https://sputnik-georgia.com/20230301/lavrovma-marcvleulis-setanxmebos-gagrzelebis-pirobebi-daasaxela-275384971.html
ლავროვმა მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების პირობები დაასახელა
ლავროვმა მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების პირობები დაასახელა
Sputnik საქართველო
მარცვლეულის შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინული ხორბლის გატანას შავი ზღვით სამი ნავსადგურიდან, მათ შორის, ოდესიდან 01.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-01T23:30+0400
2023-03-01T23:30+0400
2023-07-20T15:55+0400
ახალი ამბები
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/01/275377883_0:270:2682:1779_1920x0_80_0_0_3e46715ee5e5e1929b6d6aa3422a7488.jpg
თბილისი, 1 მარტი - Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დარწმუნებულია, რომ მარცვლეულის გარიგების გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. ამის შესახებ დიპლომატმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას განაცხადა.თავდაპირველი შეთანხმების ვადა 2022 წლის 18 ნოემბერს ამოიწურა, მაგრამ ის ითვალისწინებდა 2023 წლის 18 მარტამდე ავტომატურად გაგრძელებას, თუ მხარეები წინააღმდეგი არ იქნებოდნენ.როგორც „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, ლავროვის შეხვედრა თურქ კოლეგასთან ოცეულის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში 1 მარტს ნიუ-დელიში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. განსახილველ საკითხთა შორის იყო თურქეთისთვის დახმარების აღმოჩენა მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაში.ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებას რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა გასული წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი. ის ითვალისწინებს უკრაინული ხორბლის, სურსათისა და სასუქების გატანას შავი ზღვით სამი ნავსადგურიდან, მათ შორის, ოდესიდან. შეთანხმებას ვადა ეწურებოდა 2022 წლის 18 ნოემბერს, მაგრამ ის ითვალისწინებდა ავტომატურად 120 დღით, 18 მარტამდე გაგრძელებას, თუ რომელიმე მხარე წინააღმდეგი არ იქნებოდა.მარცვლეულის გარიგება არის იმ შეთანხმებების ნაწილი, რომლებიც ითვალისწინებენ რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას - მოსკოვი აღნიშნავდა, რომ სწორედ ეს ნაწილი არ შესრულებულა. ამასთან, გაეროს მხრიდან იყო დაპირება, რომ შეზღუდვები მოიხსნებოდა.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/01/275377883_0:18:2682:2030_1920x0_80_0_0_dc4f0e9a4880167f0e415d25414aa173.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
ლავროვმა მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების პირობები დაასახელა
23:30 01.03.2023 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) მარცვლეულის შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინული ხორბლის გატანას შავი ზღვით სამი ნავსადგურიდან, მათ შორის, ოდესიდან
თბილისი, 1 მარტი - Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დარწმუნებულია, რომ მარცვლეულის გარიგების გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. ამის შესახებ დიპლომატმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას განაცხადა.
თავდაპირველი შეთანხმების ვადა 2022 წლის 18 ნოემბერს ამოიწურა, მაგრამ ის ითვალისწინებდა 2023 წლის 18 მარტამდე ავტომატურად გაგრძელებას, თუ მხარეები წინააღმდეგი არ იქნებოდნენ.
როგორც „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, ლავროვის შეხვედრა თურქ კოლეგასთან ოცეულის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში 1 მარტს ნიუ-დელიში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. განსახილველ საკითხთა შორის იყო თურქეთისთვის დახმარების აღმოჩენა მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაში.
„შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის რეალიზაციის პერსპექტივების განხილვისას რუსეთის მხარემ ხაზი გაუსვა, რომ მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების მწარმოებლების ინტერესების გათვალისწინების შემთხვევაში მსოფლიო ბაზრებზე შეუფერხებლად დაშვების კუთხით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებას რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა გასული წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი. ის ითვალისწინებს უკრაინული ხორბლის, სურსათისა და სასუქების გატანას შავი ზღვით სამი ნავსადგურიდან, მათ შორის, ოდესიდან. შეთანხმებას ვადა ეწურებოდა 2022 წლის 18 ნოემბერს, მაგრამ ის ითვალისწინებდა ავტომატურად 120 დღით, 18 მარტამდე გაგრძელებას, თუ რომელიმე მხარე წინააღმდეგი არ იქნებოდა.
მარცვლეულის გარიგება არის იმ შეთანხმებების ნაწილი, რომლებიც ითვალისწინებენ რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას - მოსკოვი აღნიშნავდა, რომ სწორედ ეს ნაწილი არ შესრულებულა. ამასთან, გაეროს მხრიდან იყო დაპირება, რომ შეზღუდვები მოიხსნებოდა.