თბილისსა და ბათუმს შორის მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი-ბათუმის მატარებელი
თბილისი-ბათუმის მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2023
გამოწერა
მატარებლების მოძრაობის განრიგი კომპანიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო „საქართველოს რკინიგზამ" 30 აპრილის ჩათვლით თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა.
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 10:25 საათზე გავა და დანიშნულების ადგილზე 15:38 საათზე ჩავა. ბათუმიდან კი დედაქალაქის მიმართულებით 17:15 საათზე გამოვა და თბილისში 22:20 საათზე იქნება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით https://ticket.railway.ge/, სწრაფი გადახდის აპარატებით, „საქართველოს რკინიგზის“ სალაროებში და „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0