მოსაზრება: აშშ უკრაინის ქიმიურ ევთანაზიას გეგმავს

© AP Photo / Evgeniy Maloletka
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2023
გამოწერა
უკრაინაში ნატოსა და კიევის მარცხის სიახლოვე ამერიკელებს უბიძგებს ვითარების გარდატეხისკენ ნებისმიერ ფასად, მათ შორის, დონბასში მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გზით. მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ქიმიური აგრესია ისჯება.
რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინას გადაეცა რამდენიმე ვაგონი მომწამლავი ნივთიერება, მათ შორის, აშშ-ში წარმოებული ქიმიური იარაღი „ბი-ზეტი“ (B-Z), ასევე ინდივიდუალური დამცავი საშუალებების მსხვილი პარტია. ვაშინგტონის მიზანია, უკრაინულ ჯარს ამოფარებულებმა, გამოიყენონ მასობრივი განადგურების იარაღი სპეცოპერაციის ზონაში და ამ დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრონ.
მოსკოვში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ჯონ სალივანმა 22 თებერვალს მრავალმნიშვნელოვნად განაცხადა: „რუსეთის ჯარი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში გეგმავს ქიმიური იარაღის გამოყენებას“.
ამასობაში „ბი-ზეტი“ არის აშშ-ის ჯარის მომწამლავი ტაბელური ნივთიერება, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა ვიეტნამის ომის წლებში. ის იწვევს ფსიქოზს, ორიენტაციის დაკარგვას, ჰალუცინაციებს, მეხსიერების დარღვევას. ვაშინგტონმა „ბი-ზეტის“ მარაგების სრული განადგურების შესახებ განცხადება 1990 წელს გაავრცელა, თუმცა შეინარჩუნა ფარმაცევტული წარმოების ბაზაზე სინთეზის შესაძლებლობა – წელიწადში ათობით ტონამდე მოცულობით.
ქიმიური იარაღის აკრძალვისა და მისი განადგურების შესახებ გაეროს კონვენციის შესაბამისად, შეერთებულმა შტატებმა იტვირთა თავისი მარაგის სრულად განადგურება 2023 წლის 30 სექტემბრამდე. უკრაინის ბრძოლის ველი კი ამერიკული ქიმიური იარაღის უტილიზაციისთვის კარგი არჩევანია. ევროპა არნახული მასშტაბის სამხედრო კატასტროფის ზღვარზეა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების „ქიმიური“ კონტრშეტევის ორგანიზებისთვის ამერიკელებმა კიევს მიაწოდეს ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების 55 ათასზე მეტი კომპლექტი და დიდი ოდენობით ანტიდოტები – იპრიტის, ლუიზიტის, ციანიდმჟავას, ფოსფორორგანული მომწამვლელი ნივთიერებების - ზარინისა და ზომანის, ასევე კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვაშინგტონი ცინიკურად ამზადებს უკრაინას ქიმიური ევთანაზიისთვის. უგულებელყოფს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების მძიმე შედეგებს ევროპელი მოკავშირეებისა და აშშ-ის მოსახლეობისთვის.

ამერიკული „რულეტკა“ უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატოსთვის

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის ცნობილია, რომ 2023 წლის 10 თებერვალს დონბასში უცხოელი სპეციალისტების თანხლებით შევიდა მატარებელი, დატვირთული ქიმიური ნივთიერებებით. კრამატორსკის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობისა და უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლების კონტროლის ქვეშ გადმოტვირთეს 16 ჰერმეტული ლითონის ყუთი, რომელთაგან რვას ქიმიური საშიშროების გამაფრთხილებელი ნიშანი ჰქონდა – წარწერა „ბი-ზეტი“.
იქვე, კრამატორსკში 19 თებერვალს ჩამოიტვირთა 11 ვაგონი ნატოს საბრძოლო მასალა სპეციალური მარკირებით.
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკული ქიმიური იარაღისა და მისგან დამცავი საშუალებების ერთდროულად გადაცემა იმაზე მიუთითებს, რომ დონბასში მიმდინარეობს მზადება ფსიქოტროპული მომწამვლელი ნივთიერება „ბი-ზეტის“ გამოსაყენებლად. მისი გამოყენება იკრძალება „ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ“ კონვენციის პირველი მუხლით, მაგრამ პენტაგონმა მაინც დაუშვა ომში ქიმიური ნივთიერებების გამოყენება საშტატო საბრძოლო მასალის ფართო სპექტრის გამოყენებით. აშშ-ს სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სხვადასხვა ქვეყანაში არაერთხელ გამოუყენებია პროვოკაციები ქიმიური იარაღით „უცხო დროშის ქვეშ“.
ექსპერიმენტები რუსეთის ტერიტორიაზე ვაშინგტონისთვის და აშშ-ის მოსახლეობისთვის მეტად სახიფათოა. ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებს ბუმერანგივით მიუბრუნდება. ამერიკელები იმედოვნებენ, რომ ბრძოლის პირობებში საერთაშორისო საზოგადოება ვერ ჩაატარებს ეფექტურ გამოძიებას, რეალური ორგანიზატორები და შემსრულებლები ჩრდილში აღმოჩნდებიან, ყველაფერი კი რუსეთს დაბრალდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს ოფიციალურად გააფრთხილა უკრაინის დასავლელი პარტნიორები გარდაუვალ საპასუხო ზომებზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში: „ნამდვილ დამნაშავეებს დავადგენთ და დავსჯით“.
უგუნურობაა იმ იმედით მოქმედება, რომ დონბასში ამერიკული წარმოების ქიმიური იარაღის გამოყენება დაუსჯელი დარჩება. სპეცოპერაციის ზონაში განთავსებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქიმიური ლაბორატორიების ანალიტიკური შესაძლებლობები იძლევა გამოყენებული ქიმიკატის სახეობის უტყუარად განსაზღვრის საშუალებას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0