https://sputnik-georgia.com/20230302/gardaicvala-cisferi-trios-wevri-tamaz-sefertelaze-275401843.html
გარდაიცვალა „ცისფერი ტრიოს“ წევრი თამაზ სეფერთელაძე
გარდაიცვალა „ცისფერი ტრიოს“ წევრი თამაზ სეფერთელაძე
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა მომღერლის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. 02.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-02T16:19+0400
2023-03-02T16:19+0400
2023-03-02T20:22+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260403955_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a8db6eac263b1d455a70422187cda541.jpg
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ქართველი მომღერალი, „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.არტისტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.თამაზ სეფერთელაძემ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლის დროს მალხაზ თავართქილაძესთან და დავით აბესაძესთან ერთად ჩამოაყალიბა ანსამბლი „ცისფერი ტრიო“.სწავლის დასრულების შემდეგ, 1972 წლიდან თამაზ სეფერთელაძე სხვადასხვა დროს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა სამშენებლო სფეროში.სეფერთელაძე 1991 წელს იყო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, 1996-2006 წლებში – თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 2011 წლიდან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი.თამაზ სეფერთელაძეს, ტრიოს სხვა წევრების მსგავსად, მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.„ცისფერი ტრიო“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანსამბლი იყო საბჭოთა პერიოდში. ტრიოს ლირიკული სიმღერები ქართული ესტრადის კლასიკა გახდა. მუსიკოსები გასტროლებზე იმყოფებოდნენ 58 ქვეყანაში.მუსიკოსები 2022 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, ხოლო 2009 წელს ფილარმონიასთან ტრიოს ვარსკვლავი გაიხსნა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260403955_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4320052efd27012e6cf1246d41e47431.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
გარდაიცვალა „ცისფერი ტრიოს“ წევრი თამაზ სეფერთელაძე
16:19 02.03.2023 (განახლებულია: 20:22 02.03.2023) საქართველოს პრემიერმა მომღერლის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ქართველი მომღერალი, „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არტისტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„განსაკუთრებული ნიჭისა და მრავალხმიანი სიმღერის დიდი სიყვარულის წყალობით თამაზ სეფერთელაძემ გამორჩეული კვალი დატოვა ქართულ სამუსიკო კულტურაში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – დაწერა ღარიბაშვილმა.
თამაზ სეფერთელაძემ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლის დროს მალხაზ თავართქილაძესთან და დავით აბესაძესთან ერთად ჩამოაყალიბა ანსამბლი „ცისფერი ტრიო“.
სწავლის დასრულების შემდეგ, 1972 წლიდან თამაზ სეფერთელაძე სხვადასხვა დროს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა სამშენებლო სფეროში.
სეფერთელაძე 1991 წელს იყო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, 1996-2006 წლებში – თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 2011 წლიდან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი.
თამაზ სეფერთელაძეს, ტრიოს სხვა წევრების მსგავსად, მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
„ცისფერი ტრიო“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანსამბლი იყო საბჭოთა პერიოდში. ტრიოს ლირიკული სიმღერები ქართული ესტრადის კლასიკა გახდა. მუსიკოსები გასტროლებზე იმყოფებოდნენ 58 ქვეყანაში.
მუსიკოსები 2022 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, ხოლო 2009 წელს ფილარმონიასთან ტრიოს ვარსკვლავი გაიხსნა.