https://sputnik-georgia.com/20230302/rodis-gaixsneba-metro-gocirize-275404213.html
როდის გაიხსნება მეტროს სადგური „გოცირიძე" - კახა კალაძემ სავარაუდო თარიღი დაასახელა
როდის გაიხსნება მეტროს სადგური „გოცირიძე" - კახა კალაძემ სავარაუდო თარიღი დაასახელა
მეტროს სადგურის რეაბილიტაციის შემდგომ დადგინდა გარკვეული ხარვეზები, რომლებიც გამოსწორებულია, განაცხადა თბილისის მერმა. 02.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-02T17:22+0400
2023-03-02T17:22+0400
2023-03-02T21:42+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262646379_0:167:1600:1067_1920x0_80_0_0_4606f0db15247518c0636cf15095c549.jpg
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. მეტროს სადგური „გოცირიძე“, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს გაიხსნება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.სადგურ „გოცირიძის“ სარემონტო სამუშაოები გასული წლის 15 აგვისტოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ვადის გახანგრძლივება ითხოვა, რასაც თბილისის მერია დათანხმდა. 2021 წელს დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ აღნიშნული მეტროს ბაქანი აღდგენას არ ექვემდებარება და თავიდან უნდა აშენდეს.ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სადგურის რეაბილიტაციის სამუშაოები საფრთხეს შეიცავდა.„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურ „გოცირიძეზე" სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი 2019 წლის მაისში გამოაცხადა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის მერიის მიერ 4,7 მლნ ლარია გამოყოფილი.„გოცირიძე" თბილისში მეტროს ერთადერთი სადგური იყო, რომელსაც პლატფორმის გადახურვა არ ჰქონდა.ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262646379_177:0:1600:1067_1920x0_80_0_0_e55e8ff78c261110fa7e9c94e87eeaf5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
როდის გაიხსნება მეტროს სადგური „გოცირიძე" - კახა კალაძემ სავარაუდო თარიღი დაასახელა
17:22 02.03.2023 (განახლებულია: 21:42 02.03.2023) მეტროს სადგურის რეაბილიტაციის შემდგომ დადგინდა გარკვეული ხარვეზები, რომლებიც გამოსწორებულია, განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. მეტროს სადგური „გოცირიძე“, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს გაიხსნება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
სადგურ „გოცირიძის“ სარემონტო სამუშაოები გასული წლის 15 აგვისტოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ვადის გახანგრძლივება ითხოვა, რასაც თბილისის მერია დათანხმდა. 2021 წელს დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ აღნიშნული მეტროს ბაქანი აღდგენას არ ექვემდებარება და თავიდან უნდა აშენდეს.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სადგურის რეაბილიტაციის სამუშაოები საფრთხეს შეიცავდა.
„ექსპერტიზა ჩატარდა. დადგენილი იყო კონკრეტული ხარვეზები, რომლებიც ფაქტობრივად გამოსწორებულია. რამდენიმე დღეში უკვე წარედგინება შესაბამის სამსახურებს ექსპლუატაციაში მისაღებად და მეტროს სადგური, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოსთვის გაიხსნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურ „გოცირიძეზე" სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი 2019 წლის მაისში გამოაცხადა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის მერიის მიერ 4,7 მლნ ლარია გამოყოფილი.
„გოცირიძე" თბილისში მეტროს ერთადერთი სადგური იყო, რომელსაც პლატფორმის გადახურვა არ ჰქონდა.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.