https://sputnik-georgia.com/20230301/1-marts-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-275301320.html
1 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
1 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 1 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები... 01.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-01T00:15+0400
2023-03-01T00:15+0400
2023-03-01T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252355292_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_e60d644c577232737d5994565e2fdb7d.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.1-10 მარტი1-10 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.ამ პერიოდში დაბადებულებს იუპიტერი მართავს და მათ მგრძნობიარობასა და განსაკუთრებულ მაგნეტიზმს ანიჭებს. ისინი ძალზე კარგი, პატიოსანი ადამიანები არიან, თუმცა არც ქედმაღლობა აკლიათ.მნიშვნელოვანი წლებია: 25, 36, 52, 60,72, 75.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ყაყაჩო.როგორც წესი, ამ დეკადაში დაბადებულებს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია, თუ საკუთარი ძალების რწმენა, ამტანობა და მიზანსწრაფულობა შეემატებათ. თუ ამ თვისებებს გამოიმუშავებენ, ბევრის მიღწევას შეძლებენ.1 მარტს დაბადებულები1 მარტს დაბადებულებს მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვთ. არიან გამჭრიახი გონებისა და, ამავდროულად, დაუცველი, ძალზე მგრძნობიარე სულის პატრონი. უდიდესი შინაგანი პოტენციალის ფონზე, შესაძლოა, მერყევი ადამიანები იყვნენ. ვერც მშვიდი ცხოვრებით დაიკვეხნიან, მათი ცხოვრება სხვადასხვა და სწრაფად ცვლადი სიტუაციებით არის აღსავსე. მათთვის აუცილებელი გახდება ხასიათის შეცვლა, რათა გახდნენ უფრო მტკიცე ხასიათის და მიზანს მიაღწიონ. ჰყავთ ბევრი მეგობარი, მაგრამ ამავე დროს - მტერიც. და მაინც, ამ ადამიანებს კეთილდღეობის მიღწევისთვის დიდი შესაძლებლობები აქვთ.მთავარი რომანტიკოსი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებში - რეიტინგი>>1 მარტს დაბადებულებს გადმოცემის არტისტული მანერა ახასიათებთ და თან, ამავე დროს, ამაში სიყალბის ნიშანიც არ არის. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პროზაულ რეალობაში მრავალფეროვნება შეიტანონ, გარშემო სილამაზე დაინახონ და ის ნაცრისფერ ყოველდღიურობაში გადმოიტანონ, რაც ხანდახან მნიშვნელოვან საქმესაც აზარალებს. მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფებისთვის რამდენადმე ქარაფშუტა და ოცნებებში მოფარფატე ადამიანებად ჩანან, საქმეში ლოგიკით ხელმძღვანელობენ. ლოგიკას კი პირად ცხოვრებაში სრულიად უარყოფენ. თუ სურვილი ექნებათ, ამ დღეს დაბადებულებს შეუძლიათ დააგვიანონ, მიცემული პირობა არ შეასრულონ და ამ დროს დაისვენონ - ეს მათი სრულებით შეგნებული გადაწყვეტილება იქნება. მაგრამ საკუთარი შრომის ორგანიზება მათ უდიდესი პუნქტუალობით შეუძლიათ.ამ დღეს დაბადებულთა უმრავლესობა დღეს, შეიძლება ითქვას, წუთობრივად გეგმავს, იუველირული სიზუსტით, სკრუპულოზურად ასრულებს დასახულ საქმეებს. მათ შრომისუნარიანობაზე არანაირი განწყობა თუ ცხოვრებისეული მოვლენა არ მოქმედებს. ამიტომ დისციპლინა და დაგეგმვა მათი ყოფის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუმცა, არარსებობა - ფატალური არ არის. 1 მარტს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია გარეგნობა, ბევრისთვის ესთეტიკური საწყისი პირველხარისხოვან როლს ასრულებს, სწამთ, რომ ესთეტიკა წარმატების ლოკომოტივია. მათ თავი ისეთი საქმიანობაში უნდა სცადონ, სადაც გამოადგებათ მათთვის დამახასიათებელი დიპლომატიურობა, მომხიბლაობა, სხვებზე შეუმჩნეველი ზეგავლენის მოხდენის უნარი.რაშია მომთხოვნი ზოდიაქოს თითოეული ნიშანი>>1 მარტს დაბადებულები კატეგორიულად მკაცრი და ხანდახან სასტიკიც არიან ბოროტი, გაუზრდელი, უხეში ადამიანების მიმართ. მათ უყვართ თბილი, მეგობრული კამპანიები, აღმერთებენ გულწრფელ სიცილს. საერთოდ ვერ იტანენ პრობლემებს პირად ცხოვრებაში. ოჯახში ძალზე მომთხოვნი და მკაცრი არიან, ამიტომ მათთან ერთად ცხოვრება ჭირს. პირად ბედნიერებას რომ მიაღწიონ, ამ დღეს დაბადებულებმა მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინონ. არიან რა ძალზე ორგანიზებული, ექსტრემალურ ან რთულ ვითარებებში შეიძლება გულს გაჰყვნენ და არ დაფიქრდნენ, რამდენად მიზანშეწონილია ესა თუ ის საქციელი.ჯანმრთელობა1 მარტს დაბადებულებისთვის უცხოა ექიმის რჩევების გათვალისწინება და საერთოდ, ჯანმრთელობის გაფრთხილება. სწორედ აქედან მოდის მათი პრობლემებიც - არ იცავენ დიეტას და არ ვარჯიშობენ. ისინი მეტი სერიოზულობით უნდა მოეკიდონ თავიანთ ჯანმრთელობას და მოუსმინონ სპეციალისტების რჩევებს. ძალზე მნიშვნელოვანია დროისა და ძალების სწორი გადანაწილება მუშაობასა და დასვენებაზე.რჩევა:ნუ იჩქარებთ გაქცევასა და კარის მოჯახუნებას. შეაკავეთ შინაგანი აგრესია. გაარკვიეთ, რა განიჭებთ კმაყოფილებას და გააკონტროლეთ ემოციები, რომ მათ შეუფერებელ დროს არ მართონ თქვენი ცხოვრება.
https://sputnik-georgia.com/20210220/Tevzebi-zogadi-daxasiaTeba-250948657.html
https://sputnik-georgia.com/20220111/zodiaqo-reitingebi-siyvaruli-megobroba-musaoba-263516202.html
https://sputnik-georgia.com/20220728/dieta-zodiaqos-nisnebistvis-268952562.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252355292_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_08831775477e4306b2934a80a407ba99.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
1 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 1 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
1-10 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულებს იუპიტერი მართავს და მათ მგრძნობიარობასა და განსაკუთრებულ მაგნეტიზმს ანიჭებს. ისინი ძალზე კარგი, პატიოსანი ადამიანები არიან, თუმცა არც ქედმაღლობა აკლიათ.
მნიშვნელოვანი წლებია: 25, 36, 52, 60,72, 75.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ყაყაჩო.
როგორც წესი, ამ დეკადაში დაბადებულებს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია, თუ საკუთარი ძალების რწმენა, ამტანობა და მიზანსწრაფულობა შეემატებათ. თუ ამ თვისებებს გამოიმუშავებენ, ბევრის მიღწევას შეძლებენ.
1 მარტს დაბადებულებს მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვთ. არიან გამჭრიახი გონებისა და, ამავდროულად, დაუცველი, ძალზე მგრძნობიარე სულის პატრონი. უდიდესი შინაგანი პოტენციალის ფონზე, შესაძლოა, მერყევი ადამიანები იყვნენ. ვერც მშვიდი ცხოვრებით დაიკვეხნიან, მათი ცხოვრება სხვადასხვა და სწრაფად ცვლადი სიტუაციებით არის აღსავსე. მათთვის აუცილებელი გახდება ხასიათის შეცვლა, რათა გახდნენ უფრო მტკიცე ხასიათის და მიზანს მიაღწიონ. ჰყავთ ბევრი მეგობარი, მაგრამ ამავე დროს - მტერიც. და მაინც, ამ ადამიანებს კეთილდღეობის მიღწევისთვის დიდი შესაძლებლობები აქვთ.
1 მარტს დაბადებულებს გადმოცემის არტისტული მანერა ახასიათებთ და თან, ამავე დროს, ამაში სიყალბის ნიშანიც არ არის. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პროზაულ რეალობაში მრავალფეროვნება შეიტანონ, გარშემო სილამაზე დაინახონ და ის ნაცრისფერ ყოველდღიურობაში გადმოიტანონ, რაც ხანდახან მნიშვნელოვან საქმესაც აზარალებს.
მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფებისთვის რამდენადმე ქარაფშუტა და ოცნებებში მოფარფატე ადამიანებად ჩანან, საქმეში ლოგიკით ხელმძღვანელობენ. ლოგიკას კი პირად ცხოვრებაში სრულიად უარყოფენ. თუ სურვილი ექნებათ, ამ დღეს დაბადებულებს შეუძლიათ დააგვიანონ, მიცემული პირობა არ შეასრულონ და ამ დროს დაისვენონ - ეს მათი სრულებით შეგნებული გადაწყვეტილება იქნება. მაგრამ საკუთარი შრომის ორგანიზება მათ უდიდესი პუნქტუალობით შეუძლიათ.
ამ დღეს დაბადებულთა უმრავლესობა დღეს, შეიძლება ითქვას, წუთობრივად გეგმავს, იუველირული სიზუსტით, სკრუპულოზურად ასრულებს დასახულ საქმეებს. მათ შრომისუნარიანობაზე არანაირი განწყობა თუ ცხოვრებისეული მოვლენა არ მოქმედებს. ამიტომ დისციპლინა და დაგეგმვა მათი ყოფის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუმცა, არარსებობა - ფატალური არ არის.
1 მარტს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია გარეგნობა, ბევრისთვის ესთეტიკური საწყისი პირველხარისხოვან როლს ასრულებს, სწამთ, რომ ესთეტიკა წარმატების ლოკომოტივია. მათ თავი ისეთი საქმიანობაში უნდა სცადონ, სადაც გამოადგებათ მათთვის დამახასიათებელი დიპლომატიურობა, მომხიბლაობა, სხვებზე შეუმჩნეველი ზეგავლენის მოხდენის უნარი.
1 მარტს დაბადებულები კატეგორიულად მკაცრი და ხანდახან სასტიკიც არიან ბოროტი, გაუზრდელი, უხეში ადამიანების მიმართ. მათ უყვართ თბილი, მეგობრული კამპანიები, აღმერთებენ გულწრფელ სიცილს. საერთოდ ვერ იტანენ პრობლემებს პირად ცხოვრებაში. ოჯახში ძალზე მომთხოვნი და მკაცრი არიან, ამიტომ მათთან ერთად ცხოვრება ჭირს. პირად ბედნიერებას რომ მიაღწიონ, ამ დღეს დაბადებულებმა მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინონ. არიან რა ძალზე ორგანიზებული, ექსტრემალურ ან რთულ ვითარებებში შეიძლება გულს გაჰყვნენ და არ დაფიქრდნენ, რამდენად მიზანშეწონილია ესა თუ ის საქციელი.
1 მარტს დაბადებულებისთვის უცხოა ექიმის რჩევების გათვალისწინება და საერთოდ, ჯანმრთელობის გაფრთხილება. სწორედ აქედან მოდის მათი პრობლემებიც - არ იცავენ დიეტას და არ ვარჯიშობენ. ისინი მეტი სერიოზულობით უნდა მოეკიდონ თავიანთ ჯანმრთელობას და მოუსმინონ სპეციალისტების რჩევებს. ძალზე მნიშვნელოვანია დროისა და ძალების სწორი გადანაწილება მუშაობასა და დასვენებაზე.
ნუ იჩქარებთ გაქცევასა და კარის მოჯახუნებას. შეაკავეთ შინაგანი აგრესია. გაარკვიეთ, რა განიჭებთ კმაყოფილებას და გააკონტროლეთ ემოციები, რომ მათ შეუფერებელ დროს არ მართონ თქვენი ცხოვრება.