https://sputnik-georgia.com/20230301/-------275366797.html
კახეთში გატაცებული ცხვრების ამბავს კრიმინალური ავტორიტეტი არკვევდა
კახეთში გატაცებული ცხვრების ამბავს კრიმინალური ავტორიტეტი არკვევდა
დანაშაულები 4-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 01.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-01T14:50+0400
2023-03-01T14:50+0400
2023-03-01T17:27+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/08/234320834_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_a616d52f7b8e17f7ce8c9ec89d483d5d.jpg
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვის ბრალდებით კახეთში ხუთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დაკავებულთა ასაკი 38-დან 51 წლამდე მერყეობს. მათგან ორს გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც ედავება.აღნიშნულ საქმეზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს კიდევ ორი პირის ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი ფერმიდან ძალადობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ გაიტაცეს 600 სული ცხვარი. დაზარალებული ფერმერის მხარემ კონფლიქტის გარკვევის და დავის მოგვარების მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა.გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალურმა ავტორიტეტმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება მწყემსებს, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ერთ-ერთი პირის კუთვნილ 1.068 ცხვარს.პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო „აკ-74“-ის სისტემის ავტომატი, მჭიდი და ვაზნები, აგრეთვე „ნაგანის“ სისტემის პისტოლეტი ვაზნებით.გამოძიება სსკ-ის 178-ე, 236-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 4-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/08/234320834_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_ec058aa64384e04f20fa1889798e68f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
კახეთში გატაცებული ცხვრების ამბავს კრიმინალური ავტორიტეტი არკვევდა
14:50 01.03.2023 (განახლებულია: 17:27 01.03.2023) დანაშაულები 4-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვის ბრალდებით კახეთში ხუთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა ასაკი 38-დან 51 წლამდე მერყეობს. მათგან ორს გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც ედავება.
აღნიშნულ საქმეზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს კიდევ ორი პირის ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი ფერმიდან ძალადობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ გაიტაცეს 600 სული ცხვარი. დაზარალებული ფერმერის მხარემ კონფლიქტის გარკვევის და დავის მოგვარების მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალურმა ავტორიტეტმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება მწყემსებს, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ერთ-ერთი პირის კუთვნილ 1.068 ცხვარს.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო „აკ-74“-ის სისტემის ავტომატი, მჭიდი და ვაზნები, აგრეთვე „ნაგანის“ სისტემის პისტოლეტი ვაზნებით.
გამოძიება სსკ-ის 178-ე, 236-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 4-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.