https://sputnik-georgia.com/20230301/gardaicvala-jaz-musikosi-tamaz-yurasvili-275367982.html
გარდაიცვალა მუსიკოსი თამაზ ყურაშვილი
გარდაიცვალა მუსიკოსი თამაზ ყურაშვილი
Sputnik საქართველო
თამაზ ყურაშვილი იყო პირველი, ვისაც ჯაზის სფეროში ვარსკვლავი გაუხსნეს. 01.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-01T14:54+0400
2023-03-01T14:54+0400
2023-03-01T17:30+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/17/250133520_211:72:1280:673_1920x0_80_0_0_011bc706e4e9dc30e49d389d66da2a8f.jpg
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. კომპოზიტორი, მუსიკოსი, ჯაზმენი თამაზ (თათუზა) ყურაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსის მეგობრებმა გაავრცელეს.თამაზ ყურაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.იყო ფილარმონიის ანსამბლ „დიელოს“, ანსამბლ „ჩანგის“, ასევე რადიოსა და ტელევიზიის კომიტეტის საესტრადო ორკესტრის სოლისტი; 1979 წლიდან ჯაზ-ანსამბლის ხელმძღვანელი; საესტრადო-სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.თამაზ ყურაშვილი არის კომპოზიტორი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა „სუფთა დაფა“, მხატვრული ფილმის „ისინი“, ასევე თელავის დრამატული თეატრის სპექტაკლის „ათვინიერებენ მიმინოს“.წლების განმავლობაში მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ფესტივალებში. იყო მრავალი ქვეყნის ჯაზის ფესტივალების ლაურეატი. 1987 წლიდან წლების განმავლობაში მუშაობდა აშშ-ში ჯაზის ცნობილ შემსრულებლებთან ჯონ ბერდთან და სტივენ ჯორდანთან ერთად. მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ კონცერტსა და ჯაზის საღამოში.თამაზ ყურაშვილს 2011 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიენიჭა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/17/250133520_311:54:1280:781_1920x0_80_0_0_a75eac37a294518c6a7ded5e8eeb5756.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
გარდაიცვალა მუსიკოსი თამაზ ყურაშვილი
14:54 01.03.2023 (განახლებულია: 17:30 01.03.2023) თამაზ ყურაშვილი იყო პირველი, ვისაც ჯაზის სფეროში ვარსკვლავი გაუხსნეს.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. კომპოზიტორი, მუსიკოსი, ჯაზმენი თამაზ (თათუზა) ყურაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსის მეგობრებმა გაავრცელეს.
თამაზ ყურაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
იყო ფილარმონიის ანსამბლ „დიელოს“, ანსამბლ „ჩანგის“, ასევე რადიოსა და ტელევიზიის კომიტეტის საესტრადო ორკესტრის სოლისტი; 1979 წლიდან ჯაზ-ანსამბლის ხელმძღვანელი; საესტრადო-სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
თამაზ ყურაშვილი არის კომპოზიტორი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა „სუფთა დაფა“, მხატვრული ფილმის „ისინი“, ასევე თელავის დრამატული თეატრის სპექტაკლის „ათვინიერებენ მიმინოს“.
წლების განმავლობაში მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ფესტივალებში. იყო მრავალი ქვეყნის ჯაზის ფესტივალების ლაურეატი. 1987 წლიდან წლების განმავლობაში მუშაობდა აშშ-ში ჯაზის ცნობილ შემსრულებლებთან ჯონ ბერდთან და სტივენ ჯორდანთან ერთად. მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ კონცერტსა და ჯაზის საღამოში.
თამაზ ყურაშვილს 2011 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიენიჭა.