მოსაზრება: „დროა შეწყდეს“ - აშშ-ში უკრაინის დახმარების შეჩერებას მოითხოვენ

  - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2023
გამოწერა
ამერიკელი იზოლაციონისტები, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, მოითხოვენ, რომ თეთრმა სახლმა კიევის დახმარება შეწყვიტოს, ნეოკონსერვატორები კი ამისთვის მათ პარტიიდან გარიცხვას სთავაზობენ. რა ხდება აშშ-ში — მიხაილ კატკოვი საუვრობს „რია ნოვოსტის“ მასალაში.

ამერიკული განქორწინება

ქვეყანა ეროვნული განქორწინებისკენ მიდის, დარწმუნებულია რესპუბლიკელი დეპუტატი მარჯორი ტეილორ გრინი. მას ეშინია სამოქალაქო ომის და ყველაფერში ამჟამინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს — „ნამდვილ ამერიკელებს სრულიად მოწყვეტილებს“.
მას და მის ზოგიერთ პარტიულ თანამებრძოლს არ მოეწონათ ბაიდენის ევროპული მოგზაურობა, მისი ვიზიტი კიევში და შეხვედრა „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებთან. რესპუბლიკელები აღშფოთებულნი არიან, რომ უკრაინის პრობლემები პრეზიდენტს უფრო მეტად აწუხებს, ვიდრე საკუთარი.
კერძოდ, დეპუტატმა კევინ ჰერნმა აღნიშნა, რომ ბაიდენი ეწვია კიევს, მაგრამ არ ეწვია ოკლაჰომას, სადაც სარკინიგზო კატასტროფის შედეგად ტოქსიკური ნივთიერებები მოხვდა მიწასა და ატმოსფეროში. მარჯორი ტეილორ გრინმა ისიც კი თქვა, რომ ამერიკელებს სძულთ პრეზიდენტი, რადგან მათ უკრაინის მთავრობა ამჯობინა.
ტრენტ კონავეი, ქალაქ აღმოსავლეთ პალესტინის მერმა, სადაც მატარებელი ასევე რელსებიდან გადავიდა, ბაიდენის ევროპაში მოგზაურობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის "დიდი ალიყური" უწოდა.
ზოგიერთმა დასავლურმა მედიამ ეს რიტორიკა იმის ნიშნად მიიღო, რომ რესპუბლიკური პარტია, რომელიც წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს, აპირებს ხელი შეუშალოს ვაშინგტონს უკრაინის იარაღით გაბერვაში.
ამასობაში, ბაიდენის კვალდაკვალ, კიევში ხუთი რესპუბლიკელი ჩავიდა მაიკლ მაკკოლის ხელმძღვანელობით. ზელენსკიმ მათ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო იარაღის სია გადასცა. მასში კერძოდ არის განანადგურებელი F-16 და სარაკეტო კომპლექსი ATACMS — 300 მოქმედების კილომეტრიანი რადიუსით.

სიყვარულმა გაიარა

ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც უკვე გამოაცხადა, რომ თეთრი სახლის ხელახლა ხელმძღვანელობის სურვილი აქვს, მიიჩნევს, რომ ბაიდენი რუსეთთან შეტაკების პროვოცირებას ახდენს. მეორეს მხრივ, აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში და რესპუბლიკელების მეორე ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატი ნიკი ჰეილი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი კი არ იცავს უკრაინას, არამედ „თავისუფლებისთვის ომს“ აწარმოებს, რომლის წაგებაც არ შეიძლება.
ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატი, თვლის, რომ საკუთარი ქვეყნით დაკავებაა საჭირო და არა უკრაინით, ხოლო შეერთებული შტატების რეალური საფრთხე — ეს ჩინეთია და არა რუსეთი.
თავის მხრივ, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ამტკიცებს, რომ რესპუბლიკურ პარტიაში ადგილი არ უნდა იყოს მათთვის, ვინც უარს ამბობს „თავისუფლების დაცვაზე“.
სენატში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ შიდაპარტიული ბრძოლა ადვილი არ იქნება, მაგრამ უკრაინელები მაინც მიიღებენ საჭირო იარაღს. ერთი წლის წინ მსგავსი პრობლემა არ ყოფილა. იგივე დესანტისი კიევის შეიარაღებას 2014 წლიდან უჭერდა მხარს. როგორც ჩანს, გადაიფიქრა — იმის გამო, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება უკრაინის კრიზისის მიმართ შეიცვალა.
Associated Press-ის საზოგადოებრივ საქმეთა კვლევის ცენტრ NORC-ის თებერვლის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა მხოლოდ 48% ეთანხმება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, 29 წინააღმდეგია, 22 — ვერ გარკვეულა. 2022 წლის მაისში კიევის რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების მომხრე იყო გამოკითხულთა 60%.
გარდა ამისა, FoxNews-ის ცნობით, რესპუბლიკელების 61%-ს და დამოუკიდებელ ამომრჩეველთა 49%-ს არ სურს, რომ უკრაინის მხარდაჭერა უვადო იყოს.
ამავდროულად, კვინიპიაკის უნივერსიტეტის მონაცემებით, რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა 42% მზადაა, ტრამპს მისცეს ხმა, 36% — დესანტისს, ჰეილის რეიტინგი 6 პროცენტია, მაიკ პენსის - ოთხი.

იდეოლოგიური განსხვავებები

„რია ნოვოსტის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები მიუთითებენ, რომ უკრაინა მხოლოდ ტრიგერი იყო — კონფრონტაცია პირობით იზოლაციონისტებსა (რომლებსაც არ სურთ, რომ შეერთებული შტატები სხვათა კონფლიქტებში ერეოდეს) და ნეოკონსერვატორებს შორის (რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან — მათი გაგებით), საკმაოდ ძველია.
„თუმცა, ეს არ არის გადაულახავი უთანხმოებები, რადგან ყველა რესპუბლიკელი იცავს ეროვნულ ინტერესებს და ამერიკის უპირატესობისკენ ისწრაფვის. უბრალოდ, ზოგი საშინაო პრობლემებზე ფოკუსირებისკენ მოუწოდებს, ზოგი კი სამხედრო ძალას ეყრდნობა", — განმარტავს იური როგულევი, ფრანკლინ რუზველტის ფონდის დირექტორი.
„უკრაინის შემდგომი შეიარაღების მხარდამჭერებს დამოუკიდებელი ამომრჩევლების მიმხრობის იმედი აქვთ“ —, ამბობს ექსპერტი ვიქტორია ჟურავლიოვა. — „ასეთი ამომრჩეველი კიევის მხარდაჭერას მოითხოვს და თუ ამ ხალხისთვის არ იბრძოლებენ, ისინი დემოკრატებთან წავლენ“.
ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინის კონფლიქტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ყველა კანდიდატის კამპანიაში. ამასთან დემოკრატიულ პარტიაშიც არის დავები. ასე მაგალითად, ოქტომბერში 30 კონგრესმენმა მოსთხოვა ბაიდენს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება და ანტირუსული სანქციების შემსუბუქება, როგორც კეთილი ნების ჟესტი. სკანდალი მალევე მიჩქმალეს, რადგან დემოკრატებს ძალიან არ უნდათ, რომ ისინი კრემლთან დათმობებში მზადყოფნაში დაადანაშაულონ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0