https://sputnik-georgia.com/20230303/studentebi-mxolod-nebayoflobit-samxedro-samsaxurs-gaivlian-275441810.html
ჯუანშერ ბურჭულაძე: სტუდენტებს მხოლოდ ნებაყოფლობითი სავალდებულო სამხედრო სამსახური შეეხება
ჯუანშერ ბურჭულაძე: სტუდენტებს მხოლოდ ნებაყოფლობითი სავალდებულო სამხედრო სამსახური შეეხება
Sputnik საქართველო
მინისტრის თქმით, ახალი პროგრამა სტუდენტებს არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის. 03.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-03T22:20+0400
2023-03-03T22:20+0400
2023-03-03T22:49+0400
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23244/97/232449718_69:0:1132:598_1920x0_80_0_0_58847012bf6941743a709526d319d0b0.jpg
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ინფორმაცია, თითქოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა სტუდენტებსაც მოუწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება, სტუდენტებს მხოლოდ ნებაყოფლობითი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა შეეხებათ, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.მინისტრის განცხადებით, კონკრეტული ჯგუფები სტუდენტების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რათა რეფორმის შინაარსი სხვანაირად დაანახონ მათ.მისი თქმით, სტუდენტების შემთხვევაში ის პროგრამა, რომელიც მათ შეიძლება 4 წლის განმავლობაში გაიარონ, ზაფხულობით ერთთვიანი მომზადება იქნება. ამასთან 25 წლის სტუდენტებს, რომლებსაც 27 წლის ასაკიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა აღარ უწევთ, მიეცემათ შესაძლებლობა, რომ თავად აირჩიონ, წავლენ თუ არა ჯარში.როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პირი საჯარო დაწესებულებაში მუშაობს, კანონმდებლობაში შევა ცვლილება, რომლის ძალითაც მას დაკავებული პოზიციაც შეუნარჩუნდება და ანაზღაურებაც. ამასთან მათ ექნებათ შესაძლებლობა, სავალდებულო სამსახური შვებულების დროს გაიარონ — წელიწადში ერთი თვე.თავდაცვის მინისტრმა ის ბენეფიტებიც (ფულადი და არაფულადი ანაზღაურება - რედ.) განმარტა, რომელთაც ახალი პროგრამები ითვალისწინებს. მისი თქმით, სამინისტროს აქვს ბენეფიტებზე აწყობილი პროგრამებიც. მათ შორის ისეთიც, რომელიც 11-თვიან სავალდებულო სამსახურს შეეხება და სადაც მაღალი ანაზღაურებაა გათვალისწინებული — სავარაუდოდ, 1.200 ლარი. გარდა ამისა, წვევამდელს მიენიჭება ოფიცრის სტატუსი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23244/97/232449718_202:0:999:598_1920x0_80_0_0_f7381dc84ef0f56fab29d2d28be6b2a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველო, ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველო, ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე: სტუდენტებს მხოლოდ ნებაყოფლობითი სავალდებულო სამხედრო სამსახური შეეხება
22:20 03.03.2023 (განახლებულია: 22:49 03.03.2023) მინისტრის თქმით, ახალი პროგრამა სტუდენტებს არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ინფორმაცია, თითქოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა სტუდენტებსაც მოუწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება, სტუდენტებს მხოლოდ ნებაყოფლობითი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა შეეხებათ, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მინისტრის განცხადებით, კონკრეტული ჯგუფები სტუდენტების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რათა რეფორმის შინაარსი სხვანაირად დაანახონ მათ.
„მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ სტუდენტებს შეეხება მხოლოდ ნებაყოფლობითი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა. იქნება რამდენიმე მაქსიმალურად კომფორტული საშუალება. ვფიქრობ, ჩვენ ასევე გვექნება საშუალება, რომ უმაღლეს განათლებულსაც მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ზუსტად იმ პროგრამით, რომელსაც ვთავაზობთ სტუდენტებს, წელიწადში ერთი თვის განმავლობაში გაიარონ სავალდებულო სამსახური“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მისი თქმით, სტუდენტების შემთხვევაში ის პროგრამა, რომელიც მათ შეიძლება 4 წლის განმავლობაში გაიარონ, ზაფხულობით ერთთვიანი მომზადება იქნება. ამასთან 25 წლის სტუდენტებს, რომლებსაც 27 წლის ასაკიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა აღარ უწევთ, მიეცემათ შესაძლებლობა, რომ თავად აირჩიონ, წავლენ თუ არა ჯარში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პირი საჯარო დაწესებულებაში მუშაობს, კანონმდებლობაში შევა ცვლილება, რომლის ძალითაც მას დაკავებული პოზიციაც შეუნარჩუნდება და ანაზღაურებაც. ამასთან მათ ექნებათ შესაძლებლობა, სავალდებულო სამსახური შვებულების დროს გაიარონ — წელიწადში ერთი თვე.
თავდაცვის მინისტრმა ის ბენეფიტებიც (ფულადი და არაფულადი ანაზღაურება - რედ.) განმარტა, რომელთაც ახალი პროგრამები ითვალისწინებს. მისი თქმით, სამინისტროს აქვს ბენეფიტებზე აწყობილი პროგრამებიც. მათ შორის ისეთიც, რომელიც 11-თვიან სავალდებულო სამსახურს შეეხება და სადაც მაღალი ანაზღაურებაა გათვალისწინებული — სავარაუდოდ, 1.200 ლარი. გარდა ამისა, წვევამდელს მიენიჭება ოფიცრის სტატუსი.