https://sputnik-georgia.com/20230301/mkvleloba-gorsi-dakavebulia-erti-piri-275361424.html
გორში მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
გორში მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 01.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-01T12:46+0400
2023-03-01T12:46+0400
2023-03-01T16:30+0400
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
გორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24421/09/244210991_0:143:3133:1905_1920x0_80_0_0_b67d889803d47b794c61f41475ae880d.jpg
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი „ცხელ კვალზე“ დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შემთხვევა გორში გუშინ მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.მიღებული ჭრილობების შედეგად ერთ-ერთი დაჭრილი, 33 წლის მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე, 27 წლის მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ავტოხელოსანი, რომლისგანაც უფასო მომსახურების მიღებას, კერძოდ, მანქანის შეღებვას ითხოვდნენ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ხელოსანმა კი პასუხად ამჯერად მათ ცეცხლი გაუხსნა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
გორი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24421/09/244210991_201:0:2932:2048_1920x0_80_0_0_490c03351ab0dfa9e50a26d57ac78123.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, გორი
შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, გორი
გორში მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
12:46 01.03.2023 (განახლებულია: 16:30 01.03.2023) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი „ცხელ კვალზე“ დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა გორში გუშინ მოხდა. გამოძიების
მიხედვით, ბრალდებულმა ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
მიღებული ჭრილობების შედეგად ერთ-ერთი დაჭრილი, 33 წლის მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე, 27 წლის მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ავტოხელოსანი, რომლისგანაც უფასო მომსახურების მიღებას, კერძოდ, მანქანის შეღებვას ითხოვდნენ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ხელოსანმა კი პასუხად ამჯერად მათ ცეცხლი გაუხსნა.