https://sputnik-georgia.com/20230303/qartuli-dronebis-warmoeba-275440281.html
ჯუანშერ ბურჭულაძე: აპრილში რამდენიმე ქართულ დრონს გამოვცდით
ჯუანშერ ბურჭულაძე: აპრილში რამდენიმე ქართულ დრონს გამოვცდით
Sputnik საქართველო
ქართულმა „დელტამ“ დრონების საწარმო წარმატებულ პოლონურ კომპანიასთან ერთად შექმნა. 03.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-03T20:02+0400
2023-03-03T20:02+0400
2023-03-03T22:27+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/12/266062695_523:127:1197:506_1920x0_80_0_0_d20d1256943a9a72a96b453c7aef920b.jpg
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება რამდენიმე დრონის გამოცდა, რომლებიც ქართულ-პოლონურ კომპანია Delta-WB-ში მზადდება, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.მისი თქმით, აღნიშნული ერთობლივი საწარმო წარმატებული პროექტია.მინისტრის ინფორმაციით, ერთობლივ საწარმოს უწყებამ დაახვედრა ახლად აგებული შენობა, სადაც დრონების სერიული წარმოება დაიწყება.პოლონურ კომპანია WB Group-თან ხელშეკრულება 2022 წლის 19 მაისს გაფორმდა თბილისში. მის საფუძველზე დაარსდა ერთობლივი საწარმო Delta-WB, სადაც დრონები აიწყობა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, კომპანიას გასული წლის ბოლომდე უნდა გამოეშვა ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები, თუმცა სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო დრონების წარმოების დაწყება ვერ მოესწრო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/12/266062695_68:0:1111:782_1920x0_80_0_0_01f8f198e26b683b042630d4eb9c1cf8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე: აპრილში რამდენიმე ქართულ დრონს გამოვცდით
20:02 03.03.2023 (განახლებულია: 22:27 03.03.2023) ქართულმა „დელტამ“ დრონების საწარმო წარმატებულ პოლონურ კომპანიასთან ერთად შექმნა.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება რამდენიმე დრონის გამოცდა, რომლებიც ქართულ-პოლონურ კომპანია Delta-WB-ში მზადდება, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, აღნიშნული ერთობლივი საწარმო წარმატებული პროექტია.
„აპრილში გვექნება დრონის ხუთი ნიმუში, რომელიც საქართველოში იქნება წარმოებული და მათ სატესტო ფრენებს ჩავატარებთ. ეს არის ძალიან წარმატებული პოლონური კომპანია, ვისთან ერთადაც „დელტამ“ ერთობლივი საწარმო დააფუძნა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული საწარმო თავდაცვის სამინისტროში“, — აღნიშნა ბურჭულაძემ.
მინისტრის ინფორმაციით, ერთობლივ საწარმოს უწყებამ დაახვედრა ახლად აგებული შენობა, სადაც დრონების სერიული წარმოება დაიწყება.
პოლონურ კომპანია WB Group-თან ხელშეკრულება 2022 წლის 19 მაისს გაფორმდა თბილისში. მის საფუძველზე დაარსდა ერთობლივი საწარმო Delta-WB, სადაც დრონები აიწყობა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, კომპანიას გასული წლის ბოლომდე უნდა გამოეშვა ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები, თუმცა სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო დრონების წარმოების დაწყება ვერ მოესწრო.