https://sputnik-georgia.com/20230228/rogor-dasrulda-qartvel-mamluqta-batonoba-egviptesi-275310087.html
მუხანათი ფაშა და მიამიტი ქართველები: როგორ დასრულდა მამლუქთა ბატონობა ეგვიპტეში
მუხანათი ფაშა და მიამიტი ქართველები: როგორ დასრულდა მამლუქთა ბატონობა ეგვიპტეში
Sputnik საქართველო
12 ათასამდე მამლუქი და მათი 470 ბეგი შეეწირა იმ სისხლიან სასაკლაოს, თუმცა მამაცმა ქართველებმა დაახლობით ათასამდე ოსმალო და სირიელი გაიყოლეს იმქვეყნად. 28.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-28T15:19+0400
2023-02-28T15:19+0400
2023-02-28T20:24+0400
საქართველოს ისტორიიდან
ფაქტები ისტორიიდან
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24179/52/241795220_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_5d416c315a27aea07bdb071ae05d939d.jpg
XIX საუკუნის დასაწყისის ევიპტეში ოსმალებმა მამლუქთა ქართველ ბეგებს შორის არსებული დაპირისპირებით ისარგებლეს და ისევ აღადგინეს თავიანთი ბატონობა.ურთიერთქიშპობით და სიძულვილით დაბრმავებული ქართველი მამლუქები არ ფიქრობდნენ მომავალზე და არც იმაზე, რომ მათ საერთო მტერი ჰყავდათ ოსმალთა სულთნისა და მის მიერ 1805 წელს ეგვიპტეში ფაშად დანიშნული მუჰამედ ალის სახით.მმართველობის დასაწყისში გონიერი და ცბიერი არნაუტი მუჰამედ ალი, ავად თუ კარგად, ინარჩუნებდა ნორმალურ დამოკიდებულებას ქართველ მამლუქებთან. თავს მეგობრად აჩვენებდა, დიდ ბეგებს ნადიმებსა და რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის მისაღებად იწვევდა ხოლმე. ასე სიამტკბილობაში განვლო რამდენიმე წელმა...1811 წლის თებერვლის ბოლოს მუჰამედ ალიმ იემენსა და ჰიჯაზზე ლაშქრობა წამოიწყო და მონაწილეობის მიღება მამლუქთა ბეგებსაც შესთავაზა. 1 მარტს მუკატამის სასახლეში გამართულ თათბირზე მიიწვია ისინი.მამლუქთა ბეგები სადარბაზო ოთახში შეიყვანეს, ნოხები გაუშალეს, ყავა მიართვეს, ალერსიანი მასპინძელი კი ოხუნჯობდა და ისე თათბირობდა.ასეთმა დახვედრამ ყველანაირი ეჭვი გაუფანტა სტუმრებს, ამიტომ ფაშას ხალისით დათანხმდნენ, მონაწილეობა მიეღოთ საჩვენებელ აღლუმში.აღლუმი დაიწყო და ლაშქარი სასახლიდან დაღმართზე დაეშვა. ჯერ ეგვიპტის დაქირავებული ჯარი დაიძრა ქალაქის გასასვლელისკენ, მას ოსმალთა ცხენოსანთა რაზმი მიჰყვა და ბოლოს მამლუქები დაადგნენ გზას.დიდი მანძილი არ ექნებოდათ გავლილი, რომ ლაშქრის ავანგარდი — დაქირავებული ჯარი და ოსმალთა რაზმი — შეუტრიალდა მამლუქებს და ცეცხლი გაუხსნა. ფაშას გვერდებშიც ფარულად ჩაეყენებინა მეთოფენი და ისინიც ჩაერთვნენ ხოცვა-ჟლეტაში.ქართველი მამლუქები დაიბნენ. ჯერ კიდევ ვერ წარმოედგინათ ფაშასგან ამგვარი მუხანათობა, მერე კი შაჰინ ბეგმა მძიმე საჭურველი შემოიძარცვა, მუკატამის სასახლისკენ შეტრიალდა და იქით დაძრა მამლუქთა ჯერ კიდევ შემორჩენილი რაზმები.მაგრამ მუჰამედ ალის იქაც ჩაეყენებინა რაზმი და ახლა მათ დაუშინეს ტყვიები გზააბნეულ მამლუქებს.მიუხედავად ამისა, მაინც შეძლეს გზის ხმლით გაკაფვა და სასახლემდე მისვლა. ამას კი აღარ ელოდა მუჰამედ ალი. ამიტომ საქმეში ზარბაზნები ჩართო და წელში გაწყვიტა მამლუქები: მარყუჟივით მოჭერილი ალყა თანდათან დავიწროვდა, ბოლოს კი წინააღმდეგობა საერთოდ შეწყდა.ვერ უშველა მამლუქებს ჩვეულმა სიმამაცემ, ამ სასაკლაოში გადარჩენა შეუძლებელი იყო.მუჰამედ ალის ნაბრძანები ჰქონდა, ტყვედ ერთი მამლუქიც არ აეყვანათ. ამიტომაც წინააღმდეგობის შეწყვეტის შემდეგ ხოცვა-ჟლეტის მეორე ეტაპი დაიწყო — სისხლისგან დაცლილი მამლუქების დახვრეტის პროცესი.ქართველი მამლუქებისადმი სიძულვილით აღვსილი მებრძოლები ხალისით ასრულებდნენ ბრძანებას, სასტიკად უსწორდებოდნენ მათ. მძიმედ დაჭრილ შაჰინ ბეგს სიკვდილი არ აცალეს, ჯერ ისევ ცოცხალს მოჰკვეთეს თავი და მაშინვე ოსმალთა ფაშას მიართვეს, რომელიც კარგად დაცულ სერალს იყო თავშეფარებული.რაღაც მომენტში მამლუქთა ერთმა ბელადმა ალ-ბავაბმა იმარჯვა და აღმართი სირბილით აიარა, დიდი გოდოლის კედელზე აცოცდა, უნდოდა მის მიღმა მყოფი მუჰამედ ალისათვის ანგარიში გაესწორებინა, მაგრამ ტყვიებით დაცხრილული მიწაზე უსულოდ დაეცა.მამლუქებთან ერთად ამოჟლიტეს ის ეგვიპტელი მსახურებიც, რომლებიც ყოველთვის თან ახლდნენ თავიანთ ბატონებს ნებისმიერ ლაშქრობაში.12 ათასამდე მამლუქი, მათი 470 ბეგი და 3 ათასამდე ეგვიპტელი მსახური შეეწირა ამ სისხლიან სასაკლაოს. მიუხედავად დიდი უპირატესობისა, დაახლობით ათასამდე ოსმალო და სირიელი მაინც გაიყოლეს იმქვეყნად მამაცმა მამლუქებმა.ერთადერთი, ვინც ალყიდან თავი დაიხსნა, ჰასან ქართველი იყო, რომელმაც წამებში დაძლია თითქმის 22 მეტრის სიმაღლის კედელი და სამშვიდობოს გავიდა.ამან იმდენად გააოცა თვითმხილველები, რომ არაბი მემატიანეები დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, ამინ ბეგი (იგივე ჰასან ქართველი) გალავანს ცხენიანად გადაევლოო.საოცარი მებრძოლები იყვნენ მამლუქები, კარგად გაწვრთნილები და ომში დახელოვნებულები, მაგრამ...არაბი ისტორიკოსი აბდარახმან ალ-ჯაბარტი წერს, იმ ადგილზე, სადაც ეს ბრძოლა გაიმართა, არათუ წინააღმდეგობის გაწევის, ცხენის მობრუნების საშუალებაც კი არ იყოო. ამიტომაც გაუიოლდათ ოსმალო მუჰამედ ალის მეომრებს მამლუქთა დამარცხება.მუხანათმა ფაშამ იმ მამლუქებზეც „იზრუნა“, რომლებიც იმ მომენტში კაიროში არ იმყოფებოდნენ. პერიფერიებში მკვლელები დაგზავნა და სიცოცხლეს გამოასალმებინა ყველა მათგანი.ამბავი ამით არ დასრულებულა. ოსმალები და მათი მომხრე ეგვიპტელები იმავე დღეს შეესივნენ მამლუქთა სახლ-კარს გასაძარცვ-ასაოხრებლად, მთელ კაიროს მოედვნენ, ერთი ოჯახი არ დატოვეს დაურბეველი.გამძვინვარებული და სიძულვილით აღსავსე ბრბო მამლუქთა ქალებს ნამუსს ხდიდა და მერე ხოცავდა, ოქრო-ვერცხლს იტაცებდა და მათ სახლ-კარს ისაკუთრებდა, არავის ინდობდა, პატარა გოგო-ბიჭებსაც სასტიკად უსწორდებოდა — სპობდნენ ყველაფერს, რაც ქართველ მამლუქებთან იყო დაკავშირებული.პროცესმა იმდენად საშინელი ხასიათი მიიღო, რომ მუჰამედ ალი იძულებული გახდა, სამი დღის შემდეგ რბევის შეწყვეტის ბრძანება გაეცა. მაგრამ უკვე გვიანი იყო.ფაშას ბრძანება უკვე გაცემული ჰქონდა, როცა ოსმალებმა და ეგვიპტელებმა სასწაულებრივად გადარჩენილი 64 მამლუქი შეიპყრეს და მიუხედავად აკრძალვისა, თავები დააყრევინეს. მერე კი მუჰამედ ალის გაუგზავნეს მოკვეთილი თავები...და კაიროში მამლუქთა სახსენებელიც კი გაწყდა.ასე მუხანათურად, ღალატით დაუსვა წერტილი მუჰამედ ალი ფაშამ ქართველ მამლუქთა ბატონობას ეგვიპტეში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24179/52/241795220_0:0:1000:751_1920x0_80_0_0_5344316d9191e4aa0c39f489bf284367.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
საქართველოს ისტორიიდან , ფაქტები ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
საქართველოს ისტორიიდან , ფაქტები ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
მუხანათი ფაშა და მიამიტი ქართველები: როგორ დასრულდა მამლუქთა ბატონობა ეგვიპტეში
15:19 28.02.2023 (განახლებულია: 20:24 28.02.2023) 12 ათასამდე მამლუქი და მათი 470 ბეგი შეეწირა იმ სისხლიან სასაკლაოს, თუმცა მამაცმა ქართველებმა დაახლობით ათასამდე ოსმალო და სირიელი გაიყოლეს იმქვეყნად.
XIX საუკუნის დასაწყისის ევიპტეში ოსმალებმა მამლუქთა ქართველ ბეგებს შორის არსებული დაპირისპირებით ისარგებლეს და ისევ აღადგინეს თავიანთი ბატონობა.
ურთიერთქიშპობით და სიძულვილით დაბრმავებული ქართველი მამლუქები არ ფიქრობდნენ მომავალზე და არც იმაზე, რომ მათ საერთო მტერი ჰყავდათ ოსმალთა სულთნისა და მის მიერ 1805 წელს ეგვიპტეში ფაშად დანიშნული მუჰამედ ალის სახით.
მმართველობის დასაწყისში გონიერი და ცბიერი არნაუტი მუჰამედ ალი, ავად თუ კარგად, ინარჩუნებდა ნორმალურ დამოკიდებულებას ქართველ მამლუქებთან. თავს მეგობრად აჩვენებდა, დიდ ბეგებს ნადიმებსა და რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის მისაღებად იწვევდა ხოლმე. ასე სიამტკბილობაში განვლო რამდენიმე წელმა...
1811 წლის თებერვლის ბოლოს მუჰამედ ალიმ იემენსა და ჰიჯაზზე ლაშქრობა წამოიწყო და მონაწილეობის მიღება მამლუქთა ბეგებსაც შესთავაზა. 1 მარტს მუკატამის სასახლეში გამართულ თათბირზე მიიწვია ისინი.
მამლუქთა ბეგები სადარბაზო ოთახში შეიყვანეს, ნოხები გაუშალეს, ყავა მიართვეს, ალერსიანი მასპინძელი კი ოხუნჯობდა და ისე თათბირობდა.
ასეთმა დახვედრამ ყველანაირი ეჭვი გაუფანტა სტუმრებს, ამიტომ ფაშას ხალისით დათანხმდნენ, მონაწილეობა მიეღოთ საჩვენებელ აღლუმში.
აღლუმი დაიწყო და ლაშქარი სასახლიდან დაღმართზე დაეშვა. ჯერ ეგვიპტის დაქირავებული ჯარი დაიძრა ქალაქის გასასვლელისკენ, მას ოსმალთა ცხენოსანთა რაზმი მიჰყვა და ბოლოს მამლუქები დაადგნენ გზას.
დიდი მანძილი არ ექნებოდათ გავლილი, რომ ლაშქრის ავანგარდი — დაქირავებული ჯარი და ოსმალთა რაზმი — შეუტრიალდა მამლუქებს და ცეცხლი გაუხსნა. ფაშას გვერდებშიც ფარულად ჩაეყენებინა მეთოფენი და ისინიც ჩაერთვნენ ხოცვა-ჟლეტაში.
ქართველი მამლუქები დაიბნენ. ჯერ კიდევ ვერ წარმოედგინათ ფაშასგან ამგვარი მუხანათობა, მერე კი შაჰინ ბეგმა მძიმე საჭურველი შემოიძარცვა, მუკატამის სასახლისკენ შეტრიალდა და იქით დაძრა მამლუქთა ჯერ კიდევ შემორჩენილი რაზმები.
მაგრამ მუჰამედ ალის იქაც ჩაეყენებინა რაზმი და ახლა მათ დაუშინეს ტყვიები გზააბნეულ მამლუქებს.
მიუხედავად ამისა, მაინც შეძლეს გზის ხმლით გაკაფვა და სასახლემდე მისვლა. ამას კი აღარ ელოდა მუჰამედ ალი. ამიტომ საქმეში ზარბაზნები ჩართო და წელში გაწყვიტა მამლუქები: მარყუჟივით მოჭერილი ალყა თანდათან დავიწროვდა, ბოლოს კი წინააღმდეგობა საერთოდ შეწყდა.
ვერ უშველა მამლუქებს ჩვეულმა სიმამაცემ, ამ სასაკლაოში გადარჩენა შეუძლებელი იყო.
მუჰამედ ალის ნაბრძანები ჰქონდა, ტყვედ ერთი მამლუქიც არ აეყვანათ. ამიტომაც წინააღმდეგობის შეწყვეტის შემდეგ ხოცვა-ჟლეტის მეორე ეტაპი დაიწყო — სისხლისგან დაცლილი მამლუქების დახვრეტის პროცესი.
ქართველი მამლუქებისადმი სიძულვილით აღვსილი მებრძოლები ხალისით ასრულებდნენ ბრძანებას, სასტიკად უსწორდებოდნენ მათ. მძიმედ დაჭრილ შაჰინ ბეგს სიკვდილი არ აცალეს, ჯერ ისევ ცოცხალს მოჰკვეთეს თავი და მაშინვე ოსმალთა ფაშას მიართვეს, რომელიც კარგად დაცულ სერალს იყო თავშეფარებული.
რაღაც მომენტში მამლუქთა ერთმა ბელადმა ალ-ბავაბმა იმარჯვა და აღმართი სირბილით აიარა, დიდი გოდოლის კედელზე აცოცდა, უნდოდა მის მიღმა მყოფი მუჰამედ ალისათვის ანგარიში გაესწორებინა, მაგრამ ტყვიებით დაცხრილული მიწაზე უსულოდ დაეცა.
მამლუქებთან ერთად ამოჟლიტეს ის ეგვიპტელი მსახურებიც, რომლებიც ყოველთვის თან ახლდნენ თავიანთ ბატონებს ნებისმიერ ლაშქრობაში.
12 ათასამდე მამლუქი, მათი 470 ბეგი და 3 ათასამდე ეგვიპტელი მსახური შეეწირა ამ სისხლიან სასაკლაოს. მიუხედავად დიდი უპირატესობისა, დაახლობით ათასამდე ოსმალო და სირიელი მაინც გაიყოლეს იმქვეყნად მამაცმა მამლუქებმა.
ერთადერთი, ვინც ალყიდან თავი დაიხსნა, ჰასან ქართველი იყო, რომელმაც წამებში დაძლია თითქმის 22 მეტრის სიმაღლის კედელი და სამშვიდობოს გავიდა.
ამან იმდენად გააოცა თვითმხილველები, რომ არაბი მემატიანეები დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, ამინ ბეგი (იგივე ჰასან ქართველი) გალავანს ცხენიანად გადაევლოო.
საოცარი მებრძოლები იყვნენ მამლუქები, კარგად გაწვრთნილები და ომში დახელოვნებულები, მაგრამ...
არაბი ისტორიკოსი აბდარახმან ალ-ჯაბარტი წერს, იმ ადგილზე, სადაც ეს ბრძოლა გაიმართა, არათუ წინააღმდეგობის გაწევის, ცხენის მობრუნების საშუალებაც კი არ იყოო. ამიტომაც გაუიოლდათ ოსმალო მუჰამედ ალის მეომრებს მამლუქთა დამარცხება.
მუხანათმა ფაშამ იმ მამლუქებზეც „იზრუნა“, რომლებიც იმ მომენტში კაიროში არ იმყოფებოდნენ. პერიფერიებში მკვლელები დაგზავნა და სიცოცხლეს გამოასალმებინა ყველა მათგანი.
ამბავი ამით არ დასრულებულა. ოსმალები და მათი მომხრე ეგვიპტელები იმავე დღეს შეესივნენ მამლუქთა სახლ-კარს გასაძარცვ-ასაოხრებლად, მთელ კაიროს მოედვნენ, ერთი ოჯახი არ დატოვეს დაურბეველი.
გამძვინვარებული და სიძულვილით აღსავსე ბრბო მამლუქთა ქალებს ნამუსს ხდიდა და მერე ხოცავდა, ოქრო-ვერცხლს იტაცებდა და მათ სახლ-კარს ისაკუთრებდა, არავის ინდობდა, პატარა გოგო-ბიჭებსაც სასტიკად უსწორდებოდა — სპობდნენ ყველაფერს, რაც ქართველ მამლუქებთან იყო დაკავშირებული.
პროცესმა იმდენად საშინელი ხასიათი მიიღო, რომ მუჰამედ ალი იძულებული გახდა, სამი დღის შემდეგ რბევის შეწყვეტის ბრძანება გაეცა. მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ფაშას ბრძანება უკვე გაცემული ჰქონდა, როცა ოსმალებმა და ეგვიპტელებმა სასწაულებრივად გადარჩენილი 64 მამლუქი შეიპყრეს და მიუხედავად აკრძალვისა, თავები დააყრევინეს. მერე კი მუჰამედ ალის გაუგზავნეს მოკვეთილი თავები...
და კაიროში მამლუქთა სახსენებელიც კი გაწყდა.
ასე მუხანათურად, ღალატით დაუსვა წერტილი მუჰამედ ალი ფაშამ ქართველ მამლუქთა ბატონობას ეგვიპტეში.