https://sputnik-georgia.com/20230302/mamardashvilma-sheizleba-espanetidan-inglisshi-gadainacvlos-275391019.html
ქართველმა მეკარემ ესპანეთი შეიძლება ინგლისზე გაცვალოს
ქართველმა მეკარემ ესპანეთი შეიძლება ინგლისზე გაცვალოს
Sputnik საქართველო
მამარდაშვილი ესპანურ გუნდს იჯარის უფლებით 2021 წლის ივნისში შეუერთდა. 02.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-02T12:39+0400
2023-03-02T12:39+0400
2023-03-02T16:01+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1c/258874798_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_02e260277f3e4029e4d1f2c9f3fbd188.jpg
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ზაფხულში შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს, იუწყება Todofichajesგამოცემის ინფორმაციით, ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა 22 წლის ქართველი მეკარის ტრანსფერიდან არანაკლებ 25 მლნ ევროს მიღებას გეგმავს. მედიის ცნობით, მამარდაშვილით დაინტერესებული არიან „იუვენტუსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ტოტენჰემი“ და „აიაქსი“.მამარდაშვილის „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ჯერჯერობით მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.როგორც ფეხბურთელის მენეჯერმა ლევან სეთურიძემ „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, მოლაპარაკებებისთვის ინგლისში გამგზავრებას გეგმავს.მიმდინარე სეზონზე მამარდაშვილმა „ვალენსიის“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ხუთ შემთხვევაში კარი „მშრალად“ შეინახა.მამარდაშვილი ესპანურ გუნდს იჯარის უფლებით 2021 წლის ივნისში შეუერთდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1c/258874798_341:263:2721:2048_1920x0_80_0_0_2243f523edb39ab8d4954a4c31481799.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართველმა მეკარემ ესპანეთი შეიძლება ინგლისზე გაცვალოს
12:39 02.03.2023 (განახლებულია: 16:01 02.03.2023) მამარდაშვილი ესპანურ გუნდს იჯარის უფლებით 2021 წლის ივნისში შეუერთდა.
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ზაფხულში შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს, იუწყება Todofichajes
გამოცემის ინფორმაციით, ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა 22 წლის ქართველი მეკარის ტრანსფერიდან არანაკლებ 25 მლნ ევროს მიღებას გეგმავს. მედიის ცნობით, მამარდაშვილით დაინტერესებული არიან „იუვენტუსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ტოტენჰემი“ და „აიაქსი“.
მამარდაშვილის „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ჯერჯერობით მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
როგორც ფეხბურთელის მენეჯერმა ლევან სეთურიძემ
„პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, მოლაპარაკებებისთვის ინგლისში გამგზავრებას გეგმავს.
მიმდინარე სეზონზე მამარდაშვილმა „ვალენსიის“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ხუთ შემთხვევაში კარი „მშრალად“ შეინახა.
მამარდაშვილი ესპანურ გუნდს იჯარის უფლებით 2021 წლის ივნისში შეუერთდა.