https://sputnik-georgia.com/20230301/espanetsi-evropis-yvelaze-metad-zebnili-piri-daakaves-275369199.html
დაკავებულია ევროპაში ყველაზე მეტად ძებნილი პირი
დაკავებულია ევროპაში ყველაზე მეტად ძებნილი პირი
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ესპანეთის პოლიციამ მურსიის სავაჭრო ცენტრში დააკავა პირი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მეტად ძებნილ დამნაშავედ მიიჩნეოდა... 01.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-01T18:00+0400
2023-03-01T18:00+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
ესპანეთი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23871/30/238713059_0:54:1024:630_1920x0_80_0_0_b910a16d59d7f1feee790fa98881c652.jpg
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ესპანეთის პოლიციამ მურსიის სავაჭრო ცენტრში დააკავა პირი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მეტად ძებნილ დამნაშავედ მიიჩნეოდა, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირის საქმე 2015 წელს დაიწყო, როდესაც მან თანამზრახველებთან ერთად უკიდურესად სასტიკი ფორმით გაძარცვა ნიდერლანდის ორი საიუველირო მაღაზია. ერთ-ერთი თავდასხმისას მას ადამიანიც შემოაკვდა.ამ დანაშაულებისთვის მამაკაცს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელსაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იხდიდა, ვინაიდან სერიოზული ფსიქიკური დარღვევები აღმოაჩნდა.თუმცა გასული წლის ივნისში მან და კიდევ ერთმა პატიმარმა, რომელიც მსგავსი ქმედებებისთვის იხდიდა კლინიკაში სასჯელს, გაქცევა მოახერხეს. მათ კედელში ხვრელი გათხარეს და გარეთ გააღწიეს, სადაც ავტომობილი ელოდებოდათ.მამაკაცმა ესპანეთში გაქცევა მოასწრო, მისი თანამზრახველი კი პოლიციამ ერთი კვირის შემდეგ დააკავა.სწორედ მაშინ შეიყვანეს ENFAST-მა და EUROPOL-მა ის ევროპის ყველაზე მეტად ძებნილი პირების სიაში. ნიდერლანდის ხელისუფლებამ ჯილდოდ 10 ათასი ევრო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც პოლიციას გაქცეულის დაკავებაში დაეხმარებოდა.გამოძიების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ ესპანეთის პოლიციამ ნიდერლანდელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მურსიის სავაჭრო ცენტრის შესასვლელ-გასასვლელები გადაკეტა და დამნაშავე აიყვანა.მისი ვინაობის, ეროვნებისა და შემდგომი ბედის შესახებ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23871/30/238713059_58:0:967:682_1920x0_80_0_0_2c147d289b7a7360157580c6e9de4f5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ესპანეთი , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ესპანეთი , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ესპანეთის პოლიციამ მურსიის სავაჭრო ცენტრში დააკავა პირი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მეტად ძებნილ დამნაშავედ მიიჩნეოდა,
ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირის საქმე 2015 წელს დაიწყო, როდესაც მან თანამზრახველებთან ერთად უკიდურესად სასტიკი ფორმით გაძარცვა ნიდერლანდის ორი საიუველირო მაღაზია. ერთ-ერთი თავდასხმისას მას ადამიანიც შემოაკვდა.
ამ დანაშაულებისთვის მამაკაცს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელსაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იხდიდა, ვინაიდან სერიოზული ფსიქიკური დარღვევები აღმოაჩნდა.
თუმცა გასული წლის ივნისში მან და კიდევ ერთმა პატიმარმა, რომელიც მსგავსი ქმედებებისთვის იხდიდა კლინიკაში სასჯელს, გაქცევა მოახერხეს. მათ კედელში ხვრელი გათხარეს და გარეთ გააღწიეს, სადაც ავტომობილი ელოდებოდათ.
მამაკაცმა ესპანეთში გაქცევა მოასწრო, მისი თანამზრახველი კი პოლიციამ ერთი კვირის შემდეგ დააკავა.
სწორედ მაშინ შეიყვანეს ENFAST-მა და EUROPOL-მა ის ევროპის ყველაზე მეტად ძებნილი პირების სიაში. ნიდერლანდის ხელისუფლებამ ჯილდოდ 10 ათასი ევრო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც პოლიციას გაქცეულის დაკავებაში დაეხმარებოდა.
გამოძიების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ ესპანეთის პოლიციამ ნიდერლანდელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მურსიის სავაჭრო ცენტრის შესასვლელ-გასასვლელები გადაკეტა და დამნაშავე აიყვანა.
მისი ვინაობის, ეროვნებისა და შემდგომი ბედის შესახებ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.