https://sputnik-georgia.com/20230302/saqartvelosi-tebervalsi-deflacia-dafiqsirda-axali-statistika-275416874.html
საქართველოში თებერვალში დეფლაცია დაფიქსირდა - ახალი სტატისტიკა
საქართველოში თებერვალში დეფლაცია დაფიქსირდა - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში უკვე მეორედ დაფიქსირდა დეფლაცია. 02.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-02T21:47+0400
2023-03-02T21:47+0400
2023-03-02T22:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269442480_0:158:3078:1889_1920x0_80_0_0_43ebf7f39d142333c653dd32f421487b.jpg
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. 2023 წლის თებერვალში, 2023 წლის იანვართან შედარებით, ინფლაციის დონემ -0,3% შეადგინა. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები.იანვრის თვეში დეფლაციამ 0,8% შეადგინა.ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში ეს უკვე მეორედ ფიქსირდება დეფლაცია – 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში ფასები 0,3%-ით შემცირდა.საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის თებერვალი 2022 წლის თებერვალთან შედარებით) 8,4% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.წელიწადზე გადაანგარიშებით თებერვალში ფასები გაიზარდა სასტუმროებსა და რესტორნებზე (14,8%) და კომუნალურ მომსახურებაზე (12,4%), ხოლო ჯანდაცვაზე შემცირდა 7,6%-ით. სურსათზე ფასები წლიური 14%-ით გაიზარდა.ანალიტიკოსები ინფლაციის დონის შემცირებას ვარაუდობენსაინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მკვლევარები მსოფლიო ფასების შემცირებისა და ლარის კურსის გამყარების გამო სურსათზე ფასების ზრდის შენელებას ელოდებიან.„ჩვენი მოლოდინია, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირების და ლარის გამყარების კვალდაკვალ საქართველოში სურსათის ფასების ზრდის ტემპი შენელდება“, – აღნიშნავენ მკვლევარები.მათი მონაცემებით, ფასების ზრდა სურსათზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ინფლაციაზე.„აღსანიშნავია, რომ საქართველოში სურსათის ფასები ორნიშნა ტემპით 2021 წლის ივლისიდან იზრდება. ამასთან, იგივე ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა მეზობელ სომხეთშიც, თუმცა ფასების ზრდის ტემპი იქ უფრო ნაკლები იყო და სახეზეა მნიშვნელოვანი შენელებაც“, – ნათქვამია კვლევაში.ამასთან ერთად Galt & Taggart აღნიშნავს, რომ ფასების ზრდის პიკური პერიოდი საქართველოში უკვე დასრულდა და შეიძლება პროგნოზირება, რომ ფასები დაიკლებს, რასაც ხელს შეუწყობს ასევე მთავრობის ინიციატივა კანონის მიღების თაობაზე მწარმოებლებს, იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობების დარეგულირების შესახებ.პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობას დაავალა გამოერკვიათ, რატომ აღწევს კვების, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასნამატი 70-80%-ს და ხანდახან 100%-საც, და შესაბამისი ზომების მიღება.ამისთვის მთავრობამ დაიწყო მუშაობა ახალი კანონის პროექტზე. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბიზნესთან მუშაობამ შედეგები მოიტანა – აქციის ფარგლებში ქსელურ მაღაზიებში ფასები პროდუქტებზე შემცირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269442480_175:0:2904:2047_1920x0_80_0_0_42d615b7a3a11b8a588066ff24ccdf2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
საქართველოში თებერვალში დეფლაცია დაფიქსირდა - ახალი სტატისტიკა
21:47 02.03.2023 (განახლებულია: 22:54 02.03.2023) ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში უკვე მეორედ დაფიქსირდა დეფლაცია.
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. 2023 წლის თებერვალში, 2023 წლის იანვართან შედარებით, ინფლაციის დონემ -0,3% შეადგინა. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები.
იანვრის თვეში დეფლაციამ 0,8% შეადგინა.
ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში ეს უკვე მეორედ ფიქსირდება დეფლაცია – 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში ფასები 0,3%-ით შემცირდა.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის თებერვალი 2022 წლის თებერვალთან შედარებით) 8,4% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.
წელიწადზე გადაანგარიშებით თებერვალში ფასები გაიზარდა სასტუმროებსა და რესტორნებზე (14,8%) და კომუნალურ მომსახურებაზე (12,4%), ხოლო ჯანდაცვაზე შემცირდა 7,6%-ით. სურსათზე ფასები წლიური 14%-ით გაიზარდა.
ანალიტიკოსები ინფლაციის დონის შემცირებას ვარაუდობენ
საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მკვლევარები მსოფლიო ფასების შემცირებისა და ლარის კურსის გამყარების გამო სურსათზე ფასების ზრდის შენელებას ელოდებიან.
„ჩვენი მოლოდინია, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირების და ლარის გამყარების კვალდაკვალ საქართველოში სურსათის ფასების ზრდის ტემპი შენელდება“, – აღნიშნავენ მკვლევარები.
მათი მონაცემებით, ფასების ზრდა სურსათზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ინფლაციაზე.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში სურსათის ფასები ორნიშნა ტემპით 2021 წლის ივლისიდან იზრდება. ამასთან, იგივე ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა მეზობელ სომხეთშიც, თუმცა ფასების ზრდის ტემპი იქ უფრო ნაკლები იყო და სახეზეა მნიშვნელოვანი შენელებაც“, – ნათქვამია კვლევაში.
ამასთან ერთად Galt & Taggart აღნიშნავს, რომ ფასების ზრდის პიკური პერიოდი საქართველოში უკვე დასრულდა და შეიძლება პროგნოზირება, რომ ფასები დაიკლებს, რასაც ხელს შეუწყობს ასევე მთავრობის ინიციატივა კანონის მიღების თაობაზე მწარმოებლებს, იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობების დარეგულირების შესახებ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობას დაავალა გამოერკვიათ, რატომ აღწევს კვების, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასნამატი 70-80%-ს და ხანდახან 100%-საც, და შესაბამისი ზომების მიღება.
ამისთვის მთავრობამ დაიწყო მუშაობა ახალი კანონის პროექტზე. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბიზნესთან მუშაობამ შედეგები მოიტანა – აქციის ფარგლებში ქსელურ მაღაზიებში ფასები პროდუქტებზე შემცირდა.