https://sputnik-georgia.com/20230301/vakis-parkis-tragedia-axali-detalebi-sasamartlo-darbazidan-275383489.html
ვაკის პარკის ტრაგედია - ახალი დეტალები სასამართლოს დარბაზიდან
ვაკის პარკის ტრაგედია - ახალი დეტალები სასამართლოს დარბაზიდან
Sputnik საქართველო
ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლოში თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფთა უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებენ 01.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-01T23:10+0400
2023-03-01T23:10+0400
2023-03-01T23:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
გახმაურებული სასამართლო პროცესები
თბილისის საქალაქო სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262059019_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_debbc5e2fd604485394e6a1d9121cffc.jpg
თბილისი, 1 მარტი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო განაგრძობს ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე მოწმეთა დაკითხვას.ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. საქმეზე დააკავეს ცხრა ადამიანი, მათ შორის, გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი და კომპანია „გრინსერვის+“-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.ცხრავე ბრალდებული პატიმრობაში რჩება და კვლავაც უდანაშაულოდ მიიჩნევს თავს.დაცვის ქვეშ მყოფთა უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობენ ადვოკატებიც, რომლებიც ირწმუნებიან, რომ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობის საკმარისი მტკიცებულებები აქვთ შეგროვებული.აღსანიშნავია, რომ საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილს ბრალდების მხარის არგუმენტებში ეჭვი არ ეპარება.„ბრალდების მხარემ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, ბრალდებულების ბრალს ამტკიცებს“, - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.ამასთან დასძინა, რომ გამოძიება დღემდე ელოდება კიდევ სამი ექსპერტიზის შედეგებს: საინჟინრო, ტექნიკური და ტექნოლოგიური ექსპერტიზისას, რომლებმაც უნდა გასცენ პასუხი კითხვას, რამდენად შეესაბამებოდა ნორმებს მშენებლობა და პროექტი.ამასთან, გამოძიებამ შეძლო საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება საქმის ოთხი ფიგურანტისთვის ბრალის დასამძიმებლად.ფურცხვანიძეს წარდგენილი აქვს დამატებით ბრალი უხარისხო სამუშაოების შესრულებაში, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება და ზიანი მიაყენა ორი ან მეტი ადამიანის ჯანმრთელობას. კომპანია „გრინსერვის+“-ის თანამშრომელს, „მშენექსპერტის“ დირექტორსა და ექსპერტს, რომლებიც ფურცხვანიძესთან ერთად ყალბი დოკუმენტების მომზადების ეპიზოდზე გადიან, ბრალი დაუმძიმდათ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ნაწილში.საქმის დეტალებისაუბარია დამატებით სამუშაოებზე. ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ „გრინსერვის+“-ის მენეჯერს სთხოვა, რომ შადრევანში განთავსებული ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით.მენეჯერმა აღნიშნულის შესახებ აცნობა კომპანიის დირექტორს, რომელმაც, თავის მხრივ, მას დაავალა, აღნიშნული სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის – შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენლისთვის. ამ ფირმამ კი ორი კერძო შემდუღებელი დაიქირავა.გამოძიება ამბობს, რომ ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები. კერძოდ, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს მათ წყლის მილებზე უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.კომპანია „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელმა არ შეამოწმა დაქირავებული მუშების მიერ შესრულებული სამუშაო, ხოლო „გრინსერვის+“-ის საქმეთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.2022 წლის 26 აგვისტოს მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა შადრევნებზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კომპანია „გრინსერვის+“-მა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით ხელშეკრულება გააფორმა კომპანია „მშენექსპერტთან“.კომპანიის დირექტორმა და ინსპექტორმა მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს „გრინსერვის+“-ის თანამშრომელს.გამოძიების ვერსიით, ვინაიდან აღნიშნული დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიასა და „გრინსერვის+“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არ ჩაიბარებდა ამ სახით შესრულებულ სამუშაოებს, კომპანიის თანამშრომელმა, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია „მშენექსპერტის“ დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.2022 წლის 25 აგვისტოს „მშენექსპერტის“ დირექტორმა და ინსპექტორმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262059019_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_0755f82bcf02588148a1538b022a2c54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლო
ვაკის პარკის ტრაგედია - ახალი დეტალები სასამართლოს დარბაზიდან
ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლოში თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფთა უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებენ
თბილისი, 1 მარტი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო განაგრძობს ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე მოწმეთა დაკითხვას.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. საქმეზე დააკავეს ცხრა ადამიანი, მათ შორის, გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი და კომპანია „გრინსერვის+“-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.
ცხრავე ბრალდებული პატიმრობაში რჩება და კვლავაც უდანაშაულოდ მიიჩნევს თავს.
დაცვის ქვეშ მყოფთა უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობენ ადვოკატებიც, რომლებიც ირწმუნებიან, რომ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობის საკმარისი მტკიცებულებები აქვთ შეგროვებული.
„ჩვენ წარვადგინეთ სამი საექსპერტო დასკვნა, რომლებიც ლაშა ფურცხვანიძის სრულ უდანაშაულობას ამტკიცებს. სასამართლოში წარვადგინეთ ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავარი ადამიანი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია შადრევნის ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით, არ არის გამოკითხული და ის მოწმეთა სიაში გვყავს“, - აღნიშნა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა, რომელიც კომპანია „გრინსერვის+“-ის ხელმძღვანელის ინტერესებს იცავს.
აღსანიშნავია, რომ საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილს ბრალდების მხარის არგუმენტებში ეჭვი არ ეპარება.
„ბრალდების მხარემ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, ბრალდებულების ბრალს ამტკიცებს“, - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.
ამასთან დასძინა, რომ გამოძიება დღემდე ელოდება კიდევ სამი ექსპერტიზის შედეგებს: საინჟინრო, ტექნიკური და ტექნოლოგიური ექსპერტიზისას, რომლებმაც უნდა გასცენ პასუხი კითხვას, რამდენად შეესაბამებოდა ნორმებს მშენებლობა და პროექტი.
ამასთან, გამოძიებამ შეძლო საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება საქმის ოთხი ფიგურანტისთვის ბრალის დასამძიმებლად.
ფურცხვანიძეს წარდგენილი აქვს დამატებით ბრალი უხარისხო სამუშაოების შესრულებაში, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება და ზიანი მიაყენა ორი ან მეტი ადამიანის ჯანმრთელობას. კომპანია „გრინსერვის+“-ის თანამშრომელს, „მშენექსპერტის“ დირექტორსა და ექსპერტს, რომლებიც ფურცხვანიძესთან ერთად ყალბი დოკუმენტების მომზადების ეპიზოდზე გადიან, ბრალი დაუმძიმდათ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ნაწილში.
საუბარია დამატებით სამუშაოებზე. ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ „გრინსერვის+“-ის მენეჯერს სთხოვა, რომ შადრევანში განთავსებული ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით.
მენეჯერმა აღნიშნულის შესახებ აცნობა კომპანიის დირექტორს, რომელმაც, თავის მხრივ, მას დაავალა, აღნიშნული სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის – შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენლისთვის. ამ ფირმამ კი ორი კერძო შემდუღებელი დაიქირავა.
გამოძიება ამბობს, რომ ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები. კერძოდ, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს მათ წყლის მილებზე უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.
კომპანია „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელმა არ შეამოწმა დაქირავებული მუშების მიერ შესრულებული სამუშაო, ხოლო „გრინსერვის+“-ის საქმეთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.
2022 წლის 26 აგვისტოს მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა შადრევნებზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კომპანია „გრინსერვის+“-მა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით ხელშეკრულება გააფორმა კომპანია „მშენექსპერტთან“.
კომპანიის დირექტორმა და ინსპექტორმა მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს „გრინსერვის+“-ის თანამშრომელს.
გამოძიების ვერსიით, ვინაიდან აღნიშნული დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიასა და „გრინსერვის+“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არ ჩაიბარებდა ამ სახით შესრულებულ სამუშაოებს, კომპანიის თანამშრომელმა, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია „მშენექსპერტის“ დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.
2022 წლის 25 აგვისტოს „მშენექსპერტის“ დირექტორმა და ინსპექტორმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს.