მაგნიტური ქარიშხლები მარტში: ემზადეთ G3 დონის შეტევისთვის
17:08 28.02.2023 (განახლებულია: 21:37 28.02.2023)
გამოწერა
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. გაზაფხულის პირველი თვე რამდენიმე მაგნიტურ ქარიშხალს მოიტანს, რაც შესაძლოა სერიოზულად აისახოს ადამიანების, მით უმეტეს, მეტეოდამოკიდებული ადამიანების ჯანმრთელობაზე.
როგორც მზის ასტრომონიული ლაბორატორიის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, მარტში, გარდა საშუალო სიძლიერის ქარიშხლისა, ასევე G3 დონის, ანუ 7-ბალიანი მაგნიტური ქარიშხალიც გველოდება.
დეტალური კალენდარი ასე გამოიყურება:
მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი 2023 წლის მარტში
მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი 2023 წლის მარტში
1 მარტი — საშუალო, ანუ 4 ბალის სიმძლავრის ქარიშხალი, რომელიც მომდევნო დღეს 2 ბალამდე შესუსტდება.
5-7 მარტი — ეს დღე 4-ბალიანი ქარიშხლით დაიწყება, რომელიც 6 მარტს G1 დონეს, ანუ 5 ბალს მიაღწევს. თუმცა 7 მარტს მისი სიმძლავრე ისევ 4 ბალამდე დაიწევს.
15 მარტი — კვლავ საშუალო დონის, ანუ 4-ბალიანი ქარიშხალია მოსალოდნელი.
25 მარტი — 4-ბალიანი მაგნიტური ქარიშხალი.
26 მარტი — პლანეტას G3 დონის, ანუ 7-ბალიანი ქარიშხალი დაატყდება თავს.
27 მარტი — ქარიშხლის სიმძლავრე G2 დონემდე, ანუ 6 ბალამდე დაიწევს.
რა არის მაგნიტური ქარიშხლები?
ასტრონომების განმარტებით, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე აფეთქებების შედეგად წარმოიშვება. ამ დროს კოსმოსურ სივრცეში უზარმაზარი რაოდენობის პროტონები და ელექტრონები გაიტყორცნება. ისინი დედამიწას ერთ დღე-ღამეში აღწევს და მის მაგნიტურ ველს ცვლის.
რაც უფრო ძლიერია აფეთქება, მით უფრო დიდია გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი და უფრო მაღალია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება.
მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.
გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.
რეკომენდაციები ექიმებისგან
როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:
დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.