https://sputnik-georgia.com/20230302/koba-gvenetazes-erovnuli-bankis-prezidentis-postze-uflebamosilebis-vada-amoewura-275421120.html
კობა გვენეტაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა
კობა გვენეტაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მარეგულირებლის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი გახდება. 02.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-02T23:00+0400
2023-03-02T23:00+0400
2023-03-03T01:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24188/91/241889191_0:200:2048:1352_1920x0_80_0_0_31a798d55f4e149e2e0de12623fbc87d.jpg
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს ხუთშაბათს მარეგულირებლის ხელმძღვანელის პოსტზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.მოქმედი კანონმდებლობით, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე მის მოვალეობებს ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. უკვე ცნობილია, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი გახდება.გვენეტაძე ეროვნული ბანკის თანამშრომლებს დაემშვიდობა.არჩილ მესტვირიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოში 2009 წელს აირჩიეს. ეროვნულ ბანკში 2005 წლიდან მუშაობს. 26 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობებს ასრულებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24188/91/241889191_44:231:1553:1363_1920x0_80_0_0_cb676a2c952ae9aa3ecdb1b65b39184b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი
კობა გვენეტაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა
23:00 02.03.2023 (განახლებულია: 01:56 03.03.2023) ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მარეგულირებლის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი გახდება.
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს ხუთშაბათს მარეგულირებლის ხელმძღვანელის პოსტზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
მოქმედი კანონმდებლობით, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე მის მოვალეობებს ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. უკვე ცნობილია, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი გახდება.
გვენეტაძე ეროვნული ბანკის თანამშრომლებს დაემშვიდობა.
„დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩემი7-წლიანი პრეზიდენტობის ბოლო დღეა. მადლობა ყველას, ვისთანაც ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში ვთანამშრომლობდი. განსაკუთრებული მადლობა ეროვნული ბანკის მაღალპროფესიონალთა გუნდს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის! აბა, წარმატებები ყველას!“ - დაწერა გვენეტაძემ.
არჩილ მესტვირიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოში 2009 წელს აირჩიეს. ეროვნულ ბანკში 2005 წლიდან მუშაობს. 26 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობებს ასრულებდა.