ქვემო სვანეთში მეწყერი ჩამოწვა

© courtesy of Tsageri Municipalityმეწყერი ცაგერში
მეწყერი ცაგერში - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2023
გამოწერა
გზის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია, ადგილობრივი ხელისუფლება დროებითი, საფეხმავლო ბილიკის მოწყობას აპირებს
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. ქვემო სვანეთში, სანორჩი-ნასპერი-ლასურიაშის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესების შედეგად კლდოვანი მასა ჩამოიშალა, ნათქვამია ცაგერის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.
სოფლების დამაკავშირებელი გზა დროებით ჩაიკეტა.
სტიქიის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, გადაადგილება შესაძლებელია ალპანა-ღვირიშისა და ცაგერი-დეხვირი-სანორჩი-ნასპერის მიმართულებით.
დაზიანებულ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, დროებით მოეწყობა საფეხმავლო გზა. უახლოეს დღეებში კი ადგილზე ვითარებას გეოლოგების ჯგუფი შეისწავლის და მათი დასკვნის საფუძველზე დაიწყება ალტერნატიული საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები.
ყველა ახალი ამბავი
0