https://sputnik-georgia.com/20230301/yalbi-dokumentebit-4-mln-lars-daeuflnen-dakavebulia-ori-piri-275355227.html
ყალბი დოკუმენტების მეშვეობით 4 მლნ ლარს დაეუფლნენ: დაკავებულია ორი პირი
ყალბი დოკუმენტების მეშვეობით 4 მლნ ლარს დაეუფლნენ: დაკავებულია ორი პირი
Sputnik საქართველო
ორივე დაკავებული საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის ხელმძღვანელია. 01.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-01T11:36+0400
2023-03-01T11:36+0400
2023-03-01T15:59+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23842/90/238429020_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_86b0ac0d6de25df3a4ca2b1f7fdec639.jpg
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.გამოძიება დაკავებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას ედავება.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულების საქმიანობის სფეროს ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა წარმოადგენდა. მათ უცხოური კომპანიების წარმომადგენლებს შესთავაზეს, რომ საქართველოში არსებული ცენტრებიდან მანქანების შეძენასა და მიწოდებაში დაეხმარებოდნენ.ამ ეტაპზე დადგენილია, რომ უცხოურ კომპანიებისთვის მიყენებული ზიანი ჯამში 4 მლნ ლარს აღემატება.ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს>>გამოძიების პროცესში კომპანიის და ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები დაყადაღდა.გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23842/90/238429020_160:0:1120:720_1920x0_80_0_0_809d7bc6fb15d7b160a645ec29e0e13f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, საქართველო
ყალბი დოკუმენტების მეშვეობით 4 მლნ ლარს დაეუფლნენ: დაკავებულია ორი პირი
11:36 01.03.2023 (განახლებულია: 15:59 01.03.2023) ორივე დაკავებული საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის ხელმძღვანელია.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიება დაკავებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას ედავება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულების საქმიანობის სფეროს ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა წარმოადგენდა. მათ უცხოური კომპანიების წარმომადგენლებს შესთავაზეს, რომ საქართველოში არსებული ცენტრებიდან მანქანების შეძენასა და მიწოდებაში დაეხმარებოდნენ.
„ბრალდებულებმა გააყალბეს ავტომანქანების შეძენასთან დაკავშირებული ინვოისები, სადაც შეიტანეს ყალბი მონაცემები, თითქოს ავტოცენტრებიდან შეძენილ იქნა დამკვეთისათვის სასურველი ძვირადღირებული ავტომანქანები, ცენტრების ანგარიშებზე გადაარიცხინეს გარკვეული თანხები, რომლითაც, ნაცვლად უცხოური კომპანიების მიერ დაკვეთილი ავტომანქანებისა, მათთვის სასურველი ავტომანქანები შეიძინეს, რომელიც შემდგომ მათ მიერ გასხვისდა სხვადასხვა პირზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ეტაპზე დადგენილია, რომ უცხოურ კომპანიებისთვის მიყენებული ზიანი ჯამში 4 მლნ ლარს აღემატება.
გამოძიების პროცესში კომპანიის და ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები დაყადაღდა.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.