ჯგუფი „მგზავრები“ მსოფლიო ტურნეში მიემგზავრება

© courtesy of Oto Edisherashviliჯგუფი „მგზავრები"
ჯგუფი „მგზავრები - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2023
გამოწერა
ამ თვეში პოპულარული მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექვს კონცერტს გამართავენ.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. პოპულარული ქართული ჯგუფი „მგზავრები“ მარტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კონცერტებს გამართავს.
ქართული ჯგუფი ტურში გაემგზავრება, რომლის ფარგლებში 15 მარტს გამოვა ისრაელის თელ-ავივში, 17 მარტს – კვიპროსის ლიმასოლში.
შემდეგ ქართველი მუსიკოსები გამოვლენ 19 მარტს ბელგრადში, 21 მარტს – მონტენეგროს ბუდვაში. უკვე 23 მარტს კონცერტი პარიზში გაიმართება, ხოლო მომდევნო დღეს – სტამბულში.
© courtesy of Mgzavrebi Band„მგზავრები"
Группа Мгзавреби (Mgzavrebi) - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2023
„მგზავრები"
ჯგუფ „მგზავრების“ მუსიკოსები გამოირჩევიან შესრულების ინდივიდუალური მანერით, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ფოლკლორული რიტმები, მრავალხმიანობა, იმპროვიზაცია, ასევე თანამედროვე და კლასიკური ელემენტები.
ჯგუფი ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა 2006 წელს შექმნა. 2008 წელს გამოვიდა სადებიუტო ალბომი „მე მოვიგონე", რომელმაც საქართველოში დიდი პოპულარობა მოიპოვა. 2016 წლის თებერვალში „მგზავრებმა" რუსეთში ნომინაციაში Взлом პრემია Чартова Дюжина მოიპოვა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0