https://sputnik-georgia.com/20230303/cesko-sertifikati-sesazloa-savaldebulo-gaxdes-275441291.html
საუბნო კომისიებში დანიშნული წევრებისთვის სერტიფიკატი შესაძლოა სავალდებულო გახდეს
საუბნო კომისიებში დანიშნული წევრებისთვის სერტიფიკატი შესაძლოა სავალდებულო გახდეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. პოლიტიკური პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრებისთვის საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი შესაძლოა... 03.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-03T21:40+0400
2023-03-03T21:40+0400
2023-03-03T22:45+0400
ცესკო
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260120645_160:332:1015:813_1920x0_80_0_0_c26594356748af9db199d3a45df8b238.jpg
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. პოლიტიკური პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრებისთვის საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი შესაძლოა სავალდებულო გახდეს.„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რომელიც პარლამენტის ბიუროს განსახილველად უახლოეს სხდომაზე წარედგინება.აღსანიშნავია, რომ ამჟამად მოქმედი კანონი ადგენს სავალდებულო მოთხოვნათა ჩამონათვალს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნისთვის. ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის ფლობაა. თუმცა საარჩევნო კანონმდებლობა გამონაკლისს აწესებს, რომლის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი არ მოეთხოვებათ საუბნო საარჩევნო კომისიის იმ წევრებს, რომლებსაც პარტიები ნიშნავენ.ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის გივი მიქანაძის თქმით, „ეუთო/ოდირი“ (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისია საკუთარ დასკვნებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის შესაბამისი სერტიფიკატის მოთხოვნას მიესალმებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260120645_195:323:903:854_1920x0_80_0_0_ae687f75e5c0dd8528061616d9e57cb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ცესკო, ახალი ამბები, საქართველო
ცესკო, ახალი ამბები, საქართველო
საუბნო კომისიებში დანიშნული წევრებისთვის სერტიფიკატი შესაძლოა სავალდებულო გახდეს
21:40 03.03.2023 (განახლებულია: 22:45 03.03.2023) თბილისი, 3 მარტი – Sputnik. პოლიტიკური პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრებისთვის საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი შესაძლოა სავალდებულო გახდეს.
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რომელიც პარლამენტის ბიუროს განსახილველად უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად მოქმედი კანონი ადგენს სავალდებულო მოთხოვნათა ჩამონათვალს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნისთვის.
ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის ფლობაა. თუმცა საარჩევნო კანონმდებლობა გამონაკლისს აწესებს, რომლის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი არ მოეთხოვებათ საუბნო საარჩევნო კომისიის იმ წევრებს, რომლებსაც პარტიები ნიშნავენ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის გივი მიქანაძის თქმით, „ეუთო/ოდირი“ (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისია საკუთარ დასკვნებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის შესაბამისი სერტიფიკატის მოთხოვნას მიესალმებიან.