https://sputnik-georgia.com/20230302/alievma-usisroebis-sabwos-reformireba-moitxova-275398833.html
არაეფექტურია: ილჰამ ალიევმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირება მოითხოვა
არაეფექტურია: ილჰამ ალიევმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირება მოითხოვა
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭო დღეს უკვე არაეფექტურია და საჭიროებს ცვლილებებს, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. 02.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-02T15:21+0400
2023-03-02T15:21+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
კავკასია
აზერბაიჯანი
გაეროს უშიშროების საბჭო
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/05/249620206_0:0:1324:745_1920x0_80_0_0_24f26ec73558db0908f2bc2f1c542b06.jpg
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭო დღეს უკვე არაეფექტურია და საჭიროებს ცვლილებებს, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.მისი თქმით, ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა ახლა „დრამატულ ცვლილებებს“ განიცდის.გაეროს მექანიზმების არაეფექტურობის მაგალითად მან სამხრეთ კავკასიის რეგიონი მოიყვანა.აზერბაიჯანის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაქომ აღნიშნული რეზოლუციების შესრულებას თავისით მიაღწია, როდესაც 2020 წელს ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა. მისი აზრით, „ეს ალბათ მსოფლიოში პირველი მსგავსი შემთხვევაა გაეროს შექმნის შემდეგ“.
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/05/249620206_92:0:1268:882_1920x0_80_0_0_730d2e7031d75aa30641d2909c10efec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კავკასია, აზერბაიჯანი, გაეროს უშიშროების საბჭო, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
კავკასია, აზერბაიჯანი, გაეროს უშიშროების საბჭო, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
არაეფექტურია: ილჰამ ალიევმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირება მოითხოვა
15:21 02.03.2023 (განახლებულია: 15:50 20.07.2023) თბილისი, 2 მარტი — Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭო დღეს უკვე არაეფექტურია და საჭიროებს ცვლილებებს, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
მისი თქმით, ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა ახლა „დრამატულ ცვლილებებს“ განიცდის.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მრავალი წელია განიხილება მსოფლიოში, არის გაეროს სისტემის რეფორმა. გაეროს უშიშროების საბჭო წარსულს მოგვაგონებს და არ ასახავს არსებულ რეალობას. უშიშროების საბჭოს შემადგენლობა უნდა გაფართოვდეს, რათა ის მეტად წარმომადგენლობითი და გეოგრაფიულად სამართლიანი გახდეს“, — აღნიშნა ალიევმა.
გაეროს მექანიზმების არაეფექტურობის მაგალითად მან სამხრეთ კავკასიის რეგიონი მოიყვანა.
„მაშინ, როდესაც უშიშროების საბჭოს ზოგიერთი რეზოლუცია რამდენიმე დღეში განხორციელდა, აზერბაიჯანის შემთხვევაში სომხეთი თითქმის 30 წლის განმავლობაში უგულებელყოფდა გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხ რეზოლუციას. მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტები მკაფიოდ მოითხოვდა სომხური შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანას აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან“, — განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაქომ აღნიშნული რეზოლუციების შესრულებას თავისით მიაღწია, როდესაც 2020 წელს ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა. მისი აზრით, „ეს ალბათ მსოფლიოში პირველი მსგავსი შემთხვევაა გაეროს შექმნის შემდეგ“.