https://sputnik-georgia.com/20230302/milouki-baqsma-mamukelasvilze-uari-tqva-275396301.html
„მილუოკი ბაქსმა“ ქართველ კალათბურთელზე უარი თქვა
„მილუოკი ბაქსმა“ ქართველ კალათბურთელზე უარი თქვა
Sputnik საქართველო
წყაროს თქმით, ვისკონსინის გუნდმა ადგილი სხვა მოთამაშესთან კონტრაქტზე ხელმოწერისთვის გაათავისუფლა. 02.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-02T14:38+0400
2023-03-02T14:38+0400
2023-03-02T17:06+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/01/272631139_0:306:1638:1227_1920x0_80_0_0_1f0890d160a8da001f305052950fb1f8.jpg
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. NBA-ს 2021 წლის ჩემპიონმა „მილუოკი ბაქსმა“ საქართველოს კალათბურთის ნაკრების ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი გუნდიდან გაუშვა. ინფორმაცია ინსაიდერმა The Athletic-დან შამს შარანიამ გაავრცელა.დრაფტზე 54-ე ნომრად დაყენებული მამუკელაშვილი „ბაქსში" 2021 წელს მოხვდა. ამ დროის განმავლობაში სანდრომ 65 მატჩში ითამაშა, მისი საშუალო მაჩვენებლები იყო: 9,6 წუთში 3,2 ქულა, 2,1 მოხსნა, 0,6 გადაცემა.ინფორმაციის წყაროს თქმით, ვისკონსინურმა გუნდმა ადგილი სხვა მოთამაშესთან ორმხრივ კონტრაქტზე ხელმოწერისთვის გაათავისუფლა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ქართველი კალათბურთელი.ორმხრივი კონტრაქტის თანახმად, მამუკელაშვილს NBA-ს მაქსიმუმ 50 თამაშში შეეძლო მონაწილეობა სეზონის განმავლობაში, სეზონის დანარჩენი ნაწილი კი მას G League-ს Wisconsin Herd-ში ფარმ-კლუბისთვის უნდა ეთამაშა.G League NBA-ს ოფიციალური დაბალი ლიგაა, რომელიც ამზადებს მოთამაშეებს, მწვრთნელებს, ოფიციალურ პირებს, სამწვრთნელო და ადმინისტრაციულ პერსონალს უმაღლესი ლიგისთვის.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/01/272631139_0:152:1638:1381_1920x0_80_0_0_fcf717cce7d887764ea06807ed6c2acb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
„მილუოკი ბაქსმა“ ქართველ კალათბურთელზე უარი თქვა
14:38 02.03.2023 (განახლებულია: 17:06 02.03.2023) წყაროს თქმით, ვისკონსინის გუნდმა ადგილი სხვა მოთამაშესთან კონტრაქტზე ხელმოწერისთვის გაათავისუფლა.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. NBA-ს 2021 წლის ჩემპიონმა „მილუოკი ბაქსმა“ საქართველოს კალათბურთის ნაკრების ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი გუნდიდან გაუშვა. ინფორმაცია ინსაიდერმა The Athletic-დან შამს შარანიამ გაავრცელა.
დრაფტზე 54-ე ნომრად დაყენებული მამუკელაშვილი „ბაქსში" 2021 წელს მოხვდა. ამ დროის განმავლობაში სანდრომ 65 მატჩში ითამაშა, მისი საშუალო მაჩვენებლები იყო: 9,6 წუთში 3,2 ქულა, 2,1 მოხსნა, 0,6 გადაცემა.
ინფორმაციის
წყაროს თქმით, ვისკონსინურმა გუნდმა ადგილი სხვა მოთამაშესთან ორმხრივ კონტრაქტზე ხელმოწერისთვის გაათავისუფლა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ქართველი კალათბურთელი.
ორმხრივი კონტრაქტის თანახმად, მამუკელაშვილს NBA-ს მაქსიმუმ 50 თამაშში შეეძლო მონაწილეობა სეზონის განმავლობაში, სეზონის დანარჩენი ნაწილი კი მას G League-ს Wisconsin Herd-ში ფარმ-კლუბისთვის უნდა ეთამაშა.
G League NBA-ს ოფიციალური დაბალი ლიგაა, რომელიც ამზადებს მოთამაშეებს, მწვრთნელებს, ოფიციალურ პირებს, სამწვრთნელო და ადმინისტრაციულ პერსონალს უმაღლესი ლიგისთვის.