ოკაცეს კანიონს „საქართველოს ყველაზე სათავგადასავლო ეროვნული პარკის” ტიტული მიენიჭა

© photo: Sputnik / Stringerოკაცეს კანიონი
ოკაცეს კანიონი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2023
გამოწერა
ოკაცეს კანიონს საქართველოში პირველი კლდეზე კიდული ბილიკი მიუყვება.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. ოკაცეს კანიონი „საქართველოს ყველაზე სათავგადასავლო ეროვნული პარკის” ტიტულის მფლობელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებულ ყოველწლიურ კონკურსში Welcome to Georgia წელს შვიდი დაცული ტერიტორია იყო ჩართული. გამარჯვებული საერთაშორისო და ქართველი პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოკაცეს კანიონი ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულებს დაუვიწყარ თავგადასავლებს სთავაზობს.
ოკაცეს კანიონი ქუთაისიდან 50 კილომეტრში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში მდებარეობს. კანიონს საქართველოში პირველი კლდეზე კიდული ბილიკი მიუყვება. ბილიკი ვიწროა და წრიული მოგზაურობა მხოლოდ ერთი მიმართულებითაა შესაძლებელი. 780 მეტრი სიგრძის კიდული ბილიკი 152 მეტრის სიმაღლეზეა, ბილიკის გვირგვინს კი პანორამული გადასახედი წარმოადგენს.
საქართველოს ნაკრძალებში ვიზიტორების რიცხვი სწრაფი ტემპებით იზრდება>>
კანიონში უამრავი ტბა და ჩანჩქერია. ერთ-ერთი ტბის – ოსხაპოს სიგრძე 60 მეტრია. 2011 წელს კანიონს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა.
განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა კინჩხის სამკასკადიანი ჩანჩქერი, რომელიც პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერია. პირველი კასკადის სიმაღლე 25 მეტრია, მეორის – 70, მესამის – 35 მეტრი.
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0