https://sputnik-georgia.com/20230302/wyalburti-tbilisis-dinamom-gamarjveba-moipova-275395426.html
წყალბურთი: თბილისის „დინამომ" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
წყალბურთი: თბილისის „დინამომ" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
Sputnik საქართველო
მომდევნო მატჩს თბილისის „დინამო“ 22 მარტს „რადნიჩკის“ წინააღმდეგ გამართავს. 02.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-02T14:17+0400
2023-03-02T14:17+0400
2023-03-02T16:42+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24751/99/247519966_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_e2dbabc37298ff9d4b3abe669e0fa282.jpg
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში თბილისის „დინამომ“ გერმანული „ვასპო ჰანოვერი“ ანგარიშითი 10:8 დაამარცხა და ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.გუნდებს შორის პირველი მატჩი მეტოქის სასარგებლოდ, ანგარიშით 14:11 დასრულდა. დეიან სტანოევიჩის გუნდის აქტივში ახლა მხოლოდ ერთი გამარჯვება და რვა დამარცხებაა.„დინამო“ А ჯგუფში ბოლო ადგილზეა. სტუმრად გამართულ მატჩში ანგარიში „დინამოელებმა“ გახსნეს, რის შემდეგაც საკუთარ კარში ორი ბურთი გაუშვეს. პირველი მეოთხედის დასრულებამდე ქართველმა წყალბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს.აღსანიშნავია „დინამოს“ მეკარის ირაკლი რაზმაძის შესანიშნავი თამაში, რომელმაც თავისი გუნდი არაერთხელ იხსნა.გადამწყვეტ მეოთხე მეოთხედში „დინამომ“ დაცვაში შესანიშნავად ითამაშა და ბესო ახვლედიანის გოლით დაწინაურდა, ხოლო საბა ტყეშელაშვილმა ანგარიშში საბოლოო სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.ანგარიში მეოთხედების მიხედვით:მომდევნო მატჩს თბილისის „დინამო“ 22 მარტს „რადნიჩკის“ წინააღმდეგ გამართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24751/99/247519966_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_2dc08c578c31a5545bd49e1eba594d00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
წყალბურთი: თბილისის „დინამომ" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
14:17 02.03.2023 (განახლებულია: 16:42 02.03.2023) მომდევნო მატჩს თბილისის „დინამო“ 22 მარტს „რადნიჩკის“ წინააღმდეგ გამართავს.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში თბილისის „დინამომ“ გერმანული „ვასპო ჰანოვერი“ ანგარიშითი 10:8 დაამარცხა და ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
გუნდებს შორის პირველი მატჩი მეტოქის სასარგებლოდ, ანგარიშით 14:11 დასრულდა. დეიან სტანოევიჩის გუნდის აქტივში ახლა მხოლოდ ერთი გამარჯვება და რვა დამარცხებაა.
„დინამო“ А ჯგუფში ბოლო ადგილზეა. სტუმრად გამართულ მატჩში ანგარიში „დინამოელებმა“ გახსნეს, რის შემდეგაც საკუთარ კარში ორი ბურთი გაუშვეს. პირველი მეოთხედის დასრულებამდე ქართველმა წყალბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს.
აღსანიშნავია „დინამოს“ მეკარის ირაკლი რაზმაძის შესანიშნავი თამაში, რომელმაც თავისი გუნდი არაერთხელ იხსნა.
გადამწყვეტ მეოთხე მეოთხედში „დინამომ“ დაცვაში შესანიშნავად ითამაშა და ბესო ახვლედიანის გოლით დაწინაურდა, ხოლო საბა ტყეშელაშვილმა ანგარიშში საბოლოო სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
ანგარიში მეოთხედების მიხედვით:
მომდევნო მატჩს თბილისის „დინამო“ 22 მარტს „რადნიჩკის“ წინააღმდეგ გამართავს.