეთ, განმარტოება გადარჩენის სინონიმი არ არის.