მოსაზრება: რატომ გადავიდა რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა საჰაერო-კოსმოსურ ძალებში

© photo: Sputnik / MIkhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2023
გამოწერა
რუსეთის სახმელეთო ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საჰაერო-კოსმოსური ძალების დაქვემდებარებაში გადაყვანა გამოწვეულია მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის საშუალებების „სიმჭიდროვით“ და ასახავს თანამედროვე ბრძოლის ველის სადაზვერვო-დამრტყმელი კონტურების ევოლუციას.
მანამდე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შენაერთები და ნაწილები სახმელეთო ჯარის შემადგენლობაშიც იყვნენ და საჰაერო-კოსმოსური ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შემადგენლობაშიც.
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარი სახმელეთო ჯარის ცალკე სახეობად 1958 წლიდან ითვლებოდა. ევალებოდა საბრძოლო მორიგეობა, ცაში მოწინააღმდეგის დაზვერვა და მისი საჰაერო თავდასხმის საშუალებების განადგურება, მონაწილეობდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაში...
საჯარისო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას აქვს მართვის განვითარებული სტრუქტურა, ჰყავს საზენიტო-სარაკეტო და რადიოტექნიკური ნაწილები და შენაერთები, რომელთაც ცაში სამიზნეების განადგურება შეუძლიათ სიჩქარისა და სიმაღლის ყველა დიაპაზონზე (ერთი მეტრიდან 12 კმ-მდე და სტრატოსფეროშიც კი).
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რუსული სისტემის ევოლუცია და ტრანსფორმაცია გამოწვეულია, ერთი მხრივ, უკრაინის ბრძოლის ველზე საჰაერო თავდასხმისა და საჰაერო დაზვერვის საშუალებების აქტიური გამოყენებით და, მეორე მხრივ, მართვის სისტემის ავტომატიზაციის ზრდით, სადაზვერვო-დამრტყმელი კონტურების ჩამოყალიბებით ერთბაშად ყველა გარემოში (კოსმოსი, ატმოსფერო, ხმელეთი, ზღვა).
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთიანი სისტემის საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფა მიმდინარეობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამგზავრული დაჯგუფების გაფართოებასთან ერთად, მობილობის, ავტომატიზაციის ხარისხის, საცეცხლე ძალის, გასანადგურებელი ზონის გაფართოებასთან და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების რეაქციის შემცირებასთან ერთად.

ათწლეულების შეჯიბრი

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების ინტეგრაციას, საინფორმაციო ჰორიზონტის გაფართოებას მოითხოვს დრო და უკრაინაში არსებული ვითარება, სადაც აუცილებელია საფრთხის აცილება. ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განვითარებას დიდი ნახტომი და დიდი შეჯიბრი ელის. ცაში ბატონობა ნებისმიერი მასშტაბის სამხედრო ოპერაციის წარმატების საფუძველია.
დასავლეთში აღიარებენ, რომ უკრაინა გადაიქცა „მნიშვნელოვან საცდელ პოლიგონად ახალი შეიარაღებისთვის“. კიევისთვის 2 მლრდ დოლარის ოდენობის აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი პირველად მოიცავს ახალ უპილოტო აპარატებს, რომლებიც „ან გამოცდის სტადიაზეა, ან აშშ-ის ჯარის მხრიდან დღემდე ძალიან იშვიათად გამოიყენებოდა. ესენია Switchblade 600, Jump 20, ALTIUS-600 და CyberLux K8“. ნათელია, რომ ამერიკელები დიდი და მაღალტექნოლოგიური ომისთვის ემზადებიან.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის მეთაურმა ჩარლზ ბრაუნმა აღიარა, რომ პენტაგონი 20 წელი ებრძოდა შედარებით ცუდად აღჭურვილ მოწინააღმდეგეს, რომელსაც „არ ჰყავდა სამხედრო-საჰაერო ძალები ან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები და სამხედრო-საჰაერო ძალების ამ შესაძლებლობებთან საქმის დაჭერა მოუწევთ მომავალში“. საკუთრივ, დასავლეთში არ მალავენ აგრესიულ მიზნებს, სტრატეგიული გეგმების მთავარ მოწინააღმდეგეებად კი წინასწარ, რამდენიმე ათწლეულით ადრე, მოიაზრებენ რუსეთსა და ჩინეთს.
დღეს პენტაგონი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვნად ჩამორჩება რუსეთს ტექნოლოგიურად და, მაინც, უკრაინის გამოცდილების გათვალისწინებით, იქ აპირებენ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და დაზვერვის სისტემების აქტიურად ინტეგრირებას. ასევე ოპერაციების დროს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მობილური სისტემების განადგურებას.
გამოცემა Breaking Defense იუწყება: „კონფლიქტი უკრაინაში არის ერთ-ერთი პირველი მსხვილი კონფლიქტი, რომელშიც მცირე უპილოტო აპარატებს უზარმაზარი წვლილი შეაქვთ“. აშშ-ის სახმელეთო ჯარის მეთაურმა კრისტიან ვორმუტმა განაცხადა: „უპილოტო საფრენი აპარატები... სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნიან, ამიტომ ვიხილავთ ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციის შესაძლებლობას“.
ამერიკული ჟურნალი Defense One აღნიშნავს, რომ უკრაინელები და მათი მიმწოდებლები ნატოდან სწავლობენ დაზვერვის საშუალებებისა და დარტყმების, კონტროლისა და მართვის მოწინავე სისტემების უკეთ ინტეგრირებას. საუბარია უპილოტო სისტემებთან ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების პერსპექტივებზე“.
უკრაინის კონფლიქტის ფონზე კოსმოსური ძალების მეთაურმა, გენერალმა ჩანს ზალცმანმა ხაზი გაუსვა „კოსმოსის კრიტიკულ მნიშვნელობას თანამედროვე ომში“, კომერციული თანამგზავრების (კომპანიების - Maxar, Planet, Capella, BlackSky) უზარმაზარ როლს დაზვერვაში, SpaceX Starlink ტიპის მრავალათასიანი დაჯგუფებების საბრძოლო სტაბილურობას. მოწინააღმდეგისთვის ადვილია ერთი დამაკავშირებელი აპარატის გათიშვა (რომელიც დაზვერვის მონაცემებს გადასცემს), მაგრამ ძალიან რთულია ერთბაშად ათასი ინტერნეტ-თანამგზავრის გათიშვა.
რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაუმჯობესება – დროის მოთხოვნაა. და, მაინც, ტაქტიკური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა დივიზიის/პოლკის დონეზე – ასევე აუცილებელია. ბრძოლისუნარიანი მოტომსროლელი დივიზია აღჭურვილი უნდა იყოს ტანკებით და „თორებით“. სატანკო არმიასაც ისევე სჭირდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, არტილერია და დესანტი. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რეფორმირების მთავარი კრიტერიუმი საბრძოლო მოქმედებების პრაქტიკა იქნება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0