მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გამოქვაბულში კიდევ ერთი იდუმალი ბურთი იპოვეს: ვიდეო

© photo: Sputnik / Igor Kataev
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2023
გამოწერა
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. იაპონიის კაგოშიმას პრეფექტურაში, კუნძულ ტოკუნოშიმას სანაპირო ზოლის მახლობლად მდებარე გამოქვაბულში კიდევ ერთი იდუმალი ბურთი იპოვეს, რომლის დიამეტრიც დაახლოებით 1,5 მეტრია, იუწყება ტელეარხი MBC.
ადგილობრივმა პოლიციამ უკვე შეისწავლა ობიექტი და დაადასტურა, რომ ბურთი ღრუა, ანუ შიგნიდან ცარიელია, და რომ აფეთქების საფრთხე არ არსებობს.
ბურთის ზედაპირი თითქმის მთლიანად ჟანგით არის დაფარული. მის ცენტრში ჩანს შედუღების ხაზი, ხოლო ერთ ბოლოზე სარქველისა და სახელურის მსგავსი დეტალები აქვს დადუღებული.
ადგილობრივი ადმინისტრაციის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი ბურთი შესაძლოა მანამდე ნაპოვნის მსგავსი იყოს, რომელიც გასულ თვეში აღმოაჩინეს პრეფექტურა შიზოუკაში.
თებერვალში დაახლოებით 1,5 მ დიამეტრის ბურთი, რომელიც, სავარაუდოდ, ლითონისგან იყო დამზადებული, ქალაქ ჰამამაცუს სანაპიროზე იპოვეს. ადგილზე მისულმა პოლიციამ პლაჟზე შესვლა შეზღუდა, ბურთის ფოტოები კი იაპონიის თავდაცვის ძალებსა და სანაპირო დაცვის ექსპერტებს გადაუგზავნა. მოგვიანებით ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნაპოვნი ნივთი ლითონის წყლის ტივტივა იყო.
ყველა ახალი ამბავი
0