https://sputnik-georgia.com/20230302/parkamentma-mxari-dauwira-jarimebs-vandalizmze-275386647.html
საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ჯარიმების დაწესებას ვანდალიზმის ფაქტებზე
საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ჯარიმების დაწესებას ვანდალიზმის ფაქტებზე
Sputnik საქართველო
საზოგადოებრივ ადგილებში ინვენტარის მიზანმიმართულად დაზიანება 300 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება. 02.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-02T11:19+0400
2023-03-02T11:19+0400
2023-03-02T15:04+0400
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251029306_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_5beb27c9f651f8054efc6b26dfaeeea6.jpg
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შესწორებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც პარკებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში ინფრასტრუქტურის დაზიანებისთვის ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს.როგორც შესწორებების ავტორმა, იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი მსგავსი სამართალდარღვევების შემცირებაა.შესწორებების თანახმად, ინფრასტრუქტურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში ან მიწისქვეშა გადასასვლელში 300 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება.ასეთივე ჯარიმა იმოქმედებს საზოგადოებრივი გამოყენების სხვა ობიექტების დაზიანებაზე ან განადგურებაზე, მათ შორის, საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოკამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვენტარის.კახა კალაძე: ვანდალიზმის ფაქტებზე ჯარიმები მკაცრდება>>თუ ასეთი დარღვევა ხელმეორედ იქნება ჩადენილი, ჯარიმა 500 ლარამდე იზრდება, ან ამას 5 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა მოჰყვება.ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლე ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებს.„ადმინისტრაციული პატიმრობა „ხუთ დღემდე“ აპრიორი არ ნიშნავს ხუთ დღეს, იძლევა საშუალებას, რომ დისკრეციის ფარგლებში მოსამართლემ გადაწყვიტოს, რომელი უფრო მიესადაგება შესაბამის ქმედებას – ერთი დღე თუ მაქსიმუმი, ხუთი დღე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.საშიშია - კალაძემ თბილისში ვანდალიზმის ფაქტები დაგმო>>საქართველოში ვანდალიზმზე ადმინისტრაციული სასჯელი არ არსებობს. ამჟამად სისხლის სამართლის დარღვევად მიიჩნევა 150 ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონების დაზიანება ან განადგურება, სხვა შემთხვევაში პირის მიმართ პასუხისმგებლობა არ აღიძვრება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251029306_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_6639bcd1575b6ee25ab5263ea312c462.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ჯარიმების დაწესებას ვანდალიზმის ფაქტებზე
11:19 02.03.2023 (განახლებულია: 15:04 02.03.2023) საზოგადოებრივ ადგილებში ინვენტარის მიზანმიმართულად დაზიანება 300 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შესწორებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც პარკებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში ინფრასტრუქტურის დაზიანებისთვის ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს.
როგორც შესწორებების ავტორმა, იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი მსგავსი სამართალდარღვევების შემცირებაა.
შესწორებების თანახმად, ინფრასტრუქტურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში ან მიწისქვეშა გადასასვლელში 300 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება.
ასეთივე ჯარიმა იმოქმედებს საზოგადოებრივი გამოყენების სხვა ობიექტების დაზიანებაზე ან განადგურებაზე, მათ შორის, საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოკამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვენტარის.
თუ ასეთი დარღვევა ხელმეორედ იქნება ჩადენილი, ჯარიმა 500 ლარამდე იზრდება, ან ამას 5 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა მოჰყვება.
ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლე ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებს.
„ადმინისტრაციული პატიმრობა „ხუთ დღემდე“ აპრიორი არ ნიშნავს ხუთ დღეს, იძლევა საშუალებას, რომ დისკრეციის ფარგლებში მოსამართლემ გადაწყვიტოს, რომელი უფრო მიესადაგება შესაბამის ქმედებას – ერთი დღე თუ მაქსიმუმი, ხუთი დღე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
საქართველოში ვანდალიზმზე ადმინისტრაციული სასჯელი არ არსებობს. ამჟამად სისხლის სამართლის დარღვევად მიიჩნევა 150 ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონების დაზიანება ან განადგურება, სხვა შემთხვევაში პირის მიმართ პასუხისმგებლობა არ აღიძვრება.