https://sputnik-georgia.com/20230228/saqartvelos-girsshesanishnaobebi-kojori-photo-275346693.html
საქართველოს ღირსშესანიშნაობები: კოჯორი, აზეულას ციხე და ბერიას აგარაკი - ფოტო
საქართველოს ღირსშესანიშნაობები: კოჯორი, აზეულას ციხე და ბერიას აგარაკი - ფოტო
Sputnik საქართველო
კოჯორი თბილისის მახლობლად მდებარე დაბაა, სადამდე მისასვლელადაც გზაში სულ ნახევარი საათი დაგჭირდებათ. 28.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-28T21:24+0400
2023-02-28T21:24+0400
2023-02-28T23:00+0400
ფოტო
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1c/275323967_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_9f8d2512fa490cf965838198ab432d87.jpg
რითაა საინტერესო კოჯორი? აქ უამრავ საინტერესო რამეს იხილავთ, რასაც ფოტომასალაში მოგითხრობთ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1c/275323967_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_3e8b4173b41d6a9f23baca7eba1af708.jpg Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფოტო, მულტიმედია, фото
საქართველოს ღირსშესანიშნაობები: კოჯორი, აზეულას ციხე და ბერიას აგარაკი - ფოტო 21:24 28.02.2023 (განახლებულია: 23:00 28.02.2023 )
კოჯორი თბილისის მახლობლად მდებარე დაბაა, სადამდე მისასვლელადაც გზაში სულ ნახევარი საათი დაგჭირდებათ.
რითაა საინტერესო კოჯორი? აქ უამრავ საინტერესო რამეს იხილავთ, რასაც ფოტომასალაში მოგითხრობთ.
© photo: Sputnik / Stringer კოჯრის განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობა აზეულას ციხეა
კოჯრის განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობა აზეულას ციხეა
© photo: Sputnik / Stringer ის XI საუკუნეში აიგო
© photo: Sputnik / Stringer მიუხედავად ციხის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, ის განსაკუთრებით ცნობილი იმითაა, რომ თამარ მეფემ სწორედ აქ გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წუთები
მიუხედავად ციხის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, ის განსაკუთრებით ცნობილი იმითაა, რომ თამარ მეფემ სწორედ აქ გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წუთები
© photo: Sputnik / Stringer სანამ ციხისკენ წავალთ, შეგვიძლია თვითონ კოჯორი დავათვალიეროთ
სანამ ციხისკენ წავალთ, შეგვიძლია თვითონ კოჯორი დავათვალიეროთ
© photo: Sputnik / Stringer ცოტამ თუ იცის, რომ საბჭოთა დროში კოჯორში ბერიას აგარაკი მდებარეობდა
ცოტამ თუ იცის, რომ საბჭოთა დროში კოჯორში ბერიას აგარაკი მდებარეობდა
© photo: Sputnik / Stringer ბერიას დახვრეტის შემდეგ, 1953 წელს მისი რეზიდენცია სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილებაში დარჩა. შემდეგ მასში გარკვეული დროით ბავშვთა ბანაკი მოეწყო
ბერიას დახვრეტის შემდეგ, 1953 წელს მისი რეზიდენცია სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილებაში დარჩა. შემდეგ მასში გარკვეული დროით ბავშვთა ბანაკი მოეწყო
© photo: Sputnik / Stringer ბანაკის დახურვის შემდეგ რეზიდენცია მიტოვებული იყო, თუმცა თავისი არქიტექტურის წყალობით მაინც იქცევდა ყურადღებას
ბანაკის დახურვის შემდეგ რეზიდენცია მიტოვებული იყო, თუმცა თავისი არქიტექტურის წყალობით მაინც იქცევდა ყურადღებას
© photo: Sputnik / Stringer აქ ბევრი ოთახია, თუმცა საბჭოთა დროიდან აქ აღარაფერი შემორჩა, გარდა რამდენიმე ბუხრისა
აქ ბევრი ოთახია, თუმცა საბჭოთა დროიდან აქ აღარაფერი შემორჩა, გარდა რამდენიმე ბუხრისა
© photo: Sputnik / Stringer ყველაზე საინტერესოდ გამოიყურება ეს დიდი ნათელი ოთახი, რომლის ფანჯრებიც ეზოს გადაჰყურებს
ყველაზე საინტერესოდ გამოიყურება ეს დიდი ნათელი ოთახი, რომლის ფანჯრებიც ეზოს გადაჰყურებს
© photo: Sputnik / Stringer მთავარი ოთახი დაკეტილია. ქუჩიდან მოჩანს მისი ლურჯი ფასადი, თუმცა უკანა მხრიდან კედელი დაზიანებულია
მთავარი ოთახი დაკეტილია. ქუჩიდან მოჩანს მისი ლურჯი ფასადი, თუმცა უკანა მხრიდან კედელი დაზიანებულია
© photo: Sputnik / Stringer მიმდებარედ კიდევ რამდენიმე ნახევრად დანგრეული ნაგებობა დგას, თუმცა ზოგიერთ მათგანში სიცოცხლის კვალი შეინიშნება
მიმდებარედ კიდევ რამდენიმე ნახევრად დანგრეული ნაგებობა დგას, თუმცა ზოგიერთ მათგანში სიცოცხლის კვალი შეინიშნება
© photo: Sputnik / Stringer ცოტა ხნის წინ ბერიას აგარაკი და დაახლოებით 22,5 ათასი კვადრატული მეტრი მიწა აუქციონის წესით კომპანია „იბეროტელმა“ შეიძინა
ცოტა ხნის წინ ბერიას აგარაკი და დაახლოებით 22,5 ათასი კვადრატული მეტრი მიწა აუქციონის წესით კომპანია „იბეროტელმა“ შეიძინა
© photo: Sputnik / Stringer ახლა ეს კერძო საკუთრებაა და მის ტერიტორიაზე შესვლა ნებართვის გარეშე არ ღირს
ახლა ეს კერძო საკუთრებაა და მის ტერიტორიაზე შესვლა ნებართვის გარეშე არ ღირს
© photo: Sputnik / Stringer აზეულას ციხისკენ მიმავალი გზა ჯობს ნავიგატორით მოიძიოთ, ან ადგილობრივებს ჰკითხოთ. ან ისარგებლეთ კოჯრის ავტობუსით, რომლის ბოლო გაჩერებაც ზუსტად ციხისკენ მიმავალი ბილიკის დასაწყისთანაა
აზეულას ციხისკენ მიმავალი გზა ჯობს ნავიგატორით მოიძიოთ, ან ადგილობრივებს ჰკითხოთ. ან ისარგებლეთ კოჯრის ავტობუსით, რომლის ბოლო გაჩერებაც ზუსტად ციხისკენ მიმავალი ბილიკის დასაწყისთანაა
© photo: Sputnik / Stringer თუ ამინდმა გაგიმართლათ, ციხეს ღრუბლებზე მოტივტივესაც დაინახავთ კოჯრის მაღლობებიდან. სანახაობა ენით აუწერლად ლამაზია. თუმცა ციხე სეზონის ყველა დროს შესანიშნავად გამოიყურება
თუ ამინდმა გაგიმართლათ, ციხეს ღრუბლებზე მოტივტივესაც დაინახავთ კოჯრის მაღლობებიდან. სანახაობა ენით აუწერლად ლამაზია. თუმცა ციხე სეზონის ყველა დროს შესანიშნავად გამოიყურება
© photo: Sputnik / Stringer ციხისკენ მიმავალი ბილიკი განსაკუთრებით ლამაზია. დათოვლილი გზა და გარშემო ტყე ზღაპრულ სამყაროს მოგაგონებთ
ციხისკენ მიმავალი ბილიკი განსაკუთრებით ლამაზია. დათოვლილი გზა და გარშემო ტყე ზღაპრულ სამყაროს მოგაგონებთ
© photo: Sputnik / Stringer ციტადელის მახლობლად ხავსიანი კლდეებია აღმართული. მზიან ამინდში ხავსი და ყინული ფერთა ულამაზეს კომბინაციებს ქმნის. კლდეებში ასევე შენიშნავთ მცენარეებს, რომლებიც ზამთრის პირობებს ადვილად უძლებენ
ციტადელის მახლობლად ხავსიანი კლდეებია აღმართული. მზიან ამინდში ხავსი და ყინული ფერთა ულამაზეს კომბინაციებს ქმნის. კლდეებში ასევე შენიშნავთ მცენარეებს, რომლებიც ზამთრის პირობებს ადვილად უძლებენ
© photo: Sputnik / Stringer ციხეზე ასასვლელად კარგად უნდა მოემზადოთ
ციხეზე ასასვლელად კარგად უნდა მოემზადოთ
© photo: Sputnik / Stringer ციხეზე ასასვლელად ლითონის კიბე უნდა აიაროთ, რომელიც საკმაოდ ციცაბოა, ზამთარში კი გაყინული და სრიალაც
ციხეზე ასასვლელად ლითონის კიბე უნდა აიაროთ, რომელიც საკმაოდ ციცაბოა, ზამთარში კი გაყინული და სრიალაც
© photo: Sputnik / Stringer ციხის მწვერვალზე აღმართულია საქართველოს დროშა
ციხის მწვერვალზე აღმართულია საქართველოს დროშა
© photo: Sputnik / Stringer აქ მოსული ადამიანები ხშირად საათობით ტკბებიან მთის ხედებით და სუფთა ჰაერით, ზაფხულში კი ხშირად იმართება პიკნიკები და საოჯახო გასეირნებები
აქ მოსული ადამიანები ხშირად საათობით ტკბებიან მთის ხედებით და სუფთა ჰაერით, ზაფხულში კი ხშირად იმართება პიკნიკები და საოჯახო გასეირნებები
© photo: Sputnik / Stringer ზამთარში დიდი ხნით გაჩერება რთულია 1300 მეტრის სიმაღლეზე, მით უმეტეს, თუ ქარიანი ამინდია, თუმცა ამ ხედის თუნდაც ერთი წუთით ხილვაც აგავსებთ ბედნიერების განცდით!
ზამთარში დიდი ხნით გაჩერება რთულია 1300 მეტრის სიმაღლეზე, მით უმეტეს, თუ ქარიანი ამინდია, თუმცა ამ ხედის თუნდაც ერთი წუთით ხილვაც აგავსებთ ბედნიერების განცდით!