საქართველოს ძიუდოს ნაკრები ტაშკენტის ტურნირზე გაემგზავრა

© photo: Sputnik / Stringerონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი
ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2023
გამოწერა
ტურნირში 11-ის ნაცვლად, როგორც ეს თავდაპირველად იყო განაცხადში, ცხრა სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ტრავმის გამო ისრაელის „დიდი სლემის“ ტურნირის გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) ტაშკენტის ტურნირში გამოსვლას ვერ შეძლებს, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
ტაშკენტში 3-5 მარტს ძიუდოში „დიდი სლემის“ ტურნირი გაიმართება. ამ ტურნირზე გათამაშდება სარეიტინგო ქულებიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის.
საქართველოდან ტურნირში თავდაპირველად 11 სპორტსმენს უნდა მიეღო მონაწილეობა. ახლა გაირკვა, რომ ღვინიაშვილის გარდა ტაშკენტში ვერ წავა ასევე ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ).
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ)
ამირან დარბაისელი
ლევან გუგავა (81)
უშანგი მარგიანი (90)
ონისე სანებლიძე
ვარლამ ლიპარტელიანი (100)
გელა ზაალიშვილი (+100)
ეთერ ლიპარტელიანი (57)
სოფიო სომხიშვილი (78)
მამაკაცთა ნაკრები გამოტოვებს ასპარეზობას 66 კგ-მდე და 73 კგ წონით კატეგორიებში.
ამჟამად ტაშკენტის ტურნირში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებულია 51 ქვეყნის 372 სპორტსმენი, აქედან 196 მამაკაცია და 176 - ქალი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0