https://sputnik-georgia.com/20230228/sawvavs-iparavdnen-dakavebulta-shoris-policielebic-arian-275305019.html
საწვავს იპარავდნენ: დაკავებულთა შორის პოლიციელებიც არიან
საწვავს იპარავდნენ: დაკავებულთა შორის პოლიციელებიც არიან
Sputnik საქართველო
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 28.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-28T12:13+0400
2023-02-28T12:13+0400
2023-02-28T15:50+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით რვა პირი, მათ შორის, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები თბილისში, რკინიგზის მახარისხებელ სავაგონო პარკში არსებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ვაგონ-ცისტერნიდან დიდი ოდენობით საწვავს იპარავდნენ. ამისთვის ისინი სპეციალურად დამონტაჟებული სატუმბს – ე.წ. პომპას იყენებდნენ.ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ვაგონ-ცისტერნიდან მოპარული დაახლოებით 1,5 ტონა საწვავი, რომელიც მოთავსებული იყო 20-ლიტრიან 87 ბიდონში. ასევე ამოღებულია 127 ცარიელი 20-ლიტრიანი ბიდონი.გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება
საწვავს იპარავდნენ: დაკავებულთა შორის პოლიციელებიც არიან
12:13 28.02.2023 (განახლებულია: 15:50 28.02.2023) დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით რვა პირი, მათ შორის, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები თბილისში, რკინიგზის მახარისხებელ სავაგონო პარკში არსებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ვაგონ-ცისტერნიდან დიდი ოდენობით საწვავს იპარავდნენ. ამისთვის ისინი სპეციალურად დამონტაჟებული სატუმბს – ე.წ. პომპას იყენებდნენ.
ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ვაგონ-ცისტერნიდან მოპარული დაახლოებით 1,5 ტონა საწვავი, რომელიც მოთავსებული იყო 20-ლიტრიან 87 ბიდონში. ასევე ამოღებულია 127 ცარიელი 20-ლიტრიანი ბიდონი.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.